მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1303 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ტონინო ბიჭმა ერთხელ გაკვეთილი არ ისწავლა და ისე წავიდა სკოლაში. მიდიოდა და სული კბილით ეჭირა, ვაითუ გამომიძახონო.

"ნეტავი ერთი უჩინმაჩინად მაქცია, სხვა არაფერი მინდა", - ნატრობდა გულში ტონინო.

გაკვეთილი ჩვეულებრივად სიის ამოკითხვით დაიწყო. როცა მასწავლებელმა ტონინოს გვარი წაიკითხა, ის ხელად ფეხზე წამოხტა და, აქა ვარო, დაიძახა, მაგრამ იმის ხმა არავის გაუგონია.

- ეტყობა, ტონინო ავად გახდა, - თქვა მასწავლებელმა. - სწორედ დღეს უნდა გამომეძახა.

ტონინო მიხვდა, ნატვრა ამხდენია, უჩინმაჩინი ვარ უკვეო, გაქანდა და, ოთახის კუთხეში ქაღალდის ნახევებით სავსე კალათა რომ იდგა, შიგ ჩახტა. მერე მერხებზე დაიწყო სირბილი და ბრახაბრუხი აუყენა. ხან ერთ ბავშვს აწიწკნიდა ქოჩორს, ხან მეორეს. საცა ერთი სამელნე იდგა, სულ გადმოაპირქვავა. თვალის დახამხამებაში მთელი კლასი ყირამალა დააყენა.

უნდა გენახა, რა აურზაური ატყდა! ბავშვები ერთმანეთს ეცნენ და თავპირი ჩამოაკაწრეს. სუყველა ერთიმეორეს აბრალებდა. არა შენ იყავი, არა შენაო, უჩინმაჩინი ტონინო კი სიცილით იგუდებოდა.

ბევრი იცელქა თუ ცოტა იცელქა, ბოლოს მოსწყინდა ტონინოს იქ ყოფნა და წავიდა, ტროლეიბსუში ჩაჯდა. ნახა უკან ცარიელი ადგილი და კოხტად მოიკალათა.

ბილეთი არც გახსენებია. კიდევ კარგი, კონდუქტორი ვერა ხედავდა, თორემ უბილეთოდ ვინ წაიყვანდა!

მეორე გაჩერებაზე ტროლეიბუსში ერთი სქელი დედაკაცი ავიდა. ცარიელ ადგილს მოჰკრა თუ არა თვალი, მივიდა, სანოვაგით გატენილი ჩანთა დადო და სახტად დარჩა - ჩანთა სკამზე კი არ იდო, ჰაერში ეკიდა. აბა, რას იფიქრებდა ის სქელი დედაკაცი, იქ თუ უჩინმაჩინი ბიჭი იჯდა და ჩანთა იმას ედო მუხლებზე! საწყალ ტონინოს ლამის თავისი დაემართა, სქელმა სინიორამ კი ყვირილი მორთო: - ესღა გვაკლდა! ტროლეიბუსშიც აღარ ჩაიჯდომება! რა უბედურებაა, სკამზე ჩანთა ვეღარ დამიდვია! შეხედეთ ერთი, შეხედეთ!

მართლა მეტისმეტია, ამ ოხერ ტრანსპორტს პატრონი აღარა ჰყავსო, ერთხმად აჰყვა ხალხიც.

ამასობაში ტონინომ ტროლეიბუსიდან ძირს ისკუპა, თავი საშაქარლამოში შეყო, და, იცოცხლე, ყელის ჩასატკბარუნებელიც ბლომად ნახა და ჩასაკოკლოზინებელიც! ჯერ ქიშმიშიანი ნაზუქი ჩაბღუჯა და კარგა ხანს ღმურძლა, მერე შოკოლადიან ნამცხვარს მოულხინა! ნოქარი თვალებს არ უჯერებდა - რა მოსდის ამ ტკბილეულსო, და შაქარყინულის საყიდლად შემოსულ ერთ წარმოსადეგ სინიორზე მიიტანა ეჭვი.

სინიორმა, რასაკვირველია, ცეცხლი წაიკიდა, ამას რას მოვესწარი, ქურდობა დამაბრალესო:

- რაო? ქურდიცა ვარ, არა! მამაჩემის შვილს ეს რა მკადრე? შენ იცი, პაპაჩემი ვინ იყო?

- არც მამაშენი მეკითხება და არც პაპაშენი! - მკვახედ მიახალა ნოქარმა ქალმა.

- მკვდარ მამა-პაპას ნუ მილანძღავ, თორემ პასუხს აგებ, იცოდე! - თითის ქნევით დაემუქრა სინიორი, და იმისთანა ჩხუბი ატყდა, მთელი ქუჩა თავს დაედოთ.

სად იყო, სად არა, პოლიციაც მოვიდა. ერიჰაა, წავიდე, გავასწროო, გაიწ-გამოიწია თვალუჩინარმა ტონინომ, ლეიტენანტს ფეხებში გაუძვრა და სკოლისაკენ მოკურცხლა, ერთი ვნახო, ჩვენი ბიჭები რასა შვრებიანო. ის იყო მივიდა და ზარი დაირეკა კიდეც. გაიღო კარი და ბავშვები სულ ყირამალა წამოვიდნენ, კიბეს ჭრაჭაჭრუჭი გაჰქონდა.

ტონინო სუყველას თვალცხადლივ ხედავდა, ის კი არავის არ დაუნახავს.

ტყუილად გადაუდგა ხან ერთს, ხან მეორეს, ტყუილად ეჯაჯგურა თავის ქუჩელ რობერტოსაც, და მეგობარი რომ ჰყავდა, გუისკარდო, იმასაც ტყუილად აძლია შაქარყინული. ვერც ერთი ვერ ამჩნევდა, ზედ არავინ უყურებდა.

არაქათგამოცლილი და ცხვირჩამოშვებული ტონინო შინისკენ წალასლასდა.

დედა უკვე დაეძებდა, აივანზე გადმომდგარიყო და ძირს იცქირებოდა.

- აქა ვარ, დედი! - შესძახა ტონინომ.

დედა არც განძრეულა. ან რად გაინძრეოდა, როცა არც ტონინო დაუნახავს და არც იმის ხმა გაუგონია. წეღანდელივით ისევ ქუჩას გასცქეროდა შეშინებული.

- მე ვარ, მამი! - შეეხმაურა ტონინო საგონებელში ჩავარდნილ მამას. მივიდა და თავის სკამზე ჩამოჯდა გაშლილი მაგიდასთან.

მამას არაფერი გაუგონია, ადგა და ფანჯარაში გაიხედა აღელვებულმა, თან ბუტბუტებდა, სად არის აქამდე ის მაიმუნი, რამე ფათერაკს არ გადაეყაროსო.

- რა ფათერაკს, რის ფათერაკს, აქა ვარ, ხალხო, რა მოგივიდათ! - იჭაჭებოდა ტონინო.

იჭაჭებოდა და იმის ყვირილი მაინც არავის ესმოდა.

ახლა კი უკვე ცრემლი წასკდა ტონინოს და გულიც ამოუჯდა. მაგრამ ტირილს აბა რა ფასი აქვს, როცა შენს ცრემლებს ვერავინ ხედავს?

- არა, აღარ მინდა უჩინმაჩინობა! - საცოდავად სლუკუნებდა ტონინო და გული ყელში ებჯინებოდა. - ისევ დედასთან და მამასთან მინდა! ოღონდაც დამინახონ და მცემონ, რა ვქნა! თუ უნდა მასწავლებელმაც ყოველდღე გამომიძახოს. ვაიმე, დედაა!..

ამ ტირილ-ვიშვიშში ტონინო კიბეს ჩაჰყვა და ეზოში ჩავიდა.

- რა გატირებს, ბიჭო! - ჰკითხა ტონინოს იქვე მზის გულზე გასათბობად ჩამომჯდარმა ბერიკაცმა. ტონინოს ლამის ელდა ეცა.

- მართლა მხედავ? - შეჰყვირა გახარებულმა.

- გხედავ, ყოველდღე გხედავ, როცა სკოლიდან ბრუნდები.

- მე კი არასოდეს არ შემიმჩნევიხარ.

- ვიცი, შვილო, ვიცი. კარგა ხანია უკვე აღარავინ მამჩნევთ. აბა, ვიღას რად ვუნდივარ ძველი პენსიონერი კაცი? ბაიყუშივით მარტო ვარ. რაღა მე და რაღა უჩინმაჩინი!

ამ დროს აივნიდან დედის ხმა მოისმა:

- ტონინო!

- მხედავ, დედა?

- ნეტავი არა გხედავდე! ამოდი, გამოადგი ფეხი! მამაშენი გიჩვენებს სეირს...

- მოვდივარ, დედა, მოვდივარ! - ტონინო სიხარულით ფეხზე აღარ იდგა.

- შენ გეტყობა, ქამრისაც არა გშინებია! გაიღიმა ბერიკაცმა.

ტონინო კისერზე მოექნა, დამჭკნარ ლოყაზე აკოცა ბერიკაცს და წასჩურჩულა, შენ ამიხილე თვალები, შენ გადამარჩინეო.

- მე კი არ აგიხილე, ეგრეა, უჩინმაჩინობას რა ჭკუა აქვს, - თავზე გადაუსვა ხელი ბერიკაცმა.

 

* * * * * * * *

მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ