მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 687 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

- მიშველეთ! მიშველეთ, ხალხო! იჭაჭებოდა საწყალი ხუთიანი და თავქუდმოგლეჯილი გარბოდა.

- რა იყო, რა მოგივიდა? - მისძახოდნენ აქეთ-იქიდან.

- მეტი რაღა უნდა მომივიდეს, ვერა ხედავთ, გამოკლება მომდევს?! თუ დამეწია, უბედურება მერე ნახეთ.

- უბედურება კი არა, კიდევ რა გინდა!

მოსახდენი მართლაც მოხდა. გამოკლება ტკიპივით ჩააფრინდა საცოდავს, კისერი მოუგრიხა და, იცოცხლე, აუსვა და დაუსვა თავისი პირალმასი დაშნა, რომელიც დიდსა და პატარას ჩვეულებრივი გამოკლების ნიშანი ეგონა.

გასაცოდავებული ხუთიანი ფეხზე ძლივსღა იდგა და, არავინ იცის, იმისაგან ერთიანი მაინც თუ გადარჩებოდა, იღბალზე იქვე გვერდით გრძელ უცხოურ მანქანას რომ არ ჩაევლო.

გამოკლებამ წამით თვალი შეავლო, ცოტა ხომ არ დამოკლდებაო, და ხუთიანი აბა რისი ხუთიანია - ხელად დრო იხელთა, პირველსავე სადარბაზოში დურთა თავი და ბნელ კუთხეში მიიყუჟა. თუმცა ხუთიანი კი არა, უკვე ოთხიანი იყო და ცხვირიც გატეხილი ჰქონდა.

რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე, გული ამოუჯდა მიმკვდარებულ ოთხიანს და უცებ ისეთი მგრძნობიარე ხმა შემოესმა, თითქოს სიბრალულს ენა ამოუდგამს და ისე ელაპარაკებაო:

- ვინ ჩაგაგდო მაგ დღეში, შე ბეჩავო, შენა? ამფსონებმა იჩხუბეთ, არა?

კიდევ კარგი, იმწუთსავე ვერ დაინახა, ვინც ელაპარაკებოდა, თორემ ნამდვილად გული გაუსკდებოდა. სადარბაზოს მეორე კუთხეში გაყოფა იდგა და ის დათაფლული ხმაც იმისი ხმა იყო.

საცოდავმა ოთხიანმა ძლივს ამოილუღლუღა, საღამო მშვიდობისაო, და სადარბაზოდან გაპარვა დააპირა, მაგრამ გაყოფა წინ გადაუდგა. დააძრო მაკრატელი და ზედ შუაზე გადაჭრა. ოთხიანი ორ ორიანად იქცა. ერთი ორიანი თვითონ გაყოფამ ჩაიჯიბა, მეორე უფრო ყოჩაღი გამოდგა, ტყვიასავით გავარდა გარეთ და გაქანებულ ტრამვაის შეახტა.

ოდესღაც ხუთიანი ვიყავი, ახლა კი აი, რა დღეში ვარო, ცრემლად იღვრებოდა ორიანი.

ტრამვაიში მოწაფეებიც ისხდნენ. ორიანის დანახვა და იმათი წივილ-კივილი ერთი იყო. ვაიმე, ამას აქ რა უნდაო, იხუვლეს და კარებისაკენ გაცვივდნენ. ძველმა კონდუქტორმა სათვალე მოიხსნა და ორიანს შეჰბღვირა, ფეხით რა, არ გეკადრებოდა სიარული, ტრამვაიში რომ არ ამობრძანებულიყავიო.

- რა ვქნა, რა ჩემი ბრალია? - იმდუღრებოდა ყოფილი ხუთიანი.

- არა, ჩემი ბრალია! - დამცინავად გადაჰკრა კონდუქტორმა. - გიცნობ რა შვილიცა ხარ, მიზეზები არ გელევა.

ორიანმა ამდენს ვეღარ გაუძლო და პირველსავე გაჩერებაზე გადახტა ტრამვაიდან. გადახტა და, ბედი არ გინდა! - ვიღაცას ფეხი დაადგა.

- ოიჰ, ბოდიში, მაპატიეთ, ბატონო, - ძლივს მოატრიალა ენა საწყალმა.

არა, უცხო სინიორა არ გაბრაზებულა. ის კი არა, გაიღიმა კიდეც. გაკვირვებულმა ორიანმა ნელ-ნელა გაახილა თვალები და დააცქერდა, ამისთანა ღვთისნიერი ვინ არისო. უცქირა, უცქირა და არ ეჯერებოდა - გამრავლებისათვის დაედგა ფეხი.

სიხარულით ლამის გაგიჟდა, იცოდა, რა გულკეთილიც იყო გამრავლება. მართლაც, ჯერ სალამი არ ეთქვა, რომ გამრავლებამ უკვე გადაამრავლა და ხელად გაახუთიანა.

მერე ადგა და უკან მიმატების ნიშანიც მიაწერა, ბარემ მაგარი ხუთიანი იყოსო. სკოლაში ექვსიანი არ იწერება და სხვა რა ექნა!

- ვაშაა! - შესძახა მაგარმა ხუთიანმა. - გადასული ვარ, გადასული!

 

* * * * * * *

მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ