შესავალი * * * * * * * ამაღლდით, გრძნობავ, გონებავ!.. ასცილდით მზე და მთვარესა!.. შეუკავშირდით ვარსკვლავებს, მოციმციმ-მოელვარესა!
ზეციურ ტკბილი ხმებისა და შეისწავლეთ კანონი იმათი შეთანხმებისა!
ხელი შევახო ჩანგურსა და მწარე ზარი ამ ქვეყნის შევრთო იმ ქვეყნის ზევსურსა,
დავაგდო ქვეყნის საზღვარი, ჩავდნე ჩემსავე ჰანგებში და გავქრე, როგორც ლამპარი…
რომ მას მოვფინო ნათელი!… ნათელა არის იმისი, ვისაც მე ვამბობ, სახელი.
თავი I * * * * * * *
ერთხელ თურმე მზე და მთვარეს მოუვიდათ ჩხუბი დიდი: გაშორდენ და შემაერთი ჩაინგრიეს გზა და ხიდი.
დრო იხელთა, ჩაეპარა… აღარც მზე სჩანს, აღარც მთვარე… ორივ ერთად მიეფარა.
დრო, მხეცების სანავარდი!… მზის სხივების ვეღარ მჭვრეტი, გახმა ია, დასჭკნა ვარდი!…
მოევლინა ქართველს ჭირი!… აღარც ძმობა, აღარც ყმობა, აღარც სიტყვა, აღარც პირი!..
ერთი დედის ორი შვილი, ერთს ჭირსა და ერთსვე ლხინში შეთანხმებულ-გამოცდილი,
აირია, აიშალა!… და ორივეს ჩამოაკლდა სიმტკიცე და ძველი ძალა.
გაიხარეს გულით დიდად, შუა ჩადგენ და ძმებ შუა შური გასდვეს გზა და ხიდად.
პირდაპირად ვერვინ სძლია, და იმათი დამჩაგვრელი მხოლოდ სულის სიმდაბლეა!…
ხალხსა ჰრყვნიდენ მრავალგვარად, სიცრუე და ორპირობა ხელთ ეჭირათ ხმლად და ფარად.
აღარ ჰქონდა გასავალი და სდევნიდენ კაცურ კაცებს, არ ჰქონოდათ, გინდა, ბრალი.
სიღარიბე, სიღატაკე; მთა და ბარი გაასწორეს, შეაერთეს ზღვა და ვაკე.
დაიჩაგრა, გატყდა ერი: შიგადაშიგ გამოუჩნდა ძმას მისივე მოძმე მტერი!…
შვილიშვილთა დაღმა ფარცხეს. და ამერეთ-იმერეთმაც ერთმანეთი დაამარცხეს.
დაჭკნა უცბად, როგორც მდელო: ადრინდელის ჩრდილი იყო დაჩაგრული საქართველო!…
სულთაბრძოლის “ვაი” - “ვიში”!.. და დაცემულ ქართველობის აღარ ჰქონდათ მის მტრებს შიში!..
საუკუნოდ მიეფარა და მომავალ სიცოცხლესაც შავი მიწა მიეყარა!…
დედა ღვთისა არ სწირავდა და ტანჯვაში გამობრძმედილს მომავლისთვის იფარავდა!
ცივი ნაცრის გარე პირი… და უსითბო, უსიცოცხლო ზედ აყრია მას ნახშირი!
სძინავს ობოლ ნაკვერცხალსა და ინახავს მერმისისთვის ჩვეულებრივ ნათელ ძალსა!
გინდ დახუჭოს მტრულად თვალი, იმის გულში მაინც ღვივის დაფარული ნაპერწკალი!..
თავი II * * * * * * *
ცაში ვარსკვლავი ვარსკვლავზე ღვთისაგან დანათესია, მაგრამ იმათში ყველაზე შუქურა უკეთესია!…
პირთამზე, მზეთუნახავი; მაგრამ, “ნათელას” რომ სჯობდეს, არავინ არის მნახავი.
და თვალადობა მთვარისა, ღიმილი - ცისკრის ვარსკვლავის სხივოსან-მოელვარისა.
სინაზე - ტურფა იასა; ზედ შუქი მოუფენია სამოთხის კარსა ღიასა.
სამოთხის ჩამსახველია! კოჭებამდე სცემს ხუჭუჭი, შავი, უკუნი, ბნელია!…
პატრონი “მოდინახისა”, უნებლიეთად დამგები სასიყვარულო მახისა!
ობლობით განაზარდია… ცით მოწყვეტილი ვარსკვლავი, ედემში რგული ვარდია!
განთქმული მეომარია, - თვალი იმისკენ უჭირავს, ნათელას მაძებარია.
საერთოდ გადაჭრილია: “ჯერ ჩემი გული ყველასთვის, როგორც სამარე, გრილია!
თუ არ სხვაგვარი გმირობა! საცოლოდ იმან მიგულოს, ვინც შეასრულოს პირობა:
თეთრი რამ… მშვენიერია! წელში ვიწროა, წერწეტი, ბეჭებში განიერია.
ძაფები დაკარგულია. და ოქრო-მკედით ნაჭედი, სახეებ-მოქარგულია.
და შესაფერი განია!… ოქროს ღილები შემიბამს, ცრემლებით გამიბანია.
იმან ჩაიცვას, სხვამ არა!… მაგრამ სხვაც არის პირობა, ეს ერთი მარტო არ კმარა:
გვიჩვენოს ძალა მკლავისა, წითლად შეჰღებოს საპირე ამ ჩემი ნახელავისა!…
რომ არ ენახოთ არც ძველად: ასოცი თავი მომართვას ჩემი სარების სარქველად;
ამ ჩემ დიდ ციხე-დარბაზსა… და მაშინ მხოლოდ ეს გული გათბება… დასდებს მას ფასსა!”
ეს უცნაური პირობა! ყველას უნდოდა ესინჯა… გამოეცადა გმირობა.
ნათელას ციურ სახესა: გუნდად და გუნდად მოატყდენ გმირები მოდინახესა!…
არავის ტანადობასა!… ეთხოვებიან ნათელას და სჯერდებიან დობასა.
გარბიან წელიწადები! და ფრთებს იკვეცავს სურვილი, ნათელას გულში ნადები:
ჭაბუკ დროს, სანეტაროსა, და ჩემმა გიჟმა ოცნებამ ამაოდ ჩამიაროსა?”
თავი III * * * * * * *
მაღლიდან გადმომდგარიყო მზეთუნახავი ნათელა; სარკმელში იყურებოდა, გული უცემდა ნელ-ნელა.
შავი ფიქრებით მღელვარეს; შეეკრა ტევრი წარბები, სახეს ჩრდილავდა ელვარეს.
შორს აშტერებდა თვალებსა. ხან ისევ გონზე მოსული გადაჰყურებდა ჭალებსა.
მოიკლაკვნოდა ღრიალით, რეტი ესხმოდა ჭალებში აქეთ და იქით ტრიალით!
შეჰკრა გზა გაღმა-გამოღმის!… დიდზე უწევდა მუქარა მისი მყვირალა ცივი ხმის.
მხედარი თეთრი ცხენითა, მოაგელვებდა მერანსა, თითქოს მოჰყავდა ფრენითა.
ცხენი მოაგდო კიდესა! დეზი ჰკრა, წყალში გადუშვა, ისველებს ჩაფხუტ-რიდესა.
ცხენი და კაცი, ორივე!… ღმერთზე ჰკიდია მათი ხსნა, საეჭვო არის მათი სვე!
იკივლა: “იღუპებაო!… და შველაც ხორცშესხმულისგან იმათი არ ეგებაო!”…
თვალთ მიიფარა ხელები!… მაგრამ გასცურა მხედარმა, გადააჭენა ველები;
მიადგა მოდინახესა!… სარკმელს შეჰყურებს მღელვარე, ეძებს სასურველ სახესა.
ვერავის ჰხედავს ის თვალით!… მხოლოდ მაღლიდან დაეშვა იმის წინ ჩოხა ფრიალით.
ჩაიცვა, - ერგო კიდეცა!… გაიორკეცა სურვილი, მისთვის გაიხსნა კიდე-ცა!..
მოახტა მარდად თეთრასა!.. და, რომელ გზითაც მოვიდა, დაადგა ისევ იმ გზასა!
საიდან იყო მოსული?… წავიდა და თან წაიღო ნათელას გული და სული.
თავი IV * * * * * * *
ერთი ხანია - ნათელას ძღვნად მოსდის ოქროს კავები და ზედაც ჩამოხირხლული სამშობლოს მტრების თავები.
ვის მოაქვს ციხის კარზედა? დღითიდღე თავებს აგებენ სარქველად გამხმარ სარზედა.
იმასაც ელის ნათელა… მაგრამ დრო გადის, არ მოაქვთ, არ იქნა… არა ეშველა.
“ვაი თუ მოჰკლეს გმირიო?! მაშინ დაბნელდეს ჩემთვის ცა, ჩაინგრეს ქვეყნის პირიო!…
ოცნებით დართო ჭირი ჭირს; თმა გაიშალა, ძირს დაჯდა და აღარც იკრავს გულისპირს.
აღარ ადევნებს მგზავრს თვალსა! ისე იქცევა, როგორც-კი შეჰფერის ჭირისუფალსა.
უმატებს ელვარებასა. რა შეედრება ქვეყნად მის გულ-მკერდის მღელვარებასა?!
მისი საყვარელ-რჩეული; მიუალერსა გაზრდილსა და სიტყვა ჰკადრა ჩვეული:
რათ ემონები ოცნებას?! ლოცვა-ვედრება შეჰფერის და არ ყვედრება ღვთის ნებას!
შენ კი იგლოვდე ცოცხალსა, ცეცხლს იკიდებდე უჯეროდ და ზედ ასხამდე ცხელ წყალსა!…
მოირთე სამკაულითა… და, ვინც გსურს, იმის სიცოცხლე ღმერთს შეავედრე გულითა”.
მიჰმართა დედაღვთისასა: სთხოვდა მას შუამდგომლობას და შემწეობას ძისასა!
ქვეყანამ გამოიღვიძა: ცა დედამიწას დაჰხარის და ცას შეჰნატრის ძირს მიწა.
მზეს მოელიან საამურს, ბულბული ჩანგურს უმზადებს და შაშვი უკრავს სალამურს.
ზარს აწკარუნებს რიკრიკით, ჩაუქროლ-ჩამოუქროლებს მერცხალი ტკბილი ჭიკჭიკით!
უგალობს ქებათ-ქებასა და ყვავილები სამსხვერპლოდ უკმევენ სურნელებასა!…
ხატის წინ მუხლმოყრილია, ცრემლსა ღვრის სავედრებელსა, მით სასოება ტკბილია!…
მსახურმა ფეხი შემოდგა; არ მოელოდა მლოცველი, შეკრთა და ზეზე წამოდგა.
ეგ შენი მეუცხოება; მაგრამ შლეგი ხარ, უზრდელი, ბევრი რამ მოგეთხოვება?!
ჩემთან არავის უვლია?!… ნება აქვს მხოლოდ ერთს გამდელს და ისიც მოკრძალულია”.
არა გხლებივარ ნებითა: შეგვემთხვა უჩვეულო რამ, გიახელ იძულებითა.
არ ამბობს, თუ ვინ გვაწვია; წითელ ცხენზე ზის და ტანზე ჩოხაც წითელი აცვია.
არც არავისი ჰრცხვენია!… კალთაში გამოხვეული მოაქვს რაღაცა!… ძღვენია!
ამბობს: “მაჩვენეთ ჩქარაო! ვარ კარგი მახარობელი და არა მეტიჩარაო”.
ვინც იყო მისი სტუმარი! ბრძანა და გააღებინა მაგარი ციხის მან კარი.
მის ნახვას არრა სჯობია! ედემში ზრდილი ალვისხე სამოთხის შენამკობია!
მუხლები მოიყარა მან… ვერ გამოჩნდება იმასთან ზღაპრული გმირი ყარამან!…
პირობის შემსრულებელი! თქვენის სხივის და ჯავარის შეფრქვევით მადიდებელი.
ჩოხაც გარეცხონ თბილ წყლითა. ცხენიც თეთრია, ჩოხაცა, შეღებილია სისხლითა!
ვით პირის სანახავიო, ქვეყნის მტრისა და ორგულის ეს მეასოცე თავიო!”
შეკრთა წერეთლის ასული! მადლობის გადასახდელად ძლივს მოიბრუნა მან სული!
“შენი აქ მობრძანებაო! თვალით გიყურებ, არ მჯერა… მგონიხარ მოჩვენებაო.
ცხადი რამ, ხორციელიო, ვინ ხარ და სიდან მოსულხარ? მითხარი! პასუხს ველიო!”…
ძნელი არ არის ცოდნაო: მთავრის შვილი ვარ, მთავარი, დადიანი ვარ ცოტნაო!”…
გამიგონია მეცაო. კურთხეულ იყოს მარადის ჩვენი შემყრელი ზეცაო!”
თვალი თვალს გაუყარესა, და გაიმართა ნადიმი ყველგან საჩხერის მხარესა.
ნაწილი მეორე თავი I * * * * * * *
იქ, სადაც ხოპის ნაპირზე დღეს ძველი მონასტერია, მთავრის სასახლე ყოფილა, მიდამოც დიდი სჭერია.
უჭვრეტდა ოთხსავ მხარესა; მახლობლად თავზე ივლებდა დღისით მზეს, ღამით მთვარესა.
გადაჰყურებდა შავ ზღვასა, შეფერადებულ ჭალებსა, სანახავს სხვასა და სხვასა!
მტერი არ გაუცდებოდა: მისი პატრონის მხარ-მკლავი შორით შორამდე სწვდებოდა!
იქ მიიყვანა ნათელა! და მიიწვია ქორწილში მან ქვეშევრდომი სუყველა.
სვანებთან ერთად ჭანები; ქართლ-კახეთ-სამესხეთოდან მეგობარ თვისიანები.
საჯდომი ბევრ ათასისა; ქვეშ ორხოები დაფინეს, დაუდებელი ფასისა.
და გვერდით დედოფალია; სხვები ჩამწკრივდენ რიგ-რიგად, როგორც წესი და ვალია.
შეიქნა ყანწის ტრიალი!.. ხელიდან ხელში გადადის თას-აზარფეშა-ფიალი!…
არაკრაკებენ “კულითა!”… გაჩნდა ღიღინი, გალობა, სიმღერა კრიმანჭულითა.
“კაბდური”, “თინა-თინაო!” - აქ “შადი”, “მრავალჟამიერ”, “მზემ სხივი მოგვაფინაო!”
სუყველა, დიდი, პატარა, მაგრამ დედოფლის სახეს-კი ღრუბელი გადაეფარა!
“აგრე რათ მოიწყინეო? მასპინძელი ხარ, ხომ იცი, რიგია, მოილხინეო!
შენ მაგრე შეგაწუხაო, სჩანს, ზეცა გამრისხებია და რისხვით გადმომქუხაო!”…
ამბობენ: “მზე პირს იბანსო, და ცისარტყელა შვიდფერი მას მხარს უმშვენებს და განსო”.
თვალცრემლიანი ღიმილი და ანგელოზის გალობას - მისი პასუხი ხმატკბილი:
მომაგონდება მე ვინა? მაგრამ სხვა რამემ შორიდან საგრძნობლად გულზე მიკბინა!
“შადსა” და “მრავალჟამიერს”, სანამდე საქართველოში ბატონად ვხედავ ქვეყნის მტერს.
ისა მკლავს და ის მაღონებს: ლიხს იქით მოძმე ქართველი ყმად გაუხდიათ მანგოლებს!
ყანწ-აზარფეშის ტრიალი; იქ კვნესა ისმის დაჭრილთა და ქვრივ-ობლების ღრიალი!
გმირთაგმირს, ლომთალომებსა? ცოდვა არ არის ესენი ერიდებოდენ ომებსა!?…
შენ უწინამძღვრე, მთავარო! და მეცა თქვენთან, იცოდეთ, მამულის მსხვერპლად მზა ვარო!”
დაადგა თითქოს ნათელი; თავი მოხარა სიმდაბლით, გულზე დაიდვა რა ხელი.
შემკრთალი გაოცებითა!… ხალხიც შეჰყურებს დედოფალს უბიწო აღტაცებითა!…
გრძნობა-გონება არია!… თითქო გაქვავდა ეს ხალხი, უხმოდ, უძრავად მდგარია.
ნათელამ გაიმეორა: “ქალი ვარ ჩემო ხელმწიფევ!… ნუ მრისხავ, თუ რამ გეჭორა!”…
მთავარი გაბრუებული და ათქმევინა, რაც ჰქონდა გულში იდუმალ დებული:
სიბრძნითაც ამაღლებულო! ოჯახისშვილო, ნაზარდო, ქართველად აყვავებულო!
ეგევ სურვილი ჰმსჭვალავდა, მაგრამ სიფრთხილე საჭირო, ვით საიდუმლოს, ჰმალავდა.
ამერთა დიდებულები, მათში ჯაბანსა, საეჭვოს, არავის არ ვეგულები!
ითხოვენ შემწეობასა… დღეისწორს მივალ ჯავახეთს, მით დავუმტკიცებ ძმობასა.
მოძმეთა შუა ვალია… ამის თავდები, ვფიცავ ღმერთს, ბრწყინვალე მომავალია!
რომ გამემჟღავნა ყველა ეს, მოსამზადებლად მე სხვა დროს ხელთ ვერ ვიგდებდი უკეთესს!”
“ხომ გაიგონეთ თქმულიო? ჩვენ შეთანხმებულ სურვილზე რას ამბობს თქვენი გულიო?”
მრავალჟამიერ!.. ჟამიერ!.. ჭირიც და ლხინიც საერთო - კავშირი იმერ-ამიერ!”…
“მეც მაგას მოველოდიო: თქვენით და თქვენგან მომეხსნა, გულზე რომ მაწვა, ლოდიო!
ჩვენ ხვალაც მოვესწრებითო, დღეს სათხოვარი მაქვს ერთი და იმას გევედრებითო:
ნუ მოჰშლით ლხინს და მღერასო! ვინ გაჰქცევია უდროოდ ვარსკვლავს და ბედისწერასო?!”
გამრავალკეცდა ლხინიცა… მოლხენით არის მთავარი და მისი თვალის ჩინიცა!
“ჩანგური მომაწოდეთო! ვეღარას ფარავს დღეს გული, რაც ვიცი, თქვენც იცოდეთო!”
დააწყო ნაზად… რბილადა! ყელმოღერებით დაჰმღერის, ჩანგურიც მოსთქვამს ტკბილადა:
მოვმართე ნელა-ნელაო; შევუხმატკბილე ერთმანეთს: “ოდელა-დელა-დელაო!”
წკრიალებს ერთად ყველაო, ერთი-მეორის თანხმობით: “ოდელა-დელა-დელაო!”
მაშინვე უნდა შველაო, რომ არ გაფუჭდეს ჩანგური: “ოდელა-დელა-დელაო!”
სიმები ჩვენ ვართ ყველაო, სხვადასხვა კუთხის მცხოვრები: “ოდელა-დელა-დელაო!”
სინათლე დაგვიბნელაო!… ბნელში რა სასიმღეროა: “ოდელა-დელა-დელაო!”
მტერი, ვით ტურა-მელაო და სულ სხვა ხმებზე გვამღერებს, არ მოსწონს “დელა-დელაო!”
ფუტკარი… ჭიანჭველაო!… და ჩვენ რათ ვმღერით ცალ-ცალკე: “ოდელა-დელა-დელაო”?!
მტრებისთვის - სახრჩობელაო!.. მტრებს “ვაი-დედა” ვაძახოთ და ჩვენ ვთქვათ: “დელა-დელაო!”
სიმები დამისველაო!… ვერც ვუკრავ, ვეღარცა ვმღერი: “ოდელა-დელა-დელაო!”
შეხედა ღიმით მთავარსა: ნათელა ნათელს ადიდებს, ამკობს ჯავარი ჯავარსა!
თავი II * * * * * * *
ხმალს ილესავს იმერეთი, აწყობს, ჰმართავს მშვილდ-ისარსა! ლიხს გადივლის “ორირაშით”, იქაურებს მისცემს მხარსა.
მიჰყავს ცოტნე დადიანსა!… წინ წაიძღვანს ჭყონდიდელსა, კურთხეულს და მადლიანსა.
დავითის და თამარისას!… სამშობლოსთვის ცხელს ოფლს დაჰღვრის და სისხლს შეჰსვამს მისის მტრისას.
არ გაუშვებს არც ერთს მთხრობლად!.. მაშინ მხოლოდ დაბრუნდება იმერეთში მახარობლად!…
ამასავე ჰფიქრობს ერი… ბატონი ყმით, ყმა ბატონით, ორივ ერთად ბედნიერი!
იმედი და გულის ძგერა… ბედუკუღმა გადუბრუნდათ საწაღმართო ბედისწერა!
მეგობრობის მონაწერი! წაიკითხა… შეიცხადა: დაიგლიჯა თმა და წვერი!…
თავს უშველე, ნუ აჩენო!.. შეთქმულება გაგვიმჟღავნდა, დაგვიჭირეს ყველა ჩვენო.
გზა არა აქვს ჩვენ საშველსო!.. ანის ქალაქს გვაგზავნიან, გვიმზადებენ განსაცდელსო.
ჩვენი ბედი, ჩვენი სვეო, იცოცხლე და მაგიერი მტერს როგორმე მიუზღეო!”
“რა შეგცოდეთ, ღმერთო, შენო, - შენს მორწმუნეს, ღვთისმშობლის ხვედრს, ამ სატანჯველს რომ უჩენო?
საქართველოს ღირსი ძეო, ბურჯი მისის ეროვნების მომავალის სიმტკიცეო?!…
მათი ტანჯვის მოწამეო? მათთან ჭირი, მათთან ლხინი… უიმათოდ რა ვარ მეო?!”
“მათთან წავალ მეც მალეო, ტოლებში რომ არ გამოვსხლტე, ვარ ამისი მოვალეო”.
თავი III * * * * * * *
ვინ მოსთვლის, ჭირი რამდენი უნახავს ანის ქალაქსა!.. სისხლით მორწყული არ იყოს, ვერ ნახავ მტკაველ ალაგსა!
ამ კუთხეს მოაწყდებოდა; მკვიდრი, დამხვდური მამაცად, თავგამეტებით წყდებოდა.
მტერი მტერს ენაცვლებოდა!… ურდო ურდოზე მოსული, არვისგან დაითვლებოდა.
განსაცდელს უმაგრდებოდა, და, ვით ამირანს გულ-მკერდი, წყლული-წყლულ უმთელდებოდა!…
ხელახლა აოხრებულა: შესულა ურდო მონგოლთა, ნოინი გამთავრებულა!..
ის… სისხლით უმაძღარია!… აქედან მიდის საომრად ოთხკუთხივ!.. მიუხარია!..
მათი წესი და რჯულია! დღეს გამარჯვების ლხინი აქვსთ, უზომო სიხარულია.
კიჟინა გამარჯვებისა და ჭიანურში - ქვითინი სხვადასხვა მხარეებისა.
კაცის გამხმარი თავები!… ზიზღის ბუდეა იმათი ყოველგვარ სანახავები.
სულ სხვა ამბავი რამეა: დამდგარა ტანჯვა-კრულვის დღე და მწუხარების წამია!…
დიდი მოედნის პირები, შუაში ხელფეხშეკრული ჰყრიან ქართველი გმირები.
მზეს უფიცხებენ მხურვალსა! წყალს ნატრულობენ, არა აქვსთ… ყელი უშრებათ მწყურვალსა.
სად არის მომგერებელი?! შორსა ჰყავთ ჭირისუფლები და მათი დამტირებელი!..
მომხრე და მოზიარეო?” - ამ ქვეყნად ზღვა და ხმელეთი, მაღლა ცა, მზე და მთვარეო!
შიში არა აქვსთ რისხვისა… რა იცის გულში ნადები და საიდუმლო სხვამ სხვისა!
ცხენი მოჰყავდა ოთხითა, მოედნის პირზე შეჩერდა, თვალს ავლებს ყველა კუთხითა.
“ვინა ვარ, ვერ მიცანიო? ნოინის უცხო სტუმარი, ცოტნე ვარ დადიანიო.
სადა აქვსთ მათი ბინაო? მეც უნდა მათთან მივიდე, წამყევ, წამიძეღ წინაო!”
“არ ბრძანდებიან შორსაო!… და ჩვენც შინაყმად ვახლავართ, როგორც ნოინის სწორსაო!”
პირდაპირ მიეშურება, გულ-ღვიძლს უსივებს ნაღველი და სიმწრით პირი უშრება!…
შეჰყვირა: “ვაშა! ვაშაო! დღეს უფრო ბრწყინავს თქვენი მზე, ვარსკვლავმა იკაშკაშაო!
საქრისტიანოს მსხვერპლადო, ამიერ საშვილიშვილოდ, სამშობლოს სადიდებლადო!
ყველგან თქვენს მოზიარესო, რომ გამომწირეთ თქვენში და დამაგდეთ იქით მხარესო?!”
დაჯდა ტყვეებთან ტიტველა!… თავი გასწირა ნებითა და გააკვირვა სუყველა!..
თავი IV * * * * * * *
ლხინგადახდილი ნოინი ტახტზე ზის დაფიქრებული: თვალწინ ეხატვის ქვეყნები გადამწვარ-აოხრებული!…
და ტომის არის მნახველი, მაგრამ სულ სხვაა მის თვალში უცნაურობით ქართველი:
დამხდურად მეომარია!.. ვინც მის ქვეყანას არ ერჩის, მოძმე და მეგობარია.
და არც მტერები აკლია; მაგრამ ხომ მაინც პირწმინდად ჯერეც ვერავინ დასძლია?!
განა ძლევაა ეს ძლევა?!… რაც უფრო ჭირში ვარდება, მით სიმხნეც მეტი ეძლევა.
ერთში ათსა ვცვლით მონგოლსა, და რაღა ძალი შერჩება მომსვლელსა და მის მომყოლსა?!
დიდხნობა არ გვიწერია და დროებითი აქ ყოფნა, ვით საქარ-ბუქო მტვერია?!
ასამდე დაგვიჭერია… რომ ასჯერ მეტიც არ იყოს, აბა, რა დასაჯერია?!
არ უდრკებიან განსაცდელს!… ვინ იყო მათთან ღალატში, არც გვარს ამხელენ, არც სახელს.
ამაყად იტანჯებიან!… რაღაც მომავლის იმედით და სასოებით კვდებიან.
და მათგან სხვისი მონება!… სულ სხვა გზა უნდა… სხვა ხერხი… და გამჭრიახე გონება!..
ეს სასტიკობა-ავობა!.. სადაც ლომობა არ გადის, იქ უნდა მელიაობა”.
უსივდებოდა ნაღველი, რომ მოახსენეს: “ქალია ვიღაცო, თქვენი მნახველი”. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |