მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 3042 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთ სოფელში ცხოვრობდა ორი ძმა - მდიდარი და ღარიბი.

ერთ წელიწადს მდიდარს შვილის ქორწილი ჰქონდა. რვა სოფლის ხალხი დაპატიჟა, თავისი ძმა წყლის მზიდავად დააყენა: ეთაკილებოდა, ქალამნებიანი და დაკონკილჩოხიანი გვერდით როგორ მოვისვაო?

სუფრაზე ისეთი ლხინი გაჩაღდა, რომ ვარჰალალოს და ტაშფანდურის ხმა ცხრა მთას იქით გადიოდა. ღარიბ ძმას კი ლუკმაპურიც არ მიაწოდეს. ის მუხლჩაუხრელად ტრიალებდა და სამი ვირით წყალს  ეზიდებოდა. როცა შიმშილმა შეაწუხა, ისევ თავის ქოხს მიაშურა: ხმელ მჭადს მაინც შევჭამო.

წავიდა. გზაში უცბად მოაგონდა, რომ ძმისწულის ქორწილიდან მოდიოდა, თქვა: ვინც დამინახავს, რას იტყვის? ნაქეიფარი კაცი ასე ჩუმად უნდა მიდიოდეს? მოდი, ჩემს ძმას ნუ დავამცირებო.

გული გაიმხიარულა და სიმღერა შემოსძახა. მის სიმღერას ვიღაცამ ბანი მისცა; მიიხედ-მოიხედა და, რაკი ვერავინ დაინახა, ახლა მრავალჟამიერი წამოიწყო. ამჯერადაც ვიღაცა აჰყვა. მიბრუნდა და უკან ერთი თავისავით ღარიბი კაცი დაინახა, ჰკითხა:

- ვინა ხარ? საით მიხვალ?

- მე შენი სიღარიბე ვარ, საითაც შენ მიხვალ, მეც იქით მივდივარო!

- მე რას დამდევ? ახლა სხვასთან წადი!

- ვერ დაგშორდები, მე შენზე ვარ დაწერილიო.

- რომ მოვკვდები, მაშინ რაღას იზამ?

- თან ჩამოგყვებიო, - უპასუხა სიღარიბემ.

კაცი მივიდა თუ არა სახლში, იმავე დღეს კუბო გააკეთებინა. სიღარიბემ გაიფიქრა, არ დამასწროსო, და პირველი თვითონ ჩაწვა შიგ. კაცსაც ეს უნდოდა. დააფარა სახურავი, მაგრად დალურსმა და სოფლის ბოლოს ღრმად ჩაფლა მიწაში. იმ დღიდან წინ წამოვიდა მისი ოჯახი.

გაბოროტდა მდიდარი ძმა, შურისაგან ბოღმა ჩაუვარდა გულში, აღარც ჭამდა, აღარც ეძინებოდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა, მივიდა და ჰკითხა: კაცო, ასე უცბად საიდან გამდიდრდი? ოქროს ქილა იპოვე თუ ნატვრისთვალიო?

ძმამაც დაწვრილებით უამბო ყველაფერი.

- ბარემ ისიც მითხარი, სად დამარხე შენი სიღარიბე? - ჰკითხა მდიდარმა.

- ჩვენი სოფლის ბოლოს ძველი საყდარი რომ არის, იმის კარებთან ჩავფალ. კარგად კი დავუფასე ჩემზე გაწეული

ამაგი! როგორიც ის იყო ჩემთვის, მეც ისეთი სამაგიერო გადავუხადეო.

გახარებულმა მდიდარმა ძმამ იმავე ღამეს სოფლის ბოლოს მიაშურა. მივიდა საყდართან და კარების წინ ახლად დაყრილი მიწა რომ ნახა, გაიფიქრა: ეს უნდა იყოს იმის საფლავიო. ჩასძახა:

- სიღარიბევ, ისევ მანდა ხარ?

- აბა, სხვაგან სად წამესვლევინება? - შემოესმა პასუხად.

- ამოგიყვან, თუ ისევ ჩემს ძმასთან წახვალო!

- მართალია, ამ შავ დღეში ჩამაგდო, მაგრამ იმას მაინც თავს არ დავანებებო.

გულბოროტმა ძმამ თხარა, თხარა და ამოიყვანა. სიღარიბე მაშინვე წელზე მოეხვია თავის მხსნელს და უთხრა:

იმასთან რაღა მინდა, ცოცხალი მიწაში დამმარხა, შენ კი სიკვდილს გადამარჩინე, ამიერიდან აღარ მოგცილდებიო. 

იმ დღიდან უკან-უკან წავიდა მდიდარი ძმის ცხოვრება, მალე ისე გაღატაკდა, რომ მჭადის ლუკმაც კი ენატრებოდა.

ასე ემართება ყველა ბოროტსა და შურიან ადამიანს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ