მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 5503 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სოლომონ ბრძენი! თავისი ორი კაცით სოფელზე მიდიოდა. ერთ ადგილს, სახლის კარებზე ერთი დახავსებული ბერიკაცი იჯდა ჩაფიქრებული.

სოლომონ ბრძენი მივიდა და მიესალმა. ბერიკაცი ფეხზე აუდგა სოლომონ ბრძენს და მადლი მოახსენა.

სოლომონმა ჰკითხა:

- სხვა, ბერიკაცო, რასა იქ! და როგორა ხარ?

- რა მიჭირს, - უპასუხა ბერიკაცმა, - თორმეტსა და ოცდათორმეტს მაინც ვერაფერი გადავარჩინე.

- ორზე როგორა ხარ? - ჰკითხა ისევ სოლომონმა.

- უკვე დავსამდი!, - უპასუხა ბერიკაცმა.

- შორს როგორა ხარ?

- ახლოს მოველ.

- წისქვილები როგორა გაქვს?

- მგელმა დამიჭამა, რაც მგელს გადარჩა, უწყლო, უღარო დგანან და აღარაფერში მარგიან.

- მთაში თოვლი მოსულა, - უთხრა კიდევ სოლომონმა.

ბერიკაცმა ჩამოისვა თეთრ წვერზე ხელი და უთხრა:

- ბარშიაც ჩამოსულა.

- მაშ, კარგი, - უთხრა სოლომონმა, - მე ორ თხას გამოგიგზავნი და ვინძლო? კარგა გაჰკრიჭო.

- ისე გავკრიჭო, - უპასუხა ბერიკაცმა, - რომ ტყავის მეტი ზედ არაფერი შერჩეს.

გამოემშვიდობა სოლომონი ბერიკაცს და გასწია სახლში. შინ რომ მივიდა, თავის მხლებლებს ჰკითხა: - გაიგეთ რამე, რაც მე ვუთხარი ბერიკაცსაო?

- არა, - უთხრეს მსახურებმა, - თქვენ სულ იგავებით ლაპარაკობდით და აბა ჩვენ რას გავიგებდით. ის ბერიკაცი ვერაფერს ვერ გიპასუხებდათ, ერთი საწყალი გლეხკაცი იყოო.

- სტყუით, - უთხრა სოლომონმა, - ის ბერიკაცი სულ ყელში მიჭრიდა სიტყვას; თუ ახლავე არ წახვალთ და არ გაიგებთ, რას ნიშნავს იმის სიტყვები, ახლავე თავებს დაგაჭრით.

მხლებლები მაშინვე წავიდნენ იმ ბერიკაცის საძებნელად. იპოვეს და ჰკითხეს: - ერთი გვითხარ, ბერიკაცო, რა ილაპარაკეთ შენ და სოლომონმა?

- ჩვენ არაფერი გვილაპარაკია, - უპასუხა ბერიკაცმა, - თქვენ ტყუილად გარჯილხართ. მე არაფერს გეტყვით.

სოლომონის მხლებლებმა დაუწყეს თხოვნა.

ბერიკაცმა უთხრა, სანამ ოც-ოც თუმანს არ მომცემთ თითო სიტყვაში, არ გასწავლითო.

რას იზამდნენ კარისკაცები: ფულს მაინც სიცოცხლე სჯობიაო, - თქვეს იმათ და წავიდნენ, სადაც რომ ეგულებოდათ. წამოიღეს ბერიკაცთან ოც-ოცი თუმანი. 

რომ მისცეს, ბერიკაცმა უთხრა: - პირველად რომ მითხრა, რასა იქ და როგორა ხარო და მე რომ ვუპასუხე, თორმეტსა და ოცდათორმეტს ვერაფერი გადავარჩინე-მეთქი, ის არის, რომ თორმეტი თვე არის წლისა და ოცდათორმეტი კბილები. კაცმა რაც უნდა იშრომოს, მუცელს ვერაფერს მოაჭარბებს!

როცა მეორე სიტყვაშიც ოც-ოცი თუმანი მისცეს ბერიკაცმა განაგრძო:

მეორე სიტყვა რომ მკითხა, ორზე როგორა ხარო, და მე ვუპასუხე - დავსამდი-მეთქი, ის არის, რომ სანამ ახალგაზრდა ვიყავ, ორი ფეხით დავდიოდი და ახლა უჯოხოდ ვეღარ გავივლიო.

- მესამე სიტყვაო? - ჰკითხეს კარისკაცებმა.

- ამოიღეთ კიდევ ოც-ოცი, - უთხრა ბერიკაცმა.

იმათაც ამოიღეს ფული მესამედ.

ბერიკაცმა თქვა: - მე რომ ვუპასუხე: შორს ვიყავ და ახლოს მივედი-მეთქი, ის არის, რომ წინათ კარგად ვხედავდი, ახლა კი თვალთ მაკლია და ახლო ძლივსღა ვხედავო.

მეოთხე: წისქვილები - კბილებია, მგელი - ჭიაა. რაც კბილები ჭიამ დაჭამა, ხომ გამოუსადეგარი არის, და რაც იმას გადარჩა, არც არაფრად ვარგა ის კბილები.

მეხუთე: მთაში თოვლი მოსულაო, რო მითხრა, და მე რო ვუპასუხე, ბარად ჩამოსულა-მეთქი, ხომ ხედავთ, თმაც თეთრი მაქვს და წვერიც - ეს არის.

მეექვსედ რომ ამოიღეს კარისკაცებმა, რაც კი რამ ებადათ, ბერიკაცმა უთხრა: - ის ორი თხა თქვენა ხართ, ჩაიყავით ჯიბეში ხელი, გაქვთ კიდევ რამ, თუ - არა; წადით და ეგრე მოახსენეთ სოლომონსაცაო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ