მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 6702 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- ჩიგოგიძე!

- ვარ, მასწავლებელო!

- კალანდაძე!

- აგერ ვარ, მასწავლებელო!

- სიხარულიძე!

- ავად გახდა, მასწავლებელო, და ჭყონიამ, ცენტერაძემ, ბურჭულაძემ, ქორიძემ,  ნინიძემ და ღლონტმა გააცილეს სახლში.

- მთელი კლასი ვერ გაყევით ? - იკითხა გულჩვილმა მასწავლებელმა.

- ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა, თორემ მივყვებოდით.

- ვაშალომიძე, ვაშალომიძე, ვა-შა-ლო-მი-ძე ! - ყვირის მასწავლებელი.

- აქ ვარ, პატივცემულო მასწავლებელო.

- მასეთი ყოფნა და არყოფნა ერთი და იგივეა!

- ყოფნა-არყოფნა, საკითხავი, აი, ეს არის! - ამბობს რომული კალანდაძე.

- რომული კალანდაძე, გაბრძანდი გარეთ!

- რომული გადის, მე კი უბედურება მატყდება თავს.

- რა გვქონდა გაკვეთილად, ვაშალომიძე ?

- სოლვეის ხერხით სოდის მიღება!

- აბა, გამოდი დაფასთან!

- წელმოწყვეტილივით გავეთრიე დაფასთან და ცარცი ისე დავაჭირე დაფას, მარილივით ჩამეფშვნა ხელში.

- დაიწყე, ვაშალომიძე!

- სოდის მიღების უამრავი ხერხი არსებობს, მაგალითად, ილიკო ჩიგოგიძე ენაზე იყრის და პირდაპირ ყლაპავს, ბებიაჩემი კი...

- ვინ არის ამის მეზობელი? - კითხულობს მასწავლებელი.

- მე ვარ. - ამბობს მერი სიხარულიძე და ფეხზე დგება.

- დღეს მაგის მშობელთან წერილს გაგატან და მიუტანე! - ვაშალომიძე, გადი გარეთ!

გავედი. რომულის ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა.

- გამოვარდი?

- სულ შენი ბრალია!

- ჩემი რა ბრალია, შენ ჯირკივით იდო გაკვეთილზე, გგონია ვერ გატყობ, შეყვარებული რომ ხარ?

- ვიზე, სულელო!

- მერიზე.

- მეორეჯერ არ თქვა, თორემ აგახლიჩავ ლაყუჩებს!

- მე კი არა, მთელი კლასი ლაპარაკობს.

- მერ შენ რა გინდა!

- რა უნდა მინდოდეს, თუ გინდა ვეტყვი, რომ გიყვარს!

- რომ მიყვარდეს, მე თვითონ ვეტყოდი!

- შენ სიყვარულის ახსნა გაკვეთილის მოყოლა ხომ არ გგონია. სიყვარულის დროს წერილი უნდა მისწერო გოგოს.

- შენ მიგიწერია ოდესმე ?

- რამდენიც გინდა.

- ბიჭო, რომული, ძმა ხარ ჩემი და რაღა დაგიმალო, მიშველე, ბიჭო, რამე, მიყვარს და რა ვქნა! - რომულის ეს ამბავი ძალიან გაუხარდა.

- აბა, დანარჩენი ჩემზე იყოს, ისეთი წერილი დაგიწერო... დრო ბევრი გვქონდა. შევედით ცარიელ ოთახში და რომულიმ დაიწყო კარნახი:

"ჩემო უძვირფასესო, უნეტარესო და სულზე უტკბესო, სიყვარული - ეს არის გრძნობა, როელიც აბრმავებს, აყრუებს, ამუნჯებს და აგიჟებს  ადამიანს''.

- ტყუილია მაგი! - შევაწყვეტინე შეშინებულმა.

- კი, ვიცი, მაგრამ ასეა საჭირო, განაგრძე!

''მას შემდეგ, რაც პირველად დაგინახე, მე ვაღიარე აბსოლუტური ჭეშმარიტება მშვენიერებისა. მე გავიგე არსი ჩემი ყოფიერებისა, მე აღგიქვი შენ, როგორც აპოთეოზი სულიერი განცდისა და ესთეტიკური შემეცნებისა''.

- საიდან მოგაქვს ასეთი სიტყვები ? - ვკითხე გაბრუებულმა.

- ჩემს დას მოუვიდა ასეთი წერილი თბილისიდან, ერთ სტუდენტს უყვარს და იმან გამოუგზავნა. განაგრძე!

" რაღა დაგიმალო და მიყვარხარ თავზე მეტად, მე მინდა შენ გახდე ჩემი სულიერი მეგობარი და ერთგულად წიო ჭაპანი ჩვენი. მე მაგიჟებენ შენი თვალები, წამწამები, ტანი, გამოხედვა, ბროლის კბილები, მარჯნის ტუჩები, გიშრის თმა, თითები, მკლავები, ანუ მთლიანად მაგიჟებ. მე ვკვდები უშენოდ. მე არ ვეთანხმები შექსპირს იქ, სადაც ამბობს: ''არარაობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ!''. ამით ვამთავრებ, ნახვამდის!..''

ფოსტაში გავიქეცი. კონვერტი ვიყიდე და შიგ ჩავაგდე წერილი. გული ჩიტივით მიფართქალებდა. ამ წერილს უნდა გამოეტანა ჩემი პირველი სიყვარულისათვის განაჩენი.

ბოლო გაკვეთილზე წერილი მერის ჩანთაში შევაცურე და მიცვალებულივით გავინაბე.

არ გამიგია, როდის დაირეკა ზარი, როგორ წავიდნენ ამხანაგები სახლებში. ვიჯექი ასე გაშტერებული, ვიდრე დამლაგებელმა ქალმა არ შემანჯღრია.

საღამოს ისევ ილიკოსთან ვიჯექი და ნარდს ვაგორებდი.

- ილიკო! - მოისმა გარედან ხმა.

- რომელი ხარ?

- ოლღა ვარ, ილიკო, ჩემი კუდიანი ბიჭი შენთანაა?

- მობრძანდი, ოლღა, მობრძანდი, აგერაა შენი კუდიანი ბიჭი!

- ოთახში წელში მოხრილი ბებიაჩემი შემოვიდა, თავშარი მოიძრო, გამარჯობა თქვა და მე მომმართა:

- შვილო, ზურიკო, შენი ქიმიის მასწავლებელი რა ხნისაა?

- იქნება ასე ოცთაათ-ოცდატხუთმეტი წლის. რაშია საქმე? - ვკითხე მე. ბებიამ მხრები აიჩეჩა, თავი გადააქნია და ისევ მკითხა :

- ცოტა შექანებული ხომ არააა ?

- მაგის მასწავლებელს, აბა, რა მოუვა! - თქვა ილიკომ.

- შექანებული კი არა, ჭკუით გატენილია! - ვთქვი მე.

- ილარიონ, ნახე ერთი, რას მწერს, თუ ღმერთი გწამს, - თქვა ბებიამ და ილარიონს წერილი გადასცა. ილარიონმა სათვალე გაიკეთა და ჰკითხა: ვინ მოგიტანა ოლღა ?

- ლადიკო სიხარულიძის გოგო რომაა, მერი, იმისთვის გაოუტანებია.

ილარიონმა წერილი გაშალა და კითხვა დაიწყო:

''ჩემო უძვირფასესო, უნეტარესო და სულზე უტკბესო...''

- შენ გწერს მაგას ? - იკითხა ილიკომ.

- კი, შენ ნუ მომიკვდები.

პირი გამიშრა, ხელები გამიცივდა, ოფლმა დამასხა, ილარიონი განაგრძობდა:

''მას შემდეგ, რაც პირველად დაგინახე, მე ვაღიარე აბსოლუტური ჭეშმარიტება მშვენიერებისა...''

- სად მნახა მაგ შეჩვენებულმა - ჩაიხითხით ბებიამ.

''მე გავიგე არსი ჩემი ყოფიერებისა, მე აღგიქვი შენ, როგორც აპოთეოზი  სულიერი განცდისა და ესთეტიკური შემეცნებისა...'' - განაგრძობდა ილარიონი.

- ეს ადგილი რაღაც ვერ გავიგე. - თქვა ბებიამ.

- სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა! - თქვა ილარიონმა და განაგრძო:

''მე მაგიჟებენ შენი თვალები...''

- დაეფსოს მაგას თვალები! - თქვა ილიკომ.

- 'წამწამები' - განაგრძო ილარიონმა. ილიკო ჩაბჟირდა და იატაკზე დაგორდა, ილარიონი განაგრძობდა: მე მაგიჟებს შენი ტანი, გამოხედვა, ბროლის კბილები...''

- მიწა დავაყარე პირზე, რა დროს ჩემი კბილებია! - გაასავსავა ხელები ბებიამ.

"მარჯნის ტუჩები, გიშრის თმა, თითები, მკლავები, ანუ მთლიანად მაგიჟებ...'' - განაგრძო ილარიონმა.

- ილიკო ბიძია! - მოისმა ხმა ამ დროს გარედან.

- მობრძანდი!

ოთახში ლოყებაწითლებული მერი შემოვიდა.

- ილიკო ბიძია, ოლღა ბებია თქვენთანაა?

- აგერ ვარ, შვილო, ეს რა წერილი მომიტანე, ამ სიბერეში, რომ სული კინაღამ ამოგვხადე! - უთხრა ბებიამ და წერილი გადასცა.

- ოლღა ბებია, მასწავლებელმა, რომ წერილი გამომატანა, აგერ მოგიტანეთ, შემშლია თურმე. ეს წერილი საიდან გაჩნდა, არც კი ვიცი, - თქვა მერიმ და ბებიას ნამდვილი წერილი მიაწოდა, ბებიამ ილარიონს გადასცა:

"გთხოვთ, ხვალ გამოცხადდეთ სკოლაში თქვენი შვილიშვილის უმსგავსო საქციელთან დაკავშირებით''.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ