მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 4042 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

აქ ყველას სიგიჟემდე უყვარდა ფეხბურთი. მეც - მათ შორის. ეს სიჯანსაღისა და სიხალისის სკოლა იყო. წითელი ბურთის დანახვისას ჭაბუკები კვიცებივით ვხტოდით მწვანე მინდორზე. ვერ ვიოკებდით ენერგიასა და ძალას.

აქ საუკეთესო მოსწავლედ საუკეთესო ფეხბურთელი ითვლებოდა. ეს იყო ვაჟკაცობის, ნებისყოფის, მეგობრობისა და სიყვარულის შთამაგონებელი სკოლა.

ზაფხულობით შეკრებაზე ყველანი ბაკურიანში მივემგზავრებოდით, სადაც სუფთა ჰაერზე, ნაძვნარში, წვრთნას გავდიოდით.

როგორც წესი, ყოველ გუნდს საკუთარი გაზეთი უნდა გამოეშვა, სადაც საუბარი იყო ტაქტიკაზე, ფინტებზე, ბურთის დარტყმაზე და ა.შ.

თბილისის „დინამოს“ იუგოსლავიის გუნდი „პარტიზანი“ უნდა შეხვედროდა. გადაწყვიტეს, ჩვენი სკოლის პირველი და მეორე ნაკრები გუნდები წაეყვანათ თბილისში. ეს სანახაობა ხომ ჩვენთვის ყველაზე კარგი გაკვეთილი იქნებოდა.

ვინ უნდა წასულიყო? მე მშვიდად ვიყავი, რადგან პირველი ნაკრების ძირითად შემადგენლობაში შევდიოდი. ბევრი ღელავდა. სულ 22 კაცი აგვარჩიეს. ეტყობა მეტი საშუალება არ იყო. გადაწყდა - დილით მივდივართ.

ბანაკს სძინავს. უეცარმა ყვირილმა მთელი ბანაკი ფეხზე დააყენა. ეს ჩვენი ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი იყო.

იგი დირექტორის გაღვიძებას მოითხოვდა. მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო: 12 კედლის გაზეთი იმ საღამოს ვიღაცას დანით დაეჭრა. მორიგეები თავს იმართლებდნენ. დამნაშავე არ ჩანდა. წესით, დამნაშავე უნდა ყოფილიყო ის, ვინც თბილისში ვერ მიდიოდა. თუ დამნაშავეს ვერ იპოვნიდნენ, აღარც ჩვენ მივყავდით.

დავიშალეთ. პალატებში ერთი ყაყანი იდგა, ეძებდნენ ავ ძაღლს, რომელიც არც თვითონ ჭამდა და არც სხვას აჭმევდა.

ჩვენ ყველაზე უფროსები ვიყავით და უცებ ვიპოვეთ იგი. გაიტყიპა კიდეც, მაგრამ თქმით კი არავის ვუთხარით, თუმცა ძალიან გვინდოდა თბილისში წასვლა და თამაშის ნახვა. მთელი ღამე არავის გვძინებია.

- ვის შეუძლია გადაძვრეს კლუბში? - ვიკითხე, - გადაძვრეს ვინმე, გამოიტანოს ქაღალდები, ფერადი ფანქრები და საღებავები.

ყველა განცვიფრებული შემომცქეროდა. ბერძენას მოულოდნელმა ჩანაფიქრმა ხალხი გამოაცოცხლა. მე აქ ყველა ფეხბურთელად მიცნობდა და არა მხატვრად. ეს კი მათთვის საოცრება იყო. ყველანი მემსახურებოდნენ, ერთნი ფანქრებს წვერს უთლიდნენ, მეორენი წყალს მიცვლიდნენ, მესამენი სტატიებს წერდნენ და დილით ცხრა საათზე თორმეტის ნაცვლად ცამეტი ნომერი იყო მზად.

მეცამეტე ნომერს ასეთი სათაური ჰქონდა: „დამნაშავე დასჯილია“.

ჩვენ დიდი სანახაობა ვნახეთ თბილისში, ჩვენთვის ის დიდი ფეხბურთი იყო.

სკოლაში მე, როგორც მხატვარი, ასე გამიცნეს. ყოველ დღესასწაულს მე ვაფორმებდი, ყოველ გუნდს ჩემი ესკიზებით უკერავდნენ ფორმებს.

პირველი გუნდის - „მერცხლისა" - და მეორე ნაკრების - „ნაკადულის“ - ფორმა სკოლას ტრადიციად დარჩა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ