მზე და ქარი დანიძლავდნენ:
- აბა რომელი შევძლებთ კაცს ტანისამოსი გავხადოთ!
ქარმა დაჰბერა, მოინდომა კაცისთვის ტანისამოსი მოეგლიჯა, მაგრამ ვერაფერს გახდა. რაც უფრო ძლიერად უბერავდა, კაცი მით უფრო იფუთნებოდა და ტანსაცმელს სხეულზე იკრავდა.
- მაშ ახლა ჩემი ნახეო! - სთქვა მზემ და ღიმილით გამოიხედა.
კაცს დაცხა, გაიხადა ტანსაცმელი და მხარზე გადაკიდებული წაიღო.
* * * * * * *
მთარგმნელი სერგო კლდიაშვილი
















