მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 296 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო ორი ყანჩა. მათი თავგადასავალი სამწუხაროც არის და სასაცილოც. ადრე დაობლდნენ. საბრალო დედამ სიკვდილის წინ ვერაფერი დარიგება ვერ მისცა უმწეო შვილებს, რომელთაც ცხოვრებისა არა გაეგებოდათ-რა.

უფროსმა ბარტყმა სთქვა: მეტად უსუსური არსება ვარ, თვალებს დავხუჭავ და მოვკვდებიო. მართლაც დაწვა და სიკვდილს დაუწყო ლოდინი. 

უმცროსმა კი გაიფიქრა: სიკვდილი ხომ ისედაც არ ამცდება, მოდი ბედს ვცდიო და სანადიროდ წავიდა.

თევზებმა პატარა, გამხდარი ყანჩის ბარტყი რომ დაინახეს, სიცილი ასტეხეს: ეს ვინ მოსულა, სული რომ შეუბერო. წაიქცევა და ჩვენს დაჭერას კი ფიქრობსო. ძალიან გათამამდნენ, მივარდნენ მის ფეხებს და წიწკნა დაუწყეს.

გამოუცდელი მონადირე პირველად დაიბნა. უმწეოდ იგრძნო თავი. უკან დაბრუნება მოინდომა, მაგრამ უცბად გადაიფიქრა. ხერხი სჯობია ღონესაო, დედისაგან ჰქონდა გაგონილი.

თქვენ ჩემი არ გეშინიათ, მით უკეთესი ჩემთვისაო, - ჩაილაპარაკა თავისთვის ბღარტმა, ნისკარტი მოიმარჯვა, თვალები მაგრა დააჭყიტა და ყველაზე მსუქან ღორჯოს ლაყუჩებში სწვდა.

პირველმა გამარჯვებამ ძალზე გაახარა მონადირე. ბევრ მეტიჩარა თევზს მოუსპო სიცოცხლე. კარგად რომ დანაყრდა, შინისაკენ გასწია, თან ერთი კარჩხალა ძმისთვის წაიღო.

უფროს ძმას, სულელს ეგონა, თვალებს თუ დახუჭავდა, მაშინვე მოვკვდებიო. მაგრამ მოლოდინი არ გაუმართლდა: არც მოკვდა, თან შიმშილისაგან კუჭი ეწოდა. ძმის საჩუქარმა სული ჩაუდგა.

მეორე დღეს ორივენი ერთად წავიდნენ თევზებზე სანადიროდ. უფროსი ყანჩა ჯერ კიდევ სუსტად გრძნობდა თავს. წყალში რომ ჩავიდნენ, თვალები დაუბნელდა და ფეხები აუკანკალდა. უმცროსმა გემრიელი თევზი მიაწოდა და მოასულიერა.

მუქთახორა ყანჩა ძალზე გაიწაფა თევზის გამორთმევაში და მალე ჩვეულებად გადაექცა: როგორც კი უმცროსი ძმა წყალში ჩაყოფდა თავს, უფროსის თვალები, ნისკარტი და მთელი არსება მისკენ იყო შემართული.

გავიდა ხანი. გასუქდა და გაიზარდა უფროსი ყანჩა. უმცროსი კი თანდათან დასუსტდა. ვერ იქნა, ვერ მოიშორა მუქთახორა ძმა. ერთ დღეს ასეთი ხერხი მოიგონა: ჩრდილში დაწვა და თავი მოიმკვდარუნა. ბევრი უტრიალა მუქთახორამ, ბევრი ჩიჩქნა ნისკარტით, მაგრამ ვერ მოაბრუნა. როცა დარწმუნდა, ნამდვილად მოკვდაო, უფროსი ყანჩა მოწყენილი გაშორდა იქაურობას.

ბევრი იხეტიალა. უცებ საიდანღაც ზღარბი გამოჩნდა, რომელსაც ეკლიანი სამოსიდან თავი გამოეყო და აქეთ-იქეთ თვალებს აცეცებდა. უბედურ ყანჩას ზღარბის თავი თევზი ეგონა და უცებ დაჰკრა ნისკარტი. ზღარბმა შიშველი თავის უკან წაღება მოასწრო. ყანჩას კი მისმა ეკლიანმა ტანსაცმელმა ცალი თვალი სულ დაუბრმავა.

უფრო გულგატეხილი და სევდიანი გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა, გზაზე ერთი მელია შემოეყარა.

- საით ყოფილხარ, ჩემო საყვარელო ნათესავო? მიუალერსა მელიამ.

- როგორ, თქვენ განა ჩემი ნათესავი ხართ? - გაიკვირვა სულელმა ყანჩამ.

- ჰაი, ჰაი, რომ ნათესავი ვარ! განა არ გახსოვს ყველაფერი შენთვის მინდოდა და სულ ნანას გიმღერდი, როცა პატარა იყავი? - დაიწყო მელიამ.

ყანჩას, რასაკვირველია, არაფერი არ ახსოვდა, მაგრამ მაინც დაუჯერა.

იარეს, იარეს, ბევრი გზა გაიარეს. მელიას დაცხა და ენა გამოაგდო. ყანჩას თევზი ეგონა და ზედ ენის წვერზე დაჰკრა ნისკარტი. მელიასაც ეს უნდოდა. სტაცა კბილები და გემრიელად შეახრამუნა.

ამბობენ, ზღაპარი ტყუილიაო. აბა მართალი ზღაპარი ვის გაუგონია? 

მე არასოდეს არ მინახავს ის უზნეო ყანჩა, რომლის ამბავიც ზემოთ მოგახსენეთ, მაგრამ ერთი მოსწავლე ბიჭი მეგულება, რომელიც სულ სხვისი კარნახის იმედით დადის სკოლაში და გაკვეთილებს არ ამზადებს.

ვაი თუ ერთხელ მასაც გაუჭირდეს!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე საჯაია  • • •   ალექსანდრე საჯაიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ