იცოდეთ, თქვენი პირადი ღირსებით მოპოვებული პატივი ყველა დიდებას აღემატება.
შეიძლება სხვაგან, სხვა ადგილზე დიდი კაცები გახდეთ და დიდი პატივისცემაც მოიპოვოთ, მაგრამ ის პატივისცემა თქვენი კი არა, თქვენი ადგილისაა. იქ პატივს სცემენ თქვენს ადგილს და არა თქვენ.
* * * * * * *
სამი რამ ამშვენებს კაცს: მარილიანი სიცილი, ტკბილი ხმა და მოხდენილი სიარული.
სამი რამ ამხიარულებს კაცს: საიდუმლო ტრფიალი, მოვალეების გასტუმრება და მონობიდან თავის გამოხსნა.
სამი რამ ჩაგრავს კაცს: პირველს ვერ ვიტყვი, მეორეს არ მათქმევინებენ და მესამეს ვერ გავბედავ.
* * * * * * *
ჭეშმარიტი ღირსება ძვირფასი მარგალიტია, მოჩვენებული კი - იაფი თაღლითი და ამიტომაც ამ უკანასკნელს უფრო მეტი შემძენი ჰყავს.
* * * * * * *
გონიერი რომ უგნურს ხელში სამართებელს მიცემს, ნუღარ დაემდურება, თუ უგნურმა პირველად იმ გონიერსვე გამოსჭრას ყელი.
* * * * * * *
ქართველებში ერთი უცნაური სენია მაგრად ფეხმოკიდებული, რომელიც სხვაგან, უცხო ქვეყნებსა და ერებში, უცნობია.
იქ ყველგან თავის გამოჩენილ პირებს და საზოგადო მოღვაწეებს პატივისცემით იხსენიებენ და საქმითაც ხელს უწყობენ. ჩვენში კი, სიტყვით რომ ცაში აჰყავთ, საქმით ქვესკნელს უთხრიან.
* * * * * * *
უღირსი კაცისაგან გმობა ისეთივე სანატრელია, როგორც ღირსეულისაგან ქება.
* * * * * * *
ბერძნების წარმოდგენით, სიბრძნე იყო, რომელსაც ეყოლა სამი ასული: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული დედა... უამათოდ, ამათ დაუხმარებლად, ქვეყნიური შვება - ბედნიერება შეუძლებელი იყო. ნეტავი იმ ერს, რომელსაც ეს ალეგორია ესმის და სწამს!
* * * * * * *
ვინც მეტსა გრძნობს, იმას უფრო ხშირად უტყდება გული.
* * * * * * *
ზოგჯერ სადაც ჭკუა სცდება და ტყუის - იქ გრძნობა მართალია.
* * * * * * *
ჭირნახულობა არის კაცის სიმტკიცე და გვირგვინი. თუ კაცი ბედნიერებაში და ფუფუნებაში ყოფილა, ის სულით ვერ ამაღლებულა და პირუტყვივით გადაყოლილა თავის მძორს.
* * * * * * *
"დიახ, ქართველ მოღვაწეს ყველას თვალში ვამცირებთ!..
სიცოცხლეში ვატირებთ, რომ მოკვდება ვიტირებთ!.."
* * * * * * *
პეპელა სანამ ყვავილს ნახავდეს - მყრალ ბალახებსაც თავსა ევლება.
* * * * * * *
"ერთი რამე შემინიშნავს, მაგრამ ჩუმად გეტყვით ყურში:
ჩვენში თურმე ბევრი არის კაჭკაჭი და თუთიყუში..."
* * * * * * *
ზურგს უკან ყველა ღაღადებს, პირშიმთქმელი კი ძვირია.
* * * * * * *
მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა.
* * * * * * *
ახალი ძველსა შელახავს, შეუცვლის ხორცს და ფერსაო.
* * * * * * *
"ეს შურიანი ქვეყანა ხარბი და უმადურია:
* * * * * * *
პირველად იმას გასწირავს, ვინც გულით - ნამსახურია!
* * * * * * *
ვინც წარსულს ივიწყებს, ის მომავალზედაც ხელს იღებს.
* * * * * * *
ვინც მოიხადა ამ სოფლად ვალი,ის ის მკვდარიც ცოცხლობს, არ არის მკვდარი.
* * * * * * *
პატარა ნაპერწკალი სჯობს დიდს, მაგრამ ცივსა ნახშირსა.
* * * * * * *
ფუ, იმ მოედანს, სადაცა ვირები ბედაურობენ! შაბაშ, იმ ერსა, რომელსაც უღირსნი მეთაურობენ.
* * * * * * *
ბუნებისაგან დაჩაგრული განა შესძლებს მეგობრობას?!
მოშხამული ცივი გული სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას?!
* * * * * * *
გული თუ გატყდა, შესაძლებელიც აღარ სჯერა.
* * * * * * *
დიახ, ქართველ მოღვაწეს ყველას თვალში ვამცირებთ!..
სიცოცხლეში ვატირებთ, რომ მოკვდება ვიტირებთ!..
* * * * * * *
უბედურია ის ერი, რომელიც თავის უდიდეს ნიჭს შესაფერ ნიადაგს ვერ მისცემს და კლდიან მიწაზე ადრე უჭკნება ყვავილი.
ჩვენს ბედში მყოფმა ერმა, აბა,რანაირად უნდა დაამთავროს ნორჩი ძლიერი ნერგი აზროვნებისა, რომელიც ითხოვს თავისუფალს წმინდა ჰაერს, ბევრს მზის შუქს და დღის სითბოს.
განა, გარშემომდგარი რთვილი და ზამთრის ჭირხლი, რომელშიც მუდამ გახვეულია მზის შარავანდედი, ნებას მისცემს, რომ გაახაროს ეს ნერგი და ნაყოფი მისი დაამწიფოს.
* * * * * * *
მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა, მაინც მოვა გაზაფხული.
* * * * * * *
შვილებო, რჩევა ყველას ჰკითხეთ, მაგრამ დაჯერებით კი - ბევრს ნუ დაუჯერებთ.
* * * * * * *
ვისაც მწარე უჭამია, იცის სიტკბოს გემოვნება.
* * * * * * *
ვინც წარსულს ივიწყებს, ის მომავალზედაც ხელს იღებს. ვინც მარტო აწმყოზე შეჩერებულა, უსულდგმულო, საპირუტყვო ფარგალში რჩება, და ჩვენ კი გვინდა მისთანა მომავალი თაობა, რომელიც უარისმყოფელი კი არ არის წარსულის, მკვლევარია და მამა-პაპის ანდერძს დღესაც კიდევ გამოსადეგ საფუძვლად უდებს მომავალს, რომ კავშირგაუწყვეტლად განაგრძონ ისტორიული ცხოვრება.
მათ მოქმედებაში კაჭკაჭურ-მაიმუნური მიმბაძველობა კი არ უნდა სჩანდეს, მოფიქრებული, აწონ-გაზომილი თავისთაობითი შრომა უნდა იხატებოდეს. ვისაც ეს არა აქვს შეგნებული, მისი მუშაობა ნაყოფს ვერ მოიტანს, დაკარგულია, და, ხშირად, როგორც უგნურების ნაყოფი, მავნებელიც.
* * * * * * *
და სადაც სიყვარულია - იქ სიწმინდეა, ღმერთია.
* * * * * * *
იქ ვარდს ან იას ვინ მოჰკრეფს, სადაც ეკალი სთესია?
* * * * * * *
მძვინვარეობა კაცთა შორისი სიკვდილითა ჰკლავს თვით უკვდავებას.