მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 836 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

(ნაწყვეტი)

 

ბებიაჩემი ბრძენი ქალია. ის მუდამ ასე მეუბნება:

- ისწავლე, შე სასიკვდილე, ისწავლე, თორემ უსწავლელი დარჩები!

მეცნიერებაზე ბებიაჩემს თავისებური წარმოდგენა აქვს. ერთხელ, როდესაც აივანზე ვიჯექი და ხმამაღლა ვიზეპირებდი ქართული გრამატიკის ნორმებს, ბებიამ, სხვათა შორის, მკითხა:

- რასაა, რომ იზუთხავ, შვილო?

- ზმნის პირიანობას ვსწავლობ, ბებია.

- ზმნის პირიანობა ვის გაუგია, ბიჭო! პირიანი კაცი ვიცი მე!

- ეს სხვა პირია, ბებია, შენ რომ გგონია, ის არ არის.

- პირი ერთია, ბიჭო, ქვეყანაზე.

- კარგი, აბა, მითხარი, რა არის პირი?

- პირი რა არის და... პირი პირია.

- დაჯექი, ბებია, გაკვეთილი არ იცი, ორს გიწერ.

- ორს მოგცემ მე შენ, შე კუდიანო, ახლავე წადი და თხა გადააბი, თორემ იმდენს გირტყამ, რუმბივით გაგიხდი ცხვირ-პირს!

- აბა, ერთს გკითხავ და მერე წავალ - რამდენი პირი არსებობს?

- პირი იმდენი არსებობს, რამდენიც კაცი დაიარება ქვეყანაზე და პირი იმიტომ არსებობს, რომ ენა დაატიოს კაცმა შიგ. გეყურება? პირი ზოგს პატარა აქვს, ზოგს - დიდი. დიდი პირი ვისაც აქვს, იმას ლაფშიანს ეძახიან. არსებობს კიდევ უცხვირპირო ხალხი, მაგალითად, - შენ.

- პირშავი ხალხიც არსებობს, - ვთქვი მე.

- მართალი ხარ. ჩვენი ფოსტალიონი, მაგალითად, პირშავია, კონვერტებს მარკებს აძრობს და მერე გეუბნება, უმარკო იყო, მანეთი მომეციო.

- მე როგორი ვარ, ბებია?

- შენ? პირზე მიწადასაყრელი, ამოუპირავი და ღვთის პირიდან გადავარდნილი. შენს პირში ჩემი მტერი ჩავარდა...

 

* * * * * * *

 

ბებია ეჭვის თვალით უყურებს განათლების კომისარია- ანათლების კომისარიატის უსულგულო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ბავშვებს ყოველდღე ექვს-ექვსი გაკვეთილი გვაქვს. თუმცა მე ამის საბაბს არასოდეს არ ვაძლევ. ჩემი მეცადინეობა დიდი-დიდი ოთხ გაკვეთილამდე გრძელდება.

ამიტომაც არის, რომ მასწავლებლები ბებიას ხშირად იბარებენ სკოლაში და მეც მომყავს. მერე ბებიას მივყავარ სახლში, მერე ისევ ბებია მომყავს სკოლაში და ასე შემდეგ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მე და ბებია ერთად ვამთავრებთ სკოლას. ვფიქრობ, ეს ერთადერთი შემთხვევაა კაცობრიობის ისტორიაში. 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ