მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2497 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მკათათვე იდგა. ისეთი უცოდველი დილა იყო, კაცს ეგონებოდა, ქვეყანა დალხინებულიაო. მაგრამ ვაი, რომ უჭირდა საქართველოს, ძალიან უჭირდა!

იგი დაშლილი და დაუძლურებული იყო. მტრობდა ქართველი ქართველს. უშიშრად თარეშობდა მტერი. სადაც კი წაასწრებდნენ, იტაცებდნენ ქართველს და საქონელივით ჰყიდდნენ უცხოეთის ტყვეთა ბაზარზე. ამიტომ თოფ-იარაღში ჩამჯდარი ქართველები ერთად დადიოდნენ მინდორში სამუშაოდ.

იმ დილით ლამისყანელებიც ასე აპირებდნენ მინდორში გასვლას. თავადი დავით გურამიშვილი დანიშნულის სანახავად საგურამოდან ჩამოსულიყო.

ორი შეიარაღებული მხლებლით წინასწარ წავიდა ყანებში მამითადის დასახვედრად. წყალი მოსწყურდა. გზიდან გადაუხვია, თოფი ხეზე მიაყუდა და წყაროს დაეწაფა. სწორედ ამ დროს თხუთმეტი ლეკი ყაჩაღი დაესხა თავს. ჭაბუკი გათოკეს და დაღესტანში გაიტაცეს.

ლეკებმა დავით გურამიშვილი ღრმა ორმოში ჩააგდეს და მისი გაყიდვის თადარიგს შეუდგნენ. თვითონ პოეტი ამ ამბავს ასე აღწერს:


„არც მასვეს და არც მაჭამეს, არც ჩამაცვეს, არც დამხურეს,

უსასყიდლოდ მიღებული გასასყიდად დამაშურეს“.


ერთ ღამეს გაიპარა. საქართველოსკენ გაქცეულს მდევარი დაეწია. შეიპყრეს, სცემეს და ისევ ხაროში ჩასვეს. სასომიხდილმა ერთხელ სიზმარი ნახა:


„ხმა მესმა ძილსა შინაო: რას ხვრინავ, რასა გძინაო,

აქ რას უწევხარ საძილოდ, რატომ არ წახვალ შინაო?

რატომ ვერ ბედავ წასვლასა, აგრე რამ შეგაშინაო?

ადექ, იარე, წავიდეთ, მე წაგიძღვები წინაო.“


სიზმრით გულმიცემული მეორედ გაიპარა. ისევ საქართველოს გზებზე დამიწყებენ ძებნასო, იფიქრა და ახლა საწინააღმდეგო მხარეს - რუსეთისაკენ - გაეშურა. მართლაც, ლეკებმა საქართველოს გზებზე ეძებეს. დავითმა კი დიდი ტანჯვა-წამების შემდეგ რუსეთში ჩააღწია.

1729 წელს მოსკოვში ჩავიდა, სადაც ქართლის მეფე ვახტანგი იმყოფებოდა რუსეთისაგან სამხედრო დახმარების მისაღებად. მან ეს შეპირებული დახმარება ვერ მიიღო და რუსეთშივე გარდაიცვალა. ის თავად-აზნაურები კი, რომლებიც ვახტანგს ახლდნენ, სამშობლოში დაბრუნების ნაცვლად რუსეთში დარჩნენ და სამხედრო სამსახურში შევიდნენ. 

ისინი რუსეთის არმიის შემადგენლობაში იბრძოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ. მათ შორის იყო დავით გურამიშვილიც.

ესეც ბედის დაცინვა იყო: როცა საქართველოს მტერი მუმლივით ეხვია, ქართველები ევროპაში იბრძოდნენ რუსეთისათვის.

ასე აღმოჩნდა გურამიშვილი სამუდამოდ სამშობლოსაგან მოწყვეტილი. მთელი სიცოცხლე ომებში გაატარა. უცხოეთის ციხეებში ტყვეობაც იწვნია. სიბერის ჟამს კი უკრაინაში, მირგოროდში, დასახლდა. აქ მან ლექსად აღწერა მთელი თავისი წამებული ცხოვრება და მაშინდელი საქართველოს ჭირ-ვარამი.

სამშობლოზე ოცნებაში გალია სიცოცხლე... და ერთ დღეს, როცა წუთისოფლისგან დაღლილი სიკვდილსღა ელოდა, თითქმის დაუჯერებელი ამბავი მოხდა: მირგოროდში სიმღერით ჩამოიარეს ქართველმა მხედრებმა. თეთრად გადაპენტილი ბაღიდან თმადათოვლილი ბერიკაცი გამოვიდა და მგზავრები ქართულად მიიპატიჟა. გაოცდნენ მხედრები: რომელმა ქარმა გადმოაგდო აქ ქართველი კაციო!

ეს მოხუცი დავით გურამიშვილი იყო, მხედრები კი მეფე ერეკლეს დესპანები. ერეკლეს შვილი - მირიანი - ამალით კრემენჩუგში მიდიოდა რუსეთის მინისტრ პოტიომკინთან შესახვედრად. 

დავით გურამიშვილმა თავისი ლექსების წიგნი მიართვა მირიან ბატონიშვილს - ქართველ ხალხს ჩაუტანე საჩუქრადო.

მირიანმა საქართველოში ჩამოიტანა ეს საოცარი წიგნი. ხუთიოდე წლის შემდეგ კი იქ შორეული მირგოროდის მიწამ მიიბარა 87 წლის პოეტის დაღლილი ძვლები.

თუმცა მან მთელი სიცოცხლე სამშობლოსაგან შორს, უცხოეთში, გაატარა, მისი ლექსები საოცრად ლაღი და მდიდარი ქართულით არის დაწერილი. მის წიგნს „დავითიანი“ ჰქვია. ასე დაარქვა მას თვითონ გურამიშვილმა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ