მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2575 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთელი დღე წვიმდა, საღამოს ქარი ამოვარდა, დაგლიჯა ყვითელი ფოთლები და ზოგი საით წაიღო, ზოგი საით. 

დილით ქარი ჩადგა, ბრჭყვიალა მზემ გამოანათა. მზეს მიეფიცხნენ მოხუცებიც. სულ მალე ზაფხულივით დათბა.

ჩავიცვი ჩექმები, დავიხურე ჯარისკაცური პანამა, დავიჭირე ჯოხი და დასასვენებლად წავედი.  როცა ჩემს სოფელში ვარ, ასე ვისვენებ.

ამ ხეობაში ზამთარიც ძალიან ლამაზი იცის, გაზაფხულიც, ზაფხულიც, მაგრამ ყველაზე მეტად მე მაინც გვიანი შემოდგომა მომწონს. შემიძლია საათობით ვიჯდე ხოლმე და ვუყურო, როგორ მიედინება თითქმის მწვანე მდინარე, როგორ ტრიალებენ ჩამოცვივნული ფოთლები სატრიალოებში, როგორ ლივლივებენ წნორის წითელი ფესვები. 

მამშვიდებს ფიქრი, რომ ეს წყალიც, ეს ფოთლებიც და ეს ფესვებიც ასე იყო ათასობით წლის წინათ და ასევე იქნება ათასობით წლის შემდეგაც.

საოცრებაა ყვითლად აბრიალებული ხეები! მაგრამ მე ისინი მაშინაც მიყვარს, ფოთლები რომ დასცვივათ და უკვე კვირტებდაბერილი წვრილი ტოტებით მკვეთრად დაიხატებიან ცაზე.

არ დამიჯერებთ და, მე ეკლებიც კი მიყვარს, - ყოველთვის ღიმილს მგვრის მათი მოყვანილობა. ისინი სწორედ ისე არიან მოღუნულნი, რაც შეიძლება მარჯვედ გამოგედონ. იქნებ რა უნდათ, რატომ გებღაუჭებიან, რა აქვთ სათქმელი?! მაგრამ ეკლები არასოდეს არაფერს ამბობენ.

მივდიოდი, მივიბჯენდი ჯოხს...

ხეებს ფოთლები შესთხელებოდათ, ზოგსაც მთლიანად გასცვივნოდა. აქ იყვნენ თევზებიც. ტბორის ნაპირებში მაღალი წყალმცენარეები იდგა. თევზები იმ წყალმცენარეებში იმალებოდნენ, გამოვიდოდნენ, დაჯგუფდებოდნენ, ხან ზემოთ ადიოდნენ, ხან ქვემოთ დაუყვებოდნენ, წამდაუწუმ შემომაბრჭყვიალებდნენ სარკისებურ ფერდებს.

ამოვიღე გაზეთში გახვეული პური, მოვტეხე, დავფშხვენი და გადავუყარე. თევზები ჯერ დაფეთდნენ, დაიფანტნენ, მერე გამოვიდნენ და ხტუნვა დაიწყეს. იტაცებდნენ პურის ნამცეცებს, მიიჩქაროდნენ განმარტოებული ადგილისაკენ; სხვები ეწეოდნენ, ნამცეცებს პირიდან სტაცებდნენ, ძიძგილაობდნენ... მე კიდევ და კიდევ ვუყრიდი პურის ნაფშხვენებს. მერე, პური რომ გამითავდა, წავედი.

შევედი გაბმულ ჭალაში, ჭალიდან - ტყეში. აქ, ყვითელ ფოთლებზე წამოწოლილი, დიდხანს ვუგდებდი ყურს კოდალას კაკუნს, ჯაფარების გადაძახილს. თვალს ვადევნებდი რაღაცით შეწუხებულ მოშავო თაგვს, რომელსაც თითქოს მუხის ფუღუროში უნდოდა ჩასვლა და ვერ ჩადიოდა. 

დავკრიფე ზღმარტლი, წიფელს ავაგლიჯე დიდი აბედა სოკო, ყვითელ ფოთლებში ვიპოვე რამდენიმე თხილიც.

მზე მთაზე აშლილი ხეების კენწეროებს შეეხო. გამოვბრუნდი, გამოვედი წყლის პირას, ერთხელაც გავხედე რიყეს და გავშრი, გავშეშდი...

ოცი-ოცდახუთი ნაბიჯის იქით, მწვანედ გალიცლიცებულ მორევში რქიანი შველი იდგა. წყალი მუცლამდე სწვდებოდა, პირი დაეღო და ღრმად სუნთქავდა. დაიძრა, ზემოთ-ზემოთ წავიდა, უფრო ღრმაში გაჩერდა, მიმოიხედა. იდგა, წყალს უძალიანდებოდა, ისევ პირდაღებული სუნთქავდა.

მე თვალსაც კი აღარ ვახამხამებდი, მაგრამ უცებ რაღაცა იგრძნო, არც მოუხედავს, წყლიდან გამოვარდა და ტყეში შეიკარგა.

ჩავუჩოქე და მიწას ვუთხარი მადლობა ამ მშვენიერი სანახაობისათვის...

სოფლის მისასვლელთან ტყის მცველები შემხვდნენ, - გოგია და ალექსა. 

ვუამბე, შველი როგორ ვნახე.

- საწყალი, - თქვა ალექსამ, - მეცა ვხედავ ხოლმე, მუცელშია დაჭრილი და ეგრე დგება წყალში, როცა ტკივილი ძალიან აწუხებს.

ნათელ, ლამაზ დღეს უცებ გადაეფარა თალხი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ