იესო ეუბნებოდა ადამიანებს, რომ უფალი მეორედ მოსვლისას მოიქცევა იმ კაცივით, რომელმაც შორს გამგზავრებისას დაიბარა თავისი მონები და მთელი ქონება ჩააბარა მათ.
* * * * * * *
და რომელსამე მისცა ხუთი ტალანტი და რომელსამე ორი ტალანტი და რომელსამე ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თვისისა, და მეყსეულად წარვიდა.
ხოლო წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ტალანტი მიიღო, აქმნია მას ზედა და შესძინა სხვაიღა ხუთი ტალანტი. ეგრეთვე, რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხვა ორი. ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქვეყანასა ვეცხლი იგი უფლისა თვისისა.
შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაი და სიტყვა-ყო მონათა მათ თანა.
და წარმოდგა, რომელმან-იგი ხუთი ტალანტი მიიღო, და მოართვა მას სხვაიღა ხუთი ტალანტი და ჰრქვა: - უფალო,ხუთი ტალანტი მომეც მე, აჰა, ესერა სხვაიღა ხუთი ტალანტი შევსძინე.
ჰრქვა მას უფალმან მისმან: - კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა.
მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ტალანტი მიეღო, და ჰრქვა: - უფალო, ორი ტალანტი მომეც მე, აჰა, სხვაი ორი ტალანტი შევსძინე.
ჰრქვა მას უფალმან მისმან: - კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა.
მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ტალანტი მიეღო, და ჰრქვა: - უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ, მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ. და შემეშინა, წარვედ და დავმალე ტალანტი იგი შენი ქვეყანასა. აჰა ესერა შენი შენ თანა არს.
მიუგო უფალმან მისმან და ჰრქვა მას: - ბოროტო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ. ჯერ-იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, და მო-მცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ. მოუღეთ მაგას ტალანტი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქვს ათი ტალანტი.
რამეთუ ყოველსა, რომელსა აქვნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქვნდეს და რომელღა-იგი აქვნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. და ამას რაი იტყოდა, ხმა-ყო: - რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
მათეს სახარება, თავი 25
















