მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1435 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 "ყოველი ადამიანი ოცნებების თაიგულია."

 

(ღმერთის შვილები)

* * * * * * *

 

"მწერალი ის არის, ვინც იცის, რას წერს!.. მწერალი ის არის, ვინც იცის, რატო წერს!.. მწერალი ის არის, ვინც იცის, ვისთვის წერს!.. ალბათ უფრო კი: მწერალი ის არის, ვინც იცის, ვისთვის, რატომ, რას წერს…და რომ ამას უღმერთოდ არ აკეთებს. ვერც იზამს, ვერც გააკეთებს.

როგორი უნდა იყოს მწერალი? იმ მზის სხივს უნდა ჰგავდეს, გაზაფხულზე ნაადრევად მოსულ ყვავილს მოყინულ ფოთლებს რომ გაულხვობს, გაყინულ ფესვებში გამლხვალ თოვლს თბილ ცრემლებს რომ ჩააწვეთებს, საიდანღაც წითელ პეპელას რომ შეისვამს და ყვავილის მხრებზე რომ დაისვამს… ყვავილებმა კი აუცილებლად უნდა უსმინონ მწერლებს, თორემ ამ ქვეყნად მწერლებზე ადრე არავინ ჭკნებიან, თუ არ უსმენენ."

 

(ღმერთის შვილები)

* * * * * * *

 

"ზოგი ხალხის ისტორია ნისლივითაა, შიგნით არაფერი ჩანს, მხოლოდ აქა-იქა გამოჩნდება ხოლმე მწვერვალები და ისინიც ისე უმნიშვნელონი, იმავე წამს ნისლით იბურებიან.

ზოგი ქარს ჰგავს: თითქოს გარდასული წინაპრების სული იყვეს აბობოქრებული. ზოგი თოვლს ჰგავს: ცივია, მაგრამ სპეტაკი და შეურყვნელი.ზოგი ძვირფას თვალს ჰგავს, ანდა ბნელ ღამეში მბრწყინავ ციცინათელას.

ჩემი ქვეყნის ისტორია კი - დედის თვალებიდან ჩამოგორებულ ობოლ ცრემლს მაგონებს”.

 

(ისტორია)

* * * * * * *

 

"ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო.

ადამიანს დაბადებიდან სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს, რომ ერთხელაც იქნება… მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ-ნელა, რაც წლები გადის,თანდათანობით ქრება იმედის სითბო და მართალია სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპერწკალი ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს, საიდანღაც მონაქროლი ამაოების ქარი."

 

(სიყვარულის ცეცხლი)

* * * * * * *

 

“შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანური სიხარულით და მწუხარებით სავსე წუთები.

შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება მარტოობის ტკბილი სევდა.

შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანური ცოდვა-მადლი.

შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ღმერთი,რომელიც შენ გწამდა და თუ არ გწამდა,მაინც გყავდა არსებაში.

შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანები,რომლებიც შენს გარშემო იყვნენ.

შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება მიწა,რომელზეც შენ დადიოდი.

შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ის საგნები,რომელთაც შენ შეეჩვიე.

შენ სულში ყოველთვის იქნება შიში,არყოფნის შიში.

და ვინ იცის, რამდენი სხვა რამე.”

 

(თევზის წერილები)

* * * * * * *

 

"ებრაელების ხოცვა-ჟლეტვა სწორედ იმის ნიშანი იყო, რომ სატანა უხდიდა ღმერთს სამაგიეროს. ადამიანს გულით ვინც უყვარს ის უნდა მოუკლა, თუ გინდა გული დასწყვიტო. სატანაც ჟლეტდა ებრაელებს, ღმერთის გულის მოსაკლავად. მერე,რაკი ერთი სატანა სიკვდილის კვალს გააჩაღებს, აღარც მეორე ჩამორჩება და ლეწავენ და ლეწავენ."

 

(ღმერთის შვილები)

* * * * * * *

 

"როცა გზაზე ადამიანები ხშირად აღარ დადიან, გზამაც მოწყენა იცის. თანდათან ბელტდება და ვიწროვდება, მერე კი, სულაც ნაგზევი ხდება და ემატება ამ სიტყვებს: ნასოფლარი, ნასახლარი, ნასაყდრალი, ნაფუძარი, ნაცოლარი და ვინ იცის კიდევ რამდენი სიტყვა შეიძლება შეემატოს ამ სიტყვებს, ვინ გაიგებს როგორ ქარს წამოუბერავს ზენაარი დედამიწაზე, თუ ადამიანები საერთოდ დაივიწყებენ ისეთ სიტყვას, როგორიცაა - სიყვარული."

 

(სიყვარულის ცეცხლი)

* * * * * * *

 

"თუ ერთხელ ცოდვაში ფეხი ჩადგი, მერე მეორესაც ჩადგამ, მერე მუხლებამდე ჩაიძირები ცოდვის ჭაობში, მერე წელამდე, გითრევს და გითრევს ცოდვის ჭაობი, თან კი გინდა ამოხვიდე, მაგრამ თან შიგ ყოფნა გსიამოვნებს და ისე ჩაიხრჩობი ერთხელაც იქ, ვერც კი გაიგებ."

 

(ღმერთის შვილები)

* * * * * * *

 

- რა არის სიცოცხლე?     

- სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა

- სიკვდილი?

- სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.

 

(ადამიანთა სევდა)

* * * * * * *

 

"გულისგულში რა სიყვარული იმალება არავინ იცის, ხორციელმა, თორემ ღმერთმა ისიც კი იცის, გულისგულში რომ სიყვარული იმალება, აი იმ სიყვარულის გულისგულში რა სიყვარულია და იმ სიყვარულის გულისგულში რა სიყვარულია."

 

(ღმერთის შვილები)

* * * * * * *

 

"კაცებს მართლა ჰგონიათ, რომ ქალმა უფრო მეტი დააშავა, როცა კაცი აცდუნა და იძულებული გახადა სამოთხის ვაშლი ეჭამა. რამდენჯერ გამიგონია მათგან - ქალი მაცდურია! ამით ისევ პირველ ცოდვას იხსენებენ და ამ სიტყვებით უნდათ, რომ თავი იმართლონ.

კი მაგრამ?! შენ რომ კაცი ხარ?! შენ რომ კაცი იყავი იმ სამოთხეში, სადაც ღმერთმა თავისი პირით გითხრა სიტყვა და დაგიწესა სამანები, რომელიც არ უნდა დაგერღვია. ქალმა გაცდუნა?! ქალიც ხომ აცდუნა გველმა?! შენ ხომ კაცი ხარ, კაცი იყავი და კაცურად არ უნდა დაგერღვია სამოთხის კანონები?! რატომღა იყრი დღემდე ქალზე ჯავრს?"

 

(გაცოცხლებული მიცვალებული)

* * * * * * *

 

"ბავშვებს რომ ვუყურებ, საოცრად ვმშვიდდები ხოლმე. ისინი ისე სუფთანი არიან, ალბათ თვითონ კაცთა მოდგმაზე განრისხებულ ღმერთსაც კი დაამშვიდებენ და არა მგონია, მეშვიდე მხეცს ისე გაალეწინოს კაცთა მოდგმა, რომ ოდესმე დრო დადგეს და არც ერთ ბავშვს ტკბილი ძილით არ ეძინოს თავის ლოგინში."

(ღმერთის შვილები)

* * * * * * *

 

"სინამდვილეში საწამებლად გაუჩენია ქალი მაღალ ღმერთს ამ ქვეყანაზე. ჩაივლის ბავშვობა, ცასა და მიწას შორის უგზო-უკვლოდ გაქრება ქალიშვილობის ოცნება. მორჩება ჯვრისწერა და ეკლესიიდან გამოსულს დაგადგამენ მძიმე უღელს, რომელზეც ჯაჭვით გამობმულია რკინის გუთანი, ჩაგაყენებენ ცხოვრების მძიმე კვალში და ამის მერე უნდა ხნა, უნდა აბრუნო შავი მიწა, სანამ იმავე მიწად არ მოგაქცევს წუთისოფელი."

 

(თამარ დედოფალი)

* * * * * * *

 

"თქვენ გინდათ თავისუფლება და ჩიტად ყოფნას იმიტომ ნატრობთ? მერედა თუ გიყვართ, რატომ იმონებთ ერთიმეორეს. თავისუფლება კი არა, უფრო მეტად ერთიმეორეს დამონება და დამცირება გიყვართ."

 

(თევზის წერილები)

* * * * * * *

 

"ბუზების საქმე ბზუილია და უნდა იბზუვლონ, აბა,რა უნდა ქნან. შენ ეგა თქვი, ადამიანების საქმე რომ ადამიანობა არის და კი არ ადამიანობენ, მგლობენ და გველობენ. ამას, რა თქმა უნდა ყველაზე არ ვამბობ, თორემ ზოგი კაცი იმაზე მეტ ადამიანობას გასწევს, ათასიც რომ ვერ შეძლებს. ბუზები კი მშვენივრად ბუზობენ და ბზუიან."

 

(ღმერთის შვილები)

* * * * * * *

 

"- რამდენი წლისა ხარ?

- სამოცდამეთექვსმეტეში ვდგავარ.

- რა არის სიცოცხლე?

- სიცოცხლე ის არის,რო თოლებს ვახილებთ და ვხილულობთ მზეს, მთორეს.

- სიბერის გეშინია?

- მე არ მეშინია, მაგრამ მუხლებს ეშინია. მე ის მგონია, გუშინ თუ გავჩნდი-მეთქი."

 

(ადამიანთა სევდა)

* * * * * * *

 

"სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდები მერე აბა რისღა უნდა გეშინოდეს?! სიკვდილს იქით ხომ უფრო დიდი სიცოცხლეა."

 

(ღმერთის შვილები)

* * * * * * *

 

 

"ქალის სიყვარული დასაწყისია იმ დიდი სიყვარულისა, რასაც მარადიული სიცოცხლე ჰქვია."

 

(ადამიანთა სევდა)

* * * * * * *

 

 "მძიმდება და მძიმდება დედამიწა ცოდვიანი კაცებით, ის მაინც კეთილად ბრუნავს."

 

(ღმერთის შვილები)

* * * * * * *

 

"სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი."

 

 

(ადამიანთა სევდა)

* * * * * * *

 

"სიყვარულთან ერთად, თუ სიყვარულის გარდა ამ ქვეყანაზე არსებობს ბედისწერა, რომელიც ყველაფერს თუ არა, თითქმის ყველაფერს განაგებს ადამიანის ამქვეყნურ შარაგზაზე, ზოგისთვის რომ მართლა შარაგზა არის და ზოგისთვის კი, მიხვეულ-მოხვეული, ეკლიანი ბილიკი. 

სიყვარული კი ისეთი ღვთიური გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა მიხვეულ-მოხვეულ, ეკლიან ბილიკზე, ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ის სიყვარულია!"

 

(სიყვარულის ცეცხლი)

* * * * * * *

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ