მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 530 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- მოიცა, მოიცა, თუ ღმერთი გწამს! ერთ იასეთი ყმაწვილი კაცი მოვა ჩვენსა ამაღამ, რომ თავის განათლებით დაგიშოშმანებს მაგ უჯერო გულსა. მაშინ აღარ იტყვი, რომ განათლებულები იშვიათნი არიან ჩვენში, - ეუბნებოდა ერთი გასათხოვარი ლამაზი ქალი ერთ მოხდენილ ყმაწვილ კაცს, როცა ეს წამოიწია სკამიდამ და დააპირა გამოთხოება.

- განა მე როდისმე მითქვამს შენთვის, - მიუგო კაცმა, - რომ ტფილისში განათლებულები არ არიან-მეთქი? უნივერსიტეტში, მადლობა ღმერთს, ბევრს მიგვიღია განათლება და ხარისხი, - და ეხლა აქ ვაწარმოვებთ ჩვენ სწავლას და ცოდნასა, მაგალითები ათასია, - აქ თვით ყმაწვილ კაცსაც გაეცინა და მის ლამაზმა მოსაუბრემაც ჩაიღიმა.

- დაგწყევლოს ღმერთმა! აქებ კაცს თუ აძაგებ, ყველგან ეკლებს ხმარობ. ეგ შენს სიბოროტეს ამტკიცებს.

- რასაკვირველია, ბოროტი ვარ, რადგანაც ბოროტების სიძულილით ხმას ვიღებ. გახსოვს ეს სიტყვები: ვინც სიძულილი არ იცის, მას სიყვარულიც არ ეცოდინება. შენ ჯერ ყმაწვილი ხარ, ჩემო კარგო, და იქნება არ დაიჯერო სიმართლე ამ სიტყვებისა...

- მჯერა, მჯერა! აბა როგორ არ დავიჯერო, როცა ვხედავ ამისთანა მაგალითს თვალწინ: აი ამ ბრძენმა, ქვეყნის სიყვარულისა გამო, დაუხუჭავს თავისი თვალები, რადგანაც არა სურს, რომ დაინახოს შესაძულებელი გარემოება. - აქ იმ წყეულმა შეხედა ერთ კურთხეულ ფაშვიან მებატონესა, რომელსაც სთვლემავდა სკამზედ, თუმცა დროს გასატარებლად მობძანებულიყო, მიიქნივა იმისკენ თავისი ლამაზი თავი და ეშმაკობით სავსე ღიმილით სთქვა:

- მე რომ ამისი ქალი ვყოფილიყავ, ერთს აბრეშუმისსახიან სარტყელს მოვუქსოვდი და ზედ ამ სიტყვებს გამოვსახავდი: ”ოხ! ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი, როსღა მექნება მე გაღვიძება?” უსიტყვოთაც ამ კითხვას მისცემდა პასუხს აგებულება ამ ბედნიერ სტუმრისა, - გაიშვირა მებატონისაკენ ხელი და წასქდა სიცილი.

- ეგრე მადიანად ნუ იცინი, ჩემო ცელქო! ეგ არ არის პირველი და უკანასკნელი. მეც, შენც და სხვანიც, სწორედ მაგისთანანი ვართ, ხოლოდ იმით განვსხვავდებით, რომ ყოველი ჩვენგანი სხვადასხვანაირად გამოსთქამს თავის თავის და გულის ცარიელობას. ეგ კიდევ ჩვენზედ უკეთესია: მაგას არა მიუღია და არას გვაძლევს.

ჩვენ კი... ეჰ, რა ჩვენ? ჩვენი დედ-მამა გატყავებულა ჩვენთვის, გავუზდივართ, გავუგზავნივართ შორს, ჩვენც გავიზარდენით და რა ნაყოფი მივიტანეთ? ისა, რომ ქვეყანას ვარწმუნებთ, ქართველები არ ვარგანანო. ქართველები ისეთნი არიან, როგორიც უნდა იყვნენ, როგორც დროს და ისტორიას მოუტანია. ჩვენ არ ვარგივართ, ჩვენ, განათლებულები.

განათლება იმაში კი არა მდგომარეობს, რომ მიწასთან გავასწოროთ კაცი, რატომ შენც განათლებული არა ხარო; არამედ, როგორც ძმას, რომელსაც არა ჰქონია ბედი განათლებისა, მოჰკიდო მზრუნველი ხელი და დააყენო ფეხზედ.

აი, კაცი განათლებული, მარგებელი ქვეყნისა, აი ამგვარ კაცის წინ მოვიდრეკ თავსა და თაყვანსა ვცემ. თორემ დაგვიჟინია, რომ ჩვენს აზრს თანამოზიარე, თანამგრძნობელი არა ჰყავსო, და ამისა გამო დაგვიკრეფია გულხელი და არაფერში ვერევით.

ერთი ჰკითხე იმ საზოგადოობის გულცივობაზედ განთლებულს მოჩივარს, თავის სიცოცხლეში უთქომ რამე იმისთანა და იმ რიგად, რომ გაგება შეიძლებოდეს?...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ