მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 369 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ეს ამბავი მოხდა ჩათალ-ჰეიუკში რვა ათას ორასი წლის წინათ, ანატოლიის ზეგანზე გაშენებული ამ ულამაზესი სოფლის ერთი სახლის ბანზე ბიჭი იჯდა და გვალვისაგან შეწითლებული ტრამალების იქით აღმართულ მთებს გაჰყურებდა.

ბიჭი მხატვრის შეგირდი იყო და უყვარდა აფერადებული ცის ფონზე ალანძული მთების ცქერა. მთები არწივებისა და სვავების საბუდრად ჰქონდა წარმოდგენილი და კიდევაც ხატავდა ხოლმე მწვერვალების თავზე მოფარფატე ძლიერფრთებიან ფრინველებს, 

ახლაც გულმოდგინედ აკვირდებოდა ლურჯად დაბინდული მთის დამრეც ფერდობებს და უცაბედად შემაძრწუნებელი სანახავი გადაეშალა თვალწინ. თოვლიანი თეთრი მწვერვალებიდან შავი კვამლი ამოიბოლქვა და ჩამავალი მზისგან შეწითლებული ცის კიდური ჩააბნელა.

ბიჭს სუნთქვა შეეკრა, შიშისაგან ხმა არ ამოიღო, ამ საოცრებით მონუსხული მთას თვალს ვერ აშორებდა, და ამასობაში კიდევ უფრო გრანდიოზული და შემზარავი ამბის მომსწრე გახდა: მთამ პირი გახსნა, ხახიდან ცეცხლი ამოანთხია, ცეცხლი ცას შესწვდა, მერე ძირს ჩამოიფრქვა და ლურჯად ფერდობები დადაღა. 

ამ სურათის შემსწრე ყმაწვილს არაადამიანური ხმა აღმოხდა და გონდაკარგული ბანზე დაეცა. 

ალიზის სახლების ბინადარნი შეფოთდნენ. სოფელი წამით გაირინდ, შემდეგ ხალხი აჩოჩქოლდა, აბორგდა, ყველა სახლის ბანებზე გამოეფინა და აცახცახებულნი, შიშისაგან გაოცებულნი შესცქეროდნენ ორთავიან მწვერვალს, რომლის ფერდობებზე ცეცხლის მდინარეები მოედინებოდა.

მანამდე არნახული და გაუგონარი მოვლენა ღვთის რისხვად მიიჩნიეს და განრისხებულ ქვესკნელის ღვთაებას მსხვერპლი შესწირეს.

გავიდა ხანი, ჩაქრა ჰასან-დაღის ვულკანი, ქურუმებმა ხალხი თანდათან დაამშვიდეს, ხუროთმოძღვრებმა კი სალოცავის აშენება დაიწყეს და როდესაც მშენებლობა დასრულდა, ტაძრის კედლები ოსტატებმა და მაღმა შეგირდებმა მხატვრობით შეამკეს.

მერე ის საშინელებაც დავიწყებას მიეცა. კონიის დაბლობზე კი დარჩა მიწაში ჩაძირული ალიზის ნაგებობა, რომლის კედლებმა საუკუნეებს გაუძლო და, რომელზედაც დღემდე შემოინახა მხატვრის მიერ აღწერილი  სტიქიური მოვლენა.

ჩათალ-ჰუიუკში მომუშავე არქეოლოგებმა იცოდნენ რომ ჰასან-დაღის მთაზე ოდესღაც ვულკანი ბოლავდა, მაგრამ ძველი კულტურის მკვლევართ აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ისინი არქეოლოგიური გათხრების შედეგად ჩამქრალი ვულკანის მოქმედების ან ამოფრქვევის თარიღს დაადგენდნენ.

მიწის სიღრმეში ერთ საკულტო ნაგებობას რომ თხრიდნენ არქეოლოგებმა კედელზე მხატვრობის კვალი შენიშნეს, ეს ადგილი ბეწვის ჯაგრისით ფრთხილად გაწმინდეს და დაინახეს ის, რაც შორეულ წარსულში ჩვენმა მხატვარმა დაინახა ჩათალ-ჰუიუკის სახლის სახურავიდან.

ოთხკუთხედი სახლების ფონზე გამოხატულია ორთავიანი მწვერვალი. მთა დასახლების მოშორებით არის აღმართული, მწვერვალზე ვულკანი ბობოქრობს, ცა ფერფლისა და კვამლის ღრუბლებითაა გაშავებული. დამსკდარი ნაპრალებიდან ამოღვენთილი ლავა ფერდობებზე მოთუხთუხებს და ცეცხლის მდინარის ნაპირები ვულკანის მიერ ამოხეთქილი ქვებითაა ჩახერგილი.

არქეოლოგებმა ეს მხატვრობა იქვე მოპოვებული ნახშირის წყალობით (რომლის დაწვის თარიღს ფიზიკოსები ზუსტად ანგარიშობენ), ძველი წელთაღრიცხვის სამოცდამეორე საუკუნით დაათარიღეს, ესე იგი, როგორც უკვე ვთქვით, რვაათას ორასი წლის წინათ იდგა მხატვარი ამ მყუდრო სენაკში და მის კედლებს საკუთარი თვალით ნანახი აბობოქრებული მთის პეიზაჟით ალამაზებდა.

ამ სურათის გარდა არქეოლოგები მოხიბლა კედელზე შესანიშნავად აღბეჭდილმა ცეკვისა და ნადირობის სცენებმა: ერთგან ტანწერწეტა მოცეკვავეებს შორის, ბალერინას მსგავსი შესაშირი მოქნილი მოძრაობით, რამდენიმე შიშველი სილუეტია გამოსახული. აქვეა მედოლე მუსიკოსი.

კედლის მეორე ნახევარი ნადირობის სცენას უკავია. ლეოპარდის ტყავებში გამოწყობილი მეშვილდენი ხარირემს ისრებს ესვრიან და რქებზე ქამანდს აცმევენ.

ერთ ნახატში ირმებზე მონადირე მამაკაცს მეძებარი მიუძღვის წინ. ძაღლის მოშინაურებას რომ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, ეს თქვენ უკეთ იცით, მაგრამ ამ სურათზე ნადირობაში გაწვრთნილ ძაღლს ვხედავთ და, ამდენად, ნახატი ადამიანის საქმიანობის ღირსშესანიშნავ მომენტს გადმოგვცემს.

ტაძრების კედლებზე სასოფლო-სამურნეო პეიზაჟებიც აღმოაჩინეს. შავ ხნულებში ლამაზადაა გამოხატული თელის ჩასათესი ორმოები და აბიბინებულ ჯეჯილში ამოსული ლამაზი ყვავილები, რომლებსაც თავზე ფრთახატულა პეპლები დასტრიალებენ.

ის უძველესი შენობები კიდევ ბევრი რამითაა მორთულ-მოხატული. ამ სურათებში ფერებისა და ხაზების ენით რთული და ვრცელი შინაარსის შემცვეი ამბებია მოთხრობილი.

არა მარტო ჩათალ-ჰუიუკის მხატვრებმა, არამედ ახალი ქვის ხანის ხალხებმაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიაღწიეს კულტურის მაღალ დონეს.

ორმოციოდე საკულტო "ტაძარი" გათხარეს არქეოლოგებმა ჩათალ-ჰუიუკში და კედლის მხატვრობის გარდა იპოვეს სხვადასხვა შინაარსის რელიეფური და მრგვალი ქანდაკებები.

აქაც ისევე, როგორც მღვიმურ ხელოვნებაში, ქანდაკების უმთავრესი თემა იყო დედა. ქანდაკებები გამოკვეთილია ქვისგან, ზოგი კი ტაძრის კედლებზეა ალიზისგან გამოძერწილი.

ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშია რელიეფურად გამოქანდაკებული, ერთმანეთის საპირისპიროდ მდგარი, რბილი ტონებით შეფერადებული ლეოპარდები.

ტავრიის მთების და კონიის დაბლობის ყველაზე ძლიერი და სასტიკი მხეცის გარდა შენობის საკურთხევლებს ამშვენებს გამანადგურებელი ძალის მქონე გარეული ტახის გამოსახულებებიც.

ყველა სამლოცველოშია საკურთხეველი, რომლებზეც ალიზისგან გამოძერწილი, ნამდვილი რქებით შემკული ხარის თავებია გამოსახული.

აქ დავამთავროთ თხრობა ქვის ხანის ადამიანის მოღვაწეობაზე. დამთავრდა ქვის ხანა და დაიწყო ლითონის ეპოქა. შემდეგში უკვე ლითონის ხანაში მომხდარ არანაკლებ საინტერესო ამბებზე მოგითხრობთ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ