მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 368 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

კოკო პატარა აფრიკელი შიმპანზე იყო. მას ექიმის სახელი ჰქონდა გავარდნილი.

ერთ დღეს ლომი ბრუტუსი მივიდა ექიმ მაიმუნთან. 

- კბილი მტკივა, - უთხრა მაიმუნს, - მიშველეთ რამე, გევედრებით.

- მაგის დარდი გაქვთ? ორ წუთში მოგარჩენთ. 

კოკომ გაზი აიღო და ლომს უთხრა: 

- აბა, თქვენო უდიდებულესობავ, მარჯვენა თათი მომაწოდეთ და ზევით აიხედეთ. ბრუტუსმა ზემოთ აიხედა და ექიმს თათი გაუწოდა. საშინელი ბრჭყალები ჰქონდა. კოკო გაზით ჩაეჭიდა ერთ ბრჭყალს და ამოაძრო. ბრუტუსმა დაიღრიალა. კოკომ გაქცევით უშველა თავს და ქოქოსის ხეზე შეხტა. ლომმა მუშტი მოუღერა: 

- დაიცა, გასწავლი ჭკუას, წყეულო! 

- კბილი ხომ აღარ გტკივათ? - სიცილით ჩამოსძახა კოკომ.

მეორე დღეს კოკოსთან გარეული თხა მივიდა. 

- ისე მტკივა მუცელი, რომ ძილი აღარ მაქვს დამოსვენება. რა მომარჩენს, ექიმო?

შიმპანზემ თხას უპასუხა:

- ორჯერ მიახეთქე თავი ამ ქოქოსის ხეს, მუცლის ტკივილიც გაგივლის და კარგადაც დაგეძინება. 

თხა ისეთი ძალით დაეძგერა ქოქოსის ხეს, რომ მთელი კაკალი ძირს ჩამოიბერტყა. კოკომ თხას უთხრა:

- ახლა უკვე ჯანმრთელი ხარ და ტკბილადაც დაგეძინება. 

თხა წავიდა, ეშმაკმა მაიმუნმა კი გემრიელი ხილის შეგროვება დაიწყო.

ძალიან ცხელოდა. კოკოს წყალი მოსწყურდა. ჭა დაინახა და იქით გასწია. მივიდა ჭასთან, მაგრამ წყლის ამოღება ვერაფრით ვერ მოახერხა. სწორედ ამ დროს ბეჰემოტი მოვიდა ექიმ მაიმუნთან რჩევის საკითხავად.

- წელი მაქვს გაკავებული, უთხრა ბეჰემოტმა, მიშველეთ რამე, ექიმო.

- წუთში მოგარჩენ, უთხრა მაიმუნმა. ჭაში ჩადი და ცივი წყალი უცბად გიშველის.

ბეჰემოტი ჭაში ჩავიდა. წყალმა აიწია და ნაპირებიდან გადმოვიდა. კოკომ წყურვილიც მოიკლა და მზით გახურებული სხეულიც გაიგრილა.

ამასობაში ჩვენს მაიმუნს კიდევ მოშივდა. რაც ქოქოსის კაკლები ჰქონდა, ადრევე შემოეჭამა. ამ დროს თვალი მოჰკრა ჟირაფს, რომელსაც პირით უზარმაზარი ქოქოსის კაკალი მოჰქონდა.

"როგორმე უნდა ხელში ჩავიგდო ეს კაკალი“, გაიფიქრა მაიმუნმა. აქ ყვავისა და მელიის იგავი გაახსენდა, ჟირაფისკენ გაეშურა და ხოტბის შესხმა დაუწყო. 

თურმე ნუ იტყვით, ჟირაფსაც ახსოვდა ეს იგავი და დამცინავად გადმოხედა მაიმუნს. კოკო არ დაბნეულა, ჟირაფს შემოურბინა, კუდში ჩაეჭიდა და მთელი ძალით მოქაჩა. ჟირაფმა იყვირა და კაკალი პირიდან გაუვარდა. კოკომ კი გემრიელად ისადილა იმ კაკლით.

ერთ მშვენიერ დღეს კოკომ უამრავი ქოქოსის კაკალი შეაგროვა, მაგრამ კაკლები კერკეტი აღმოჩნდა, ვერაფრით ვერ დაამტვრია. ამ დროს მასთან ერთი უზარმაზარი ნიანგი მივიდა, - ავად ვარო, შესჩივლა.

- იმისთანა წამალი გასწავლო, წამსვე განიკურნები - დაამშვიდა კოკომ.

- განა ასეთი რა წამალია? ყური ცქვიტა ნიანგმა.

- თუ ამ ქოქოსის კაკლებს სათითაოდ დაამტვრევ, შენი ავადმყოფობაც გაქრება. 

ნიანგი კაკლების მტვრევას შეუდგა და ამ საქმეში სამი კბილი დაკარგა. 

მეორე დღეს კოკოსთან სპილო მივიდა და სთხოვა, სურდოსაგან განეკურნა იგი.

- მაგას რა უნდა, უთხრა კოკომ, მზეს მიეფიცხე და მზის ჩასვლამდე არ გაინძრე. 

სპილო მეტად თვინიერი ცხოველია. ისე მოიქცა, როგორც შიმპანზემ დაარიგა. კოკომ კი მის ფეხებთან მოიკალათა და დიდხანს ნებივრობდა ჩრდილში. 

სპილოს მზემ დაჰკრა. საცოდავი მიხვდა, რომ გააბრიყვეს. შიმპანზეს ხორთუმი შემოხვია, ზევით აიტაცა და ძირს დააბერტყა. კოკომ ორი კბილი და სამი სახსარი მოიმტვრია.

ახლა ჩვენი მაიმუნი ავადაა და ერთი ბებერი კატა უვლის. მოხერხებული ექიმი ძალზე ბედნიერია, რომ ასეთი წყნარი და ერთგული მომვლელი იშოვნა.

 

* * * * * * *

მთარგმნელი ვლადიმერ ზარიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ