მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 400 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ძნელ საქმეს შევეჭიდე, პატარებს ადამიანის ისტორია მინდა მოვუთხრო, იმ ადამიანისა, საქართველოში ჯერ კიდევ ოთხასი ათასი წლის წინათ რომ ცხოვრობდა.

ხომ ვთქვი, ძნელ საქმეს შევეჭიდე-მეთქი, თხრობა დავიწყე და დასაწყისშივე შეცდომა დავუშვი. ზოგიერთმა ბავშვმა ხეირიანად ათასამდე თვლაც არ იცის, მე კი ოთხასი ათასებზე ველაპარაკები. მაშინ ისე ვიტყვი, როგორც ზღაპრებშია: იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, რომელიც დიდი, ძალიან დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა შავი ზღვის სანაპიროზე. 

მეზღაპრემ იმ კაცზე შეიძლება ბევრი ტყუილი გიამბოთ. მე კი სრულ სიმართლეს მოგახსენებთ: დღეს რომ ლამაზი ქალაქი სოხუმია გაშენებული, ის კაცი მის მიდამოებში დაეხეტებოდა, უკან ჯგროდ დაჰყვებოდნენ თავისი მოძმენი, ხელში ქვის ხელნაჯახები ჩაებღუჯათ და დაბურულ ტყეში დათვებს დარაჯობდნენ; 

ნადირობის შემდეგ ზღვაში ბანაობდნენ, მზის ჩასვლისას კი თავის ბუნაგს უბრუნდებოდნენ. მათი საცხოვრისი სოხუმის ჩრდილოეთით რომ მთაა აღმართული, იქ იყო. ამ მთაზე, ჩვენი ძვირფასი ძმები აფხაზები ახლა იაშთხვას რომ ეძახიან, იპოვნეს არქეოლოგებმა ეს სადგომი.

თუ თქვენ ვერ გაიგეთ, ვინ არიან არქეოლოგები, მე გეტყვით: ეს ის ხალხია, ადამიანის შორეულ წარსულს რომ სწავლობს.

არც ის უნდა იყოს ძნელი დასამახსოვრებელი, რომ სიტყვა „არქეოს“ ძველს ნიშნავს ბერძნულად, ხოლო „ლოგოს“ - შესწავლას. ჰოდა, ამ ძველისძველი ისტორიის შემსწავლელ ხალხთან ერთად, იმ მთაზე მეც მიძებნია პირველყოფილი ადამიანის ნაკვალევი. 

ისეთი ლამაზია ეს ადგილები, რომ ენა ვერ იტყვის. სწორედ ჭკუა ჰქონია პირველყოფილ ადამიანს, ასეთი ადგილი რომ შეურჩევია საცხოვრებლად. საცხოვრებლად-თქო, ვამბობ, მაგრამ რა ცხოვრება ჰქონდა, სახლის აშენებაც კი არ იცოდა. სოროსავით მიწურს გამოთხრიდა, შიგ ფოთლებს ჩააფენდა, ჩაწვებოდა და ჩაიძინებდა.

იმის შიშით, თავზე ნადირი არ წამომადგესო, ნადირივით ფრთხილი ძილი იცოდა. განსაკუთრებით ლომ-ვეფხვის, აფთრისა და დათვის ეშინოდა.

იმ დროს უზარმაზარი დათვები ცხოვრობდნენ. ახლა იმ გადაშენებულ ცხოველს გამოქვაბულის დათვს უწოდებენ. მე მინახავს მისი თავის ქალა, ხელშიც მჭერია. მტკავლიანი ეშვები და გრდემლივით მაგარი, დიდი საძირე კბილები აქვს. მის მნახველ კაცს ადვილად შეუძლია წარმოიდგინოს მურა ფერის, დიდტორიანი, ძლიერი მხეცი, რომელიც ადამიანებს შიშის ზარს სცემდა.

შავი ზღვის სანაპიროზე მაშინ ათჯერ უფრო ღონიერი ცხოველებიც ცხოვრობდნენ - სპილოები და მარტორქები; ველური ცხენები და დიდრქებიანი, ლამაზი ირმები ჯოგებად დაეხეტებოდნენ ტყეებში და შამბნარით შემოსილ ფერდობებზე.

მაგრამ ადამიანს მათი არ ეშინოდა. ეს უწყინარი ცხოველები ბალახბულახითა და თივა-ნეკერით იკვებებოდნენ. დათვი, ლომ-ვეფხვი და ცბიერი აფთარი კი სიცოცხლე სუმწარებდნენ კაცს. ის დღედაღამ იმას ფიქრობდა, როგორმე მორეოდა ამ ცხოველებს, სამუდამოდ დაემორჩილებინა ისინი. 

დაიმორჩილა კიდეც. ადამიანმა ყველა სულდგმულს იმით აჯობა, რომ ფიქრი შეეძლო. ნაფიქრალს კი სიტყვებით გამოხატავდა და გულში ნადებს თავის მოძმეს აგებინებდა. არა, ის ჩვენი შორეულზე შორეული წინაპარი ისე სხაპასხუპით კი არ ლაპარაკობდა, როგორც ახლა ჩვენ ვესაუბრებით ერთმანეთს, დანაწევრებულად მეტყველებდა.

იტყოდა, მაგალითად, „ზღვას“ და „ფეხს“ და ეს იმას ნიშნავდა, რომ ზღვისკენ უნდოდა წასვლა. წინამძღოლი ფეხს, ტყეს და ნადირს რომ ახსენებდა, ყველა ხვდებოდა, სანადიროდ უნდა წასულიყვნენ.

ადამიანების მრავალი თაობა ფიქრობდა იარაღის გამოგონებაზე და გამოიგონეს კიდეც. 

 

ხის შუბი და ქვის  ხელნაჯახი

 

ვერავინ იტყვის, როდის მოხდა ეს, მაგრამ მე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ოდესღაც მთაზე მიწურში ეგდო ნადირობიდან დაბრუნებული, დათვისაგან დაბეჟილი კაცი. ეშვით გაფატრული ბარძაყიდან სისხლი სდიოდა და სიკვდილს ებრძოდა. და თან ფიქრობდა: თუ გადავრჩი, ეშვი უნდა გავაკეთო და დათვს თავი უნდა გავუხეთქოო.

კაცი გადარჩა და ფეხზე დადგა თუ არა, ხეობაში წავიდა, კაჟის ლოდები მოაგროვა, თავის სადგომთან მიიტანა და მიწურის წინ დაყარა. მიწაში ქვის გრდემლი დაამაგრა, ზედ თეთრი კაჟის ქვა დადო, ჩორკნა დაუწყო, ქვას ქვით აწვებოდა, ანატკეცებს ახლეჩდა და დიდი წვალების შემდეგ კაჟის მოზრდილ ლოდს წვერი წაუმახვილა. 

ჩემი ეშვი, გაიფიქრა კაცმა და სიხარული ხორხოცით გამოხატა. დარტყმის დროს ხელისგული რომ არ ტკენოდა, ქვას წვერის საწინააღმდეგო მხარეს ხელის ჩასაკიდი მოუსწორა. 

კაცი დაიღალა, დაისვენა და შემდეგ ისევ დიდხანს, ძალიან დიდხანს წვალობდა, რომ ეშვისათვის ორსავ მხარეზე მჭრელი პირი გაეკეთებინა. 

ქვას ქვით პატარა ანატკეცებს აცლიდადა იარაღს ბასრ პირს უკეთებდა. გარს შემომსხდარი ბავშვები გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს მისი ხელების მოძრაობას და ყველა ცდილობდა მოხუცისაგან ესწავლა ეს გასაოცარი ხელობა.

ახლა თქვენ შეიძლება იფიქროთ: თუ ეს ყველაფერი უხსოვარ დროში მოხდა, ამან საიდან იცისო. აკი მოგახსენეთ, მე თვითონ ვახლდი არქეოლოგებს იმ მთაზე, როდესაც მათ კაჟის ხელნაჯახი იპოვნეს. 

ეს იარაღი საქართველოს ისტორიის მუზეუმშია გამოფენილი და ყველას შეუძლია ნახოს. 

ამ ხელნაჯახით ხის შუბებსაც აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები, ეს ორი იარაღი და ცეცხლი იყო მათი უდიდესი მონაპოვარი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ