მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 8770 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ძლიერი, მაგრამ მეტად ხარბი და შეუბრალებელი მეფე. რასაც კი თვალსაჩინოსა და მოსაწონს ნახავდა თავის საბრძანებელში, ყველაფერი თავისთვის უნდოდა. მხოლოდ თავის შინაობას და ნაზირ-ვეზირებს ამდიდრებდა და ალაღებდა... 

მეფის სახელით ასეთ ძარცვა-გლეჯაში გაწვრთნილი და წათამამებული მოხელეები ხალხს აწვალებდნენ და აღატაკებდნენ მთელს სახელმწიფოს. 

ხალხის ნაძარცვისაგან ხელმწიფესთან ნახევარიც არ მიჰქონდათ, მაგრამ ვინ იყო მთქმელი? ვინ გაბედავდა: „ჰეი, რას შვრებითო“, რომ ეთქვა მოხელეებისათვის? ან ხელმწიფისათვის გაებედნა რამე? ამისთანებს მაშინვე თავს გააგდებინებდნენ, ანდა ხუნდებშეყრილებს სამუდამოდ ჩააგდებდნენ ბნელეთში.

ხალხი ძლიერ შეწუხებული იყო, გამოსავალი კი არ ჩანდა. 

სად იყო და სად არა, ამ დროს გამოჩნდა ერთი მოლაპარაკე ჩიტი, სკვინჩა. ეს ჩიტი ხანდახან მოფრინდებოდა მეფის ბაღში და მოსეირნე მეფეს რომ დაინახავდა, ჭიკჭიკით დასძახებდა:

მეფე ძარცვავს ღარიბებს, 

მისიანებს ამდიდრებს.

მეფე ძარცვავს ღარიბებს,

მისიანებს ამდიდრებს.

ხან კიდევ სხვა ჰანგზე შემოსძახებდა:

მეფე ხოცავს მართალ ხალხს,

არც კაცს ზოგავს, აღარც ქალს.

მეფე ხოცავს მართალ ხალხს,

არც კაცს ზოგავს, აღარც ქალს.

მეფე ხშირად განრისხდებოდა ხოლმე ამ ჩიტზე და მის ასეთ თავხედობაზე, მაგრამ დაჭერა გაძნელდა. ბოლოს კი ბრძანა: უსათუოდ დაიჭირეთ ის სკვინჩაო!

მეფის სურვილი შეასრულეს - როგორც იყო, ჩიტი დაიჭირეს და მიუყვანეს მბრძანებელს. სკვინჩამ რომ მეფე ახლოს ნახა, უარესი სიტყვები მიახალა პირში. მაშინ განრისხებულმა მეფემ ბრძანა:

- წაიყვანეთ ეს სკვინჩა სამზარეულოში, დაკალით, გაპუტეთ, გაამზადეთ, შეწვით და სუფრაზე მომართვითო!

მეფის ბრძანება მაშინვე შეასრულეს. დაკლეს ჩიტი, გამოკუჭეს, გარეცხეს, წამოაგეს შამფურზე, შეწვეს და მიართვეს მეფეს სუფრაზე, მაგრამ ერთი გასაოცარი ამბავი მოხდა ამ დროს: შემწვარმა ჩიტმა ჩველებრივად დაიწყო ძახილი: 

მეფეს სუფრას დავუმშვენებ, 

მაგრამ კი არ მოვასვენებ. 

მეფეს სუფრას დავუმშვენებ, 

მაგრამ კი არ მოვასვენებ.

გამწყრალმა მეფემ დაგლიჯა ჩიტი და შეჭამა.

სადილის შემდეგ მეფემ ჩვეულებრივ გაისეირნ-გამოისეირნა. მცირეოდენი სეირნობის შემდეგ საკუთარი მუცლიდან ჩიტის ძახილი მოესმა: 

ღირსი იყო, გავლანძღე,

შიოდა და გავაძღე,

ღირსი იყო, გავლანძღე, 

შიოდა და გავაძღე.

მეფე ძლიერ შეშინდა: ვაითუ მუცელში რაიმე მიყოსო. მოიხმო ექიმები და წამლები დალია. ჩიტის უსიკვდილოდ გაშვება არავითარ შემთხვევაში არ უნდოდა. დაიბარა ვეზირები, კარისკაცები და უბრძანა:

- შემომიდექით აქეთ-იქით შიშველი ხმლებით და, თუ ვინიცობაა, ჩიტი გამოხტეს, მოკალით, თორემ, ცოცხალი ვერ გადამირჩებითო! 

ნაზირ-ვეზირები და კარისკაცები შიშმა აიტანა და ააკანკალა. ამოიღეს ხმლები და შემოუდგნენ მეფეს. ამ მიხლა-მოხლასა და ფაცა- ფუცში უცებ გამოვარდა სკვინჩა, ვეზირებმა სწრაფად მოუქნიეს ხმლები, მოახვედრეს მეფეს და სასიკვდილოდ დაჭრეს. 

ჩიტმა ფრთები გაიბერტყა, ჰაერში ჭიკჭიკით გაინავარდა, მერე ისევ შემოჯდა ბაღში ხეზე და დასძახა მომაკვდავ მეფეს:

უსამართლო მეფესა, 

ასეთი რამ შეხვდესა! 

უსამართლო მეფესა, 

ასეთი რამ შეხვდესა!

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ