მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 519 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჩვენ ვიცით, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა. ისიც ვიცით, რომ ღმერთი არის ყოვლად კეთილი. მაშ, როგორღა გაჩნდა ბოროტება, ნუთუ ისიც ღმერთმა შექმნა? რა თქმა უნდა, არა. მაშ, რითი შეიძლება აიხსნას, რომ ქვეყნად უამრავი უბედურება ხდება: ადამიანებს ერთმანეთისა შურთ, ერთმანეთი სძულთ, ერთმანეთს მტრობენ; როგორ შეიძლება ავხსნათ სიკვდილი, ადამიანი ხომ ღმერთმა უკვდავებისათვის შექმნა. 

ამ კითხვებზე პასუხს იძლევა ბიბლია. მოდი, ჩვენც მას მივმართოთ.

ადამიანის შექმნამდე ღმერთმა ანგელოზები შექმნა. თქვენ იცით, რომ ადამიანი სულისა და სხეულისაგან შედგება, ანგელოზებს კი სხეული არ გააჩნიათ. ისინი სულიერი არსებები არიან. მათ ღმერთმა თავისუფლება მიანიჭა. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ან ღმერთთან ერთად, ან უმისოდ ცხოვრება.

ზოგიერთმა ანგელოზმა არ ისურვა ღმერთთან ყოფნა, რადგან გაამპარტავანდა. იფიქრა, რომ ყველაფერი, რაც ღმერთმა მისცა - ძლიერება, გონიერება, მშვენიერება, უკვდავება და თავისუფლება, მისი საკუთარი დამსახურება იყო და გადაწყვიტა, რომ ღმერთის გარეშეც მშვენივრად შეძლებდა არსებობას.

ყველას და ყველაფერს სიცოცხლეს, სიკეთეს ღმერთი აძლევს. ღმერთისგან განდგომილ ანგელოზებს სრულიად შეცვალათ თვისებები. ისინი ღმერთისაგან აღარ იღებდნენ სიკეთეს, ამიტომ გადაიქცნენ ბოროტებად. იქ, სადაც სინათლე ვერ აღწევს, ადგილს ბნელი იკავებს. ერთი სიტყვით, ეს ანგელოზები ღმერთის მოწინააღმდეგენი გახდნენ. სატანა სწორედ მოწინააღმდეგეს ნიშნავს. 

ჩვენს ირგვლივ არიან ადამიანები. რომლებმაც არც კი იციან ბოროტი ანგელოზების არსებობა - ისინი იმდენად გაამპარტავნებულნი არიან, რომ ვერც კი წარმოუდგენიათ, თუ ადამიანზე ძლიერი ვინმეა ამქვეყნად, და ღმერთსაც სწორედ ამიტომ არ აღიარებენ. ვისაც ღმერთი სწამს, მან უნდა იცოდეს, რომ არსებობენ ბოროტი ანგელოზებიც, რომლებსაც შეუძლიათ მოახდინონ ადამიანებზე ძალიან ცუდი გავლენა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ დავუპირისპირდეთ მათ, როგორ დავიცვათ თავი მათგან. ამ სწავლებას ეკლესია ინახავს და ამაზე სულიერი მოძღვრისაგან შეგიძლიათ შეიტყოთ ყველაფერი. ჩვენ კი ჩვენი საუბარი განვაგრძოთ. 

ბოროტება ვერ ეტევა თავის თავში, ის ცდილობს თავისი ძალა სხვაზე გაავრცელოს. ბოროტი ანგელოზები ცდილობენ ადამიანებიც მოწყვიტონ ღმერთს.

შეიძლება ბევრი თქვენგანს ასეთი კითხვა გაუჩნდეს: - რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ბოროტი ძალა ადამიანს შეხებოდა. ღმერთი ხომ ყოვლისშემძლეა, ნუთუ მას არ შეეძლო ადამიანი სატანისაგან დაეცვა? ბევრმა არც კი იცის, რომ ადამიანს თვითონ ჰქონდა ძალა, გაემარჯვა სატანაზე. ადამს შეეძლო უარი ეთქვა მისთვის, ასეთ შემიხვევაში ბოროტი ანგელოზი ვერაფერს დააკლებდა მას, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა და აი როგორ:

ღმერთმა მთელი სამყარო ადამიანისთვის შექმნა. მას აჩუქა და მის პატრონად და მეფედ დაადგინა. როგორ უნდა ეპატრონა ადამიანს ქვეყნისათვის? ისევე როგორც მებაღე პატრონობს თავის ბაღს – აგროვებს წყალს და უსხამს მცენარეებს, რათა მათ ნაყოფი გამოისხან. 

ადამიანი ხომ ედემის ბაღში დაასახლა ღმერთმა (სამოთხე სწორედ ბაღს ნიშნავს), ადამიანს კი მთელი ქვეყანა სამოთხედ უნდა ექცია. ადამიანს უნდა დაეგროვებინა სულიერი წყალი ანუ მადლი, ღვთის მაცოცხლებელი კეთილი ძალა და შემდეგ ის მთელი სამყაროსათვის გაენაწილებინა, რათა მთელი სამყაროსთან ერთად გამხდარიყო ღვთაებრივი სიკეთის მონაწილე. სამყარო თავის მხრივ მოემსახურებოდა მის პატრონს, როგორც მეფეს ემსახურებიან მისი ყმები, ასე გახდებოდა ადამიანი ღმერთის მსგავსი.

როგორ უნდა დაეგროვებინა მადლი ადამიანს? - იკითხავთ თქვენ. ამისათვის ღმერთმა ადამიანს მისცა პირველი მცნება, ე. ი. სულიერი ცხოვრების პირველი კანონი - არ შეჭამა ერთადერთი ხის - სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხის ნაყოფი. თანაც გააფრთხილა, რომ თუ მცნებას დაარღვევდა, სიკვდილი ელოდა. მცნების შესრულებით კი მას უნდა გამოეხატა, რომ სჯერა და ენდობა ღმერთს, მადლიერია და უყვარს იგი. სწორედ მადლიერებითა და სიყვარულით ხდება მადლის მოპოვება, ე. ი. სიკეთის შემეცნება.

მაგრამ, აი, ადამიანთან მივიდა სატანა და მოატყუა იგი - ღმერთმა თქვენ ყველა ხის ნაყოფის ჭამა აგიკრძალათ, რადგან არ სურს ისეთები გახდეთ, როგორიც თვითონ არისო. ნახეთ, რა მშვენიერი გემი აქვს ამ ნაყოფს და რა ლამაზი სანახავიაო. ადამიანმა დაუჯერა სატანას. შემეცნების ხეში მან დაინახა არა მადლიერებისა და სიყვარულის, არამედ გემოთმოყვარეობის და სიამოვნების მიღების ნაყოფი. 

ამიერიდან მთელი მისი თვალთახედვა დავიწროვდა, დამახინჯდა - სამყაროში იგი ვერ ხედავს ბაღს, რომელსაც უნდა უპატრონოს, არამედ ყველგან დაეძებს ნაყოფს, რომელსაც შეუძლია ხორციელი სიამოვნება მიანიჭოს.  ადამიანი იმას კი არ ცდილობს, ღვთისგან მომდინარე ძალა სამყაროს გაუნაწილოს და მადლი გაამრავლოს, არამედ სულ იმის ცდაშია, როგორმე ეს ძალა წაართვას სამყაროს. 

სწორედ ამაშია ადამიანის უბედურება. ადამიანის პატრონობას მოკლებული სამყარო კვდება, იხარჯება და ილევა ისევე, როგორც მებაღის პატრონობას მოკლებული, უწყლოდ დარჩენილი ბაღი. ადამიანს არ შეუძლია მისი შველა, რადგან მარტოს, ღმერთის დაუხმარებლად იმისი ძალაც არა აქვს, საკუთარი თავი გადაირჩინოს. ის უაზროდ ფლანგავს ღვთისგან მოცემულ ძალას და ბოლოს კვდება.

ადამიანის და სამყაროს საშველად მოგვევლინა განკაცებული ღმერთი - იესო ქრისტე, ახალი ადამი. მან მოგვცა ახალი, ნამდვილი ცხოვრების მაგალითი. მაგალითი არა საკუთარი სიამოვნებისათვის ცხოვრებისა, არამედ თავდადებისა და სიყვარულისა, ღმერთთან ერთობისა. ქრისტემ დაამარცხა ცოდვა და სიკვდილი; მისი ცხოვრება გვასწავლის გზას მარადიული სიცოცხლისაკენ, მარადიული სიხარულისაკენ. 

მაშ რატომ გეხვდება ამ გზაზე თითეულ ქრისტიანს უამრავი განსაცდელი, რატომ უშვებს ღმერთი ბოროტების არსებობას? იმიტომ, რომ ცოდვამ საშინლად დააზიანა ჩვენი ბუნება. იმდენად, რომ ბევრს ბოროტება ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია. 

იმისათვის, რომ აღვადგინოთ ჩვენი ბუნება, როგორადაც ის ღმერთმა შექმნა, დიდი მონდომება გვმართებს. ბევრი დრო, ვარჯიში და წვრთნა სჭირდება ჩვილ ბავშვს იმისათვის, რომ გამართული სიარული შეძლოს, ისწავლოს საკუთარი ძალების გამოყენება. ადამიანის სულიერი წვრთნისათვის კი საჭიროა ბრძოლა ბოროტებასთან. უპირვლესად საკუთარი თავის დაცვა ბოროტებისაგან. 

ბოროტება დროებით არსებობს. ადამიანები, რომლებიც ღმერთთან ერთად ცხოვრობენ ამქევყნად, გარდაცვალების შემდეგაც არ კარგავენ ღმერთს. ისინი აგრძელებენ სიცოცხლეს, ოღონდ ახალ სიმაღლეზე - სასუფეველში, სადაც ბოროტებას ხელი აღარ მიუწვდება.

იესო ქრისტემ, ახალმა ადამმა, დაამარცხა ბოროტება. მან გაიმარჯვა სიმდაბლითა და სიყვარულით და იგივეს მოგვიწოდებს ჩვენც.

ღმერთი შეგვეწიოს, ამინ!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ