ეს მოგონებები იწერება იმ მოსაზრებით, რომ რომელიმე მკვლევარმა ჩვენი წარსული ცხოვრების სურათის დასახატად შეიძლება ამ სტრიქონებშიაც იპოვოს გამოსადეგი რამ მასალა. თუ ეს ასე იქნება, მაშინ ამის დაწერაც გამართლებული იქნება და დამწერიც დიდად დაკმაყოფილებული.
ნაშრომს კი ვუძღვნი მათ ხსოვნას, ვინც გული სიყვარულით გამითბო, მასწავლა ადამიანის პატივისცემა და ნდობა. მოკლე მონაგონებში არაფერი შეუფერადებელი არ იქნება, მხოლოდ სინამდვილე, რომელსაც გადაუხრელად ვემსახურებოდი მთელი ჩემი მწერლობის განმავლობაში.