მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 179 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

გურამ რჩეულიშვილი - ნათქვამია: ღმერთს სამება უყვარსო

 

ისევ სამი ამბავი, სულ სხვადასხვა

მომილოცია პირველი მარტი!

- გაზაფხულდა?

- საშიშიაო ნასესხები.

- ჰო,

- ვითომ?

- ვნახოთ.

- ვნახოთ და ვნახოთ.

 

* * * * * * *

 

ცქიტო წინ გავარდა. ვიღაცა აბუზღუნდა. მოხუცმა რაღაცა ჩაიდუდუნა.

ტროლეიბუსი დაიძრა.

ძლივს მოასწრო შეხტომა.

შიგ ჭედვა იყო.

ტროლეიბუსი ანჯღრევდა.

- დაკეტეთ კარი, - ყვიროდა კონდუქტორი. ცქიტო კიდევ უფრო შეიწია, მერე კარი გაუშვა. ის ხმაურით დაიკეტა. ისევ მიაწვა; უკან კარი იყო, წინ ხალხი. თავი მიაბრუნა. სახე ვიღაცის ყელზე მოსხმულ მელაში ჩაეფლო. ოდნავ გააჟრჟოლა. ერთი საფეხურით აიწია მაღლა. ახლა უკან კაცი მოექცა. წინ მელამოსხმული იდგა. გვერდებზე ისევ ხალხი.

ცქიტომ იგრძნო ქალი: სულ შეუმჩნევლად შეახო მარჯვენა მის წელს.

ტროლეიბუსი ანჯღრევდა.

გააჟრჟოლა.

მარცხენა სახელურს წაავლო. სახელურზე მოკიდებული ხელი ქალის მოჭიდებულ ხელს ეხებოდა.

უფრო გააჟრჟოლა.

მარჯვენათი უფრო იგრძნო ქალი.

ქალი გაყუჩდა.

სულ ნელა მიეყრდნო ვაჟს.

ტროლეიბუსი ანჯღრევდა.

- ბილეთი? - დაიძახა კონდუქტორმა.

ცქიტომ ცივად ჩამოიღო ხელი: ჯიბიდან ფული ამოიღო.

ქალი შეიშმუშნა: მანაც აიღო ბილეთი.

ხალხი წინ გაიწია.

ვაჟმა ისევ დააბრუნა მარჯვენა. ქალმა იუკადრისა: გვერდზე გადგა.

- თქვენ ჩადიხართ? - თქვა მან.

წინ ვიღაც გაიწია.

ცქიტოს წინ ულვაშა კაცი ჩადგა. ტროლეიბუსი აღარ ანჯღრევდა. გაჩერებას აღარაფერი უკლდა. “ერთი მაგისი”, გაიფიქრა ვაჟმა და უკანა კარიდან ჩამოვიდა. პიჯაკის კალთა ქვევით ჩამოწია: გაეღიმა, მერე ხესთან დადგა.

ქალმა ჩაიარა.

ცქიტომ თვალი გააყოლა.

მერე ისევ გააჟრჟოლა.

ტროლეიბუსი დაიძრა. “კარგი ქალი იყო”, ფიქრობდა ცქიტო, მერე ლეილას ნახვა მოუნდა, მერე უფრო მოუნდა. “ჯერ დავრეკავ, ნეტა მარტო იყოს”, გაიფიქრა მან და ხეს მოსცილდა.

 

ჭორი

 

ღრიალი გახშირდა. ღრიალებდნენ მთები ზარბაზნების გრიალისაგან. ეხო არღუნს ეცემოდა: აქედან გადადიოდა არხოტში.

მოდიოდა საკლავი.

დედაკაცები ჯვრის გარეთ ისხდნენ ძველი ადათის მიხედვით.

კაცები ჯვარში.

იკვლებოდა საკლავი.

იხდებოდა ლუდი, არაყი.

ხევისბერი წირავდა ყოველივეს.

გარშემომსხდარი ხევსურები ყაყანებდნენ.

ამხანაგები ძლივს აოკებდნენ გალეშილ მინდიას. შორს ისმოდა ღრიალი. ხევში დაბმული ცხენები ჭიხვინებდნენ. ძველი ადათ-წესებით ქალს ჯვარში არ უშვებდნენ.

იჭმებოდა საკლავი.

ისმებოდა ლუდი, არაყი ერთნახადი.

სადღაც ზარბაზანი გრიალებდა.

ღრიალებდნენ მთები.

ხევში ცხენი ჭიხვინებდა.

გალეშილ მინდიას ძლივს აკავებდნენ.

იდგა ათას ცხრაას ორმოცდასამი წელი. ჭორი მოვიდა დილით მთაში: - ბოლშევიკები გადადგნენო. - მოიტანა ამბავი.

ღრეობდნენ ხევსურები.

საღამოს საფიხვნო აივსო ხალხით. ქალები ბანზე ისხდნენ, კაცებიც, ბავშვებიც:

ჭორი მოვიდა დილით მთაში:

- ბოლშევიკები გადადგნენო.

უმაღლეს ადგილას იდგა თმაგაშლილი ჯაბუშანური გაბრიელ, ლოთი ხევისბერის შვილი, და დაბალი, არყისგან ჩაფხრეწილი ხმით კითხულობდა შილერს ორიგინალში. “ჭილჰგელმ თელლ” დაიწყო მან. ხევსურები გაირინდნენ. მზე ჩადიოდა. შორს დასავლეთი წითლად შეიღება, მერე სხივი მაღლა აიწია, მერე უფრო მაღლა. ბოლოს ჩაქრა. ახლა მხოლოდ ნათელი დარჩა იქეთ: ისმოდა ღრიალი, გრიალებდნენ ზარბაზნები.

- რაი?

- ტელიო მგონი.

- ვინა?

- ნემენცურია.

- გერმანულია.

- უცხოა.

ხალხი აშრიალდა. ბანზე ბავშვი ატირდა.

ლოთი ხევისბერის შვილი ჯაბუშანური გაბრიელ კი იდგა და თმააშლილი კითხულობდა ტელის მონოლოგს: ……...

ხევსურები ნელა გაჩუმდნენ. ბავშვმა ჩაიძინა.

ბავშვები არა ტიროდნენ.

ხევში დაბმული ცხენი დუმდა.

ღრიალებდნენ მთები.

გარინდული უსმენდა თემი ჯაბუშანურს: ის ჯერ კითხულობდა, მერე დაღამდა:

ხელში წიგნი ეჭირა და ზეპირად განაგრძნობდა კითხვას:

ხევში დაბმული ცხენი დუმდა, მერე ამოძრავდა, ყალყზე შედგა და აჭიხვინდა.

გაბრიელმა კითხვა მოათავა.

ახმაურდა თემი: ხევისბერმა ისევ ღრეობა გამოაცხადა. გალეშილ მინდიას ძლივს აკავებდნენ:

ისმებოდა სასმელი.

იჭმებოდა საკლავი.

ქალები ისხდნენ ჯვრის საზღვართან.

ღრეობდა თემი:

ჭორი მოვიდა დილით მთაში: ბოლშევიკები გადადგნენო.

ძაუგთან ღრიალებდა ზარბაზანი. იმ ღამეს ჯაბუშანურთა ძაღლს ყმუილი არ შეუწყვეტია.

ეს ამბავი ცუდად ენიშნა ხევისბერს.

შეუცნობელი იყნოსეს ხევსურებმა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ