მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3581 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო ერთი ხელმწიფე. ჰყავდა მოჯამაგირე, რომელიც მონადირე გახლდათ. დადიოდა იგი სანადიროდ და ნანადირევი ხელმწიფესთან მიჰქონდა.

ერთ დღეს მონადირემ არაჩვეულებრივი ჩიტი დაინახა. იფიქრა, ცოცხლად დავიჭერო, მივიდა, სტაცა ხელი, ჩაისვა უბეში და ჩაკეტა.

მეორე დღეს მოჯამაგირე ისევ სანადიროდ წავიდა. როცა შინ დაბრუნდა, ნახა, რომ ჩიტი მზეთუნახავ ქალად ქცეულიყო.

მონადირე მთელ დღეებს ქალთან ატარებდა; ხელმწიფემ იფიქრა, რაღაც ცუდი ამბავია ჩემი მონადირის თავსაო და გაგზავნა ორი ვეზირი. ვეზირები მივიდნენ მონადირესთან, დაინახეს მზეთუნახავი ქალი, თვალი ვეღარ მოაშორეს და იქ დარჩნენ.

გაუკვირდა ხელმწიფეს, რომ აღარც ვეზირები გამოჩნდნენ და კიდევ გაგზავნა ორი ვეზირი. იმათაც ისე მოუვიდათ, მზეთუნახავს თვალი ვერ მოაშორეს და იქ დარჩნენ.

შეწუხდა ხელმწიფე, რაღაც კარგი ამბავი არ არისო, და ახლა უფროსი, გამოცდილი ვეზირი გაგზავნა და უთხრა: წადი და გაიგე, რა ამბავია, რა მოუვიდათ მონადირესა და ვეზირებსაო!

ვეზირი წავიდა, ნახა ყველაფერი, დაბრუნდა მეფესთან და უთხრა: რა მოგახსენო, ბატონო მონადირეს ისეთი მზეთუნახავი ქალი ჰყავს, რომ შენ არც დაგსიზმრებიაო.

ხელმწიფეს ეუცხოვა ეს ამბავი და თქვა: მონადირეს უნდა მოვუხერხო რაიმე და მზეთუნახავი წავართვაო.

რჩევა-დარიგებისათვის დაიბარა ვეზირები. ერთმა ურჩია, დაავალე: მთა, რომელიც დილის მზეს გიფარავს, ხვალ დილამდის აწმინდოსო. ხელმწიფემ დაიბარა მონადირე და უთხრა:

- აი, ეს მთა ხვალ დილამდის უნდა აწმინდო, თუ არადა, შენი მზეთუნახავი უნდა მომცეო!

შეწუხდა მონადირე, დაბრუნდა შინ და უამბო ქალს, რაც ხელმწიფემ დაავალა.

- ეს არაფერიაო, - უთხრა ქალმა, მიცსა ერთი ვაშლი და დაარიგა: ამ ვაშლს გაჰყევი; სადაც ვაშლი გაჩერდეს, იმ ეზოში ჩადი, სატეხი და ეჩო ითხოვე და მოგცემენო.

ვაშლი გაგორდა და ერთ ეზოში გაჩერდა. ეს თურმე მზეთუნახავის მშობლების სახლი იყო. დედ-მამამ მაშინვე იცნო ვაშლი და მონადირე კარგად მიიღეს. მონადირემ სატეხი და ეჩო მოითხოვა, ამათაც მისცეს და გამოისტუმრეს.

მოვიდა ვაჟი შინ და მოიტანა სატეხი და ეჩო. ცოლმა უთხრა: ამ საღამოთი დაიძინე, ხვალ ადრე ადექი, დაიჭირე ეჩო და სატეხი და იმუშავეო!

მონადირე დაწვა და დაიძინა. მეორე დილით წავიდა და ნახა, მთა აწმენდილი იყო. მივიდა, დაუწყო მიწას სწორება.

ხელმწიფეს გამოეღვიძა და ძალიან გაუკვირდა. დაიბარა ისევ ვეზირი და ჰკითხა: როგორ მოვიშორო ეს ჩემი მონადირე თავიდანაო?

ახლა მეორე ვეზირმა ურჩია: უბრძანე, ზღვის გაღმა ქალაქი რომ არის, ის ხვალ დილამდის გამოღმა გამოიტანოსო.

ხელმწიფემ დაიბარა მონადირე და ის დაავალა, რაც ვეზირმა ურჩია.

მონადირე დაღონდა და ისევ ცოლს დაეკითხა: რა მეშველება, როგორ მოვიქცეო?

ქალმა ისევ ვაშლი მისცა და უთხრა: გაჰყევი ამ ვაშლს, სადაც გაჩერდება, იქ მოითხოვე საყვირი. მინდორში როცა გამოხვალ, დააყვირე და რაც ქვეყანაზე ნადირია, ყველა მოგროვდება და უთხარი შენი გაჭირვებაო!

მონადირე ასეც მოიქცა, საყვირის ხმაზე მოცვივდნენ ნადირები და უთხრეს: რაზე დაგჭირდით, ბატონოო?

მონადირემ უთხრა ნადირებს: ასე და ასე არის ჩემი საქმე, ეს ქალაქი, წყალს გაღმა რომ არის, ხვალ დილამდის გამოღმა, გააშენეთო!

ნადირებმა მოისმინეს მონადირის სიტყვა და წავიდნენ. მონადირე დაბრუნდა შინ. მეორე დღეს გაიხედა და დაინახა წყლის გამოღმა გაშენებული ისეთი მშვენიერი ქალაქი, რომ უკეთესს კაცის თვალი ვერ ნახავდა. ხელმწიფეს ეწყინა ეს, მაგრამ რა იზამდა. ბოლოს, ერთმა ურჩია: უბრძანე, „არვიცია“ მოგიტანოსო.

ხელმწიფემ მოიხმო მონადირე და უთხრა: გაძლევ სამი დღის ვადას, თუ მოგიტანია „არვიცია,“ ხომ მოგიტანია, თუ არადა, მოგკლავ და შენს მზეთუნახავს მე წამოვიყვანო.

წავიდა მონადირე „არვიციას“ საშოვნელად. იარა, იარა, ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, მივიდა ერთ უდაბურ ტყეში. იქ ერთი ქოხი ნახა. ქოხში ერთი ბებერი იჯდა და იძახდა: პილტონ, აბა, სადილი მომიტანეო!

მაშინვე სადილი გაჩნდა.

- აბა, პილტონ, ღვინო დამისხიო, - თქვა ბებერმა.

ღვინოც დაუსხა ვიღაცამ თუ რაღაცამ. მონადირე გაოცებული იდგა და ფიქრობდა ეს უნდა იყოს „არვიციაო“. ბებერი გარეთ გამოვიდა. მონადირე ჩუმად შევიდა ქოხში, ისადილა და ბოლოს დაიძახა: პილტონ, მოდი, ღვინო დალიეო.

მონადირეს მოესმა ხმა: არა, ბატონო, მადლობას გწირავ, მე ღვინოს არა ვსვამ; რამდენი ხანია ბებერს ვემსახურები, იმას ჩემთვის ერთი წვეთი ღვინო არ მოუწოდებია და შენ კი მოსვლისთანავე მომაწოდეო!

მონადირეს უკვირდა: რა სულდგმულია, რომ ლაპარაკობსო. ბოლოს დაიძახა: პილტონ, წამოხვალ ჩემთან თუ არაო?

- კი ბატონო, - მოესმა ხმა.

წამოვიდა შინ და გზაზე მალიმალ გაიძახოდა: პილტონ!

- რაა, ბატონო? - ესმოდა პასუხი.

გზაზე ერთი კაცი შეხვდა, რომელსაც ყუთი მიჰქონდა. ახადა ამ კაცმა ყუთს თავი და უცბად ჯარი ამოცვივდა. კაცმა ისევ ჩარეკა ჯარი ყუთში, დახურა, მოიკიდა ზურგზე და წასვლა დააპირა.

მონადირემ უთხრა: მოდი, კაცო, დავჯდეთ, პური ვჭამოთო.

მგზავრმა უპასუხა: არც შენა გაქვს რაიმე, არც მე, რა უნდა ვჭამოთო.

მონადირემ დაიძახა;

- პილტონ, სუფრა გაშალეო!

გაიშალა სუფრა ნაირ-ნაირი საჭმელებით. დასხდნენ და ისაუზმეს.

- პილტონ, აალაგე სუფრაო, - დაიძახა მონადირემ და სუფრა გაქრა.

მგზავრს გაუკვირდა ყველაფერი ეს და სთხოვა მონადირეს: გამიცვალე შენი პალტონი ჩემს ყუთშიო.

მონადირეს ჩასჩურჩულა ხმამ: გაატანე ჩემი თავი, ცოტაზე გავყვები და ისევ შენთან დავბრუნდებიო.

მართლა გაცვალეს. ცოტა მანძილი გაიარა მონადირემ და მოესმა ხმა: დავბრუნდიო.

მონადირე მივიდა ხელმწიფესთან. ხელმწიფემ ჰკითხა:

- რა ჰქენი, მომიყვანე „არვიციაო“?

ამ დროს ხელმწიფეს სტკიცა ვიღაცამ სილა და ჰკითხა:

- არ ვიციო!

- მე გახლავარ „არვიციაო“, - მიუგო ხმამ.

ხელმწიფე საშინლად გაბრაზდა, უნდოდა მოეკლა მონადირე. მაგრამ მონადირემ ახადა ყუთს თავი, ამოცვივდა ჯარი და დახოცა ხელმწიფე და მისი ვეზირები.

მონადირე დაჯდა ხელმწიფედ, მზეთუნახავი დედოფლად და „არვიცია“ - უფროს ვეზირად.

"გუშინ იქ ვიყავი,

დღე აქ მოვედი."

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ