მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1679 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი უშვილო ხელმწიფე და ჰყავდა ერთი ცხენი. ერთხელ ხელმწიფემ შესთხოვა ღმერთს: „ღმერთო, ერთი შვილი მომეცი, ნუ ღამტოვებ უშვილოდ, ვის უნდა დარჩეს ჩემი სახელმწიფო და საცხოვრებელი და ჩემს ცხენსაც კვიცი მიეცი, იმის ჯიშს ნუ გამომილევო. 

ქალი მომეცემა - იმ კვიცს სიძეს მივართმევ და ვაჟი მეყოლება - რძალსაო.

ჩქარა დაორსულდა დედოფა ლი და ცხენმაც იმაკა. ცხრა თვის შემდეგ მიეცა დედოფალს ქალი, მსგავსი მზისა, და სახელად უწოდა მზექალა. ცხენსაც ეყოლა კვიცი და უწოდეს მზევარდა. ისე გაზარდეს ორივე, რომ მათი სახელები არავის გააგონეს.

როდესაც გახდა ქალი თექვსმეტი წლისა, ხელმწიფემ მოიპატიჟა სხვა ქვეყნების ხელმწიფის შვილები და ხელმწიფეები, სადამდისაც კი ხმა მისწვდებოდა. შეიკრიბა დიდძალი ხალხი.

შეკრებილებს ხელმწიფემ გამოუცხადა: "ეზოში რომ დიდი ქვა დევს, თითო-თითოდ იმაზე შედექით და ვინც ქალისა და ან კვიცის სახელს იტყვის, ქალს ცოლად შეგრთავ და კვიცს სიძეს ვაჩუქებო."

მთელი ერთი წელიწადი ყოველდღე იმეორებდნენ სულ სხვადასხვა სახელებს, მაგრამ გერავინ გამოიცნო. 

ერთ ღღეს ერთი მათხოვარი მოვიდა ხელმწიფის მეზობელ ბებერთან ღა ჰკითხა:

- დედი, აი, იქ რა ამბავია, ამოდენა ხალხი რისთვის შეკრებილაო?

ბებერმა უამბო ხალხის შეკრების მიზეზი. გლახამ თქვა: „ნეტავი ისეთი რა ჰქვია, რომ ვერავის გამოუცვნიაო? “

- ქალს მზექალა ჰქვია და კვიცს მზევარდაო, - უთხრა ბებერმა.

წავიდა გლახა და ყვირის:

- მომეცალეთ, მომეცალეთო!

მოიხედეს, ერთი ღაღიანი გლახა მოარღვევს აზვირთებულ ხალხს და ყვირის: გზიდან ჩამომეცალეთო! მივიდა, ავიდა ქვაზე და დაიძანა:

- ქალსა ჰქვია მზექალა დღა კვიცს მზევარდაო.

ისე მოსწყდა ხელმწიფებს წელი და იმოდენა ხალხი ისე პირგამშრალი დარჩა, რომ ხმა ვეღარ ამოიღეს. თვით ქალის მამა შინ გულშეღონებული შეიყვანეს და ძლივს მოასულიერეს. 

ხელმწიფის ბრძანება არ გატყდებოდა. მაშინვე წაიყვანეს ეს გლახა აბანოში, დაბანეს, სახელმწიფო ტანისამოსი

ჩააცვეს, მაგრამ ღაღებს რა გამოულეედა, ყურიდან, ცხვირიდან თუ თვალებიღან წყაროსავით მოსდიოდა. ეს ამოდენა ხალხი სულ მაყრად გააყოლეს, გაატანეს მრავალი მზითევი და გაგზავნეს; რა საკვირველია, გზა

არ გამოილია და სახლი არ გამოჩნდა; რაც არა ჰქონდა რა გამოჩნდებოდა? დაიღალნენ და დასასვენებლად ერთ ტრიალ მინდორზე დადგნენ ღღისით. 

ისეთი დაღლილები იყგნენ ბევრი სიარულით, რომ მაშინვე დაეძინათ. მათხოვარიც მივიდა, ქალის კალთაზე წამოწვა და დაეძინა,

ქალმა უყურა, უყურა და დაიწყო ტირილი. 

- რათა ტირიო? - ჰკითხა ცხენმა.

- როგორ არ ვიტირო, აბა, უყურე, ეს რა სანახავი მიწეგს კალთაზეო, - უპასუხა ქალმა.

ცხენმა დაავლო პირი და ერთი ბალიში მიუტანა: აი ეს დაუდე თავთ, შენ ადექი, ვაჟურად ჩაიცვი, თმა აიკეცე, ქუდი დაიხურე და წავიდეთ, სხვა სახელმწიფოში მიგიყვანო. 

ქალმა, მართლაც, დაუღვა ბალიში თავის ღაღიან სატრფოს, ჩაიცვა ვაჟურად, აიკეცა თმა, დაიხურა ქუდი, შეჯდა ცხენზე და წავიდა. 

გამოეღვიძათ, აღარც ქალი იყო და აღარც ცხენი. აბა, სადღა წავიდოდნენ, ყველანი უკან დაბრუნდნენ და ღაღიანი სასიძოც თავის გზაზე წავიდა.

ცხენმა ქალი ერთი სახელმწიფოს ბოლოზე გაიყვანა, მინდორზე ანწლის ქოხი აუგო და დააყენა. მოჰქონდა ნანადირევი და ქალს კვებავდა იმითი.

ქალმაც ისწავლა ნადირობა და თვითონაც ცოცხალ ხოხობსა და კაკაბს იჭერდა. ერთ დღეს, ვნახოთ, ჯარით მოვიდა ერთი ყმაწვილი, მეტად მშვენიერი, იშვიათი სილამაზისა. სანადიროდ წამოსულიყო. ის იყო

ხელმწიფის შვილი, იმ მიდამოს პატრონი, საღაც ქალი და ცხენი იყო დაბინავებული. დაიწყეს ნადირობა და მიადგნენ ქალის ქოხს.

- გამარჯობა, ყმაწვილო, საიდან ბრძანდებიო. - გამოეხმაურა ხელმწიფის ვაჟი.

- სხვა სახელმწიფოდანა ვარ, სანადიროდ წამოვედიო, - მიუგო ქალმა და თანაც მიეშველა თავისი ცხენით, დაიჭირეს ფეხდაფეხ ცოცხალი ნადირი და ფრინველი.

საღამოთი ხელმწიფის შვილი შინ დაბრუნღა და დედას უთხრა, - მამა დიდი ხანია არა ჰყავდა, - ჩვენს ბოლოზე ერთი ყმაწვილი დაბინავებულა, ცხენიც და თვითონაც ისე ნადირობენ, რომ ვერცერთი ფრინველი წაუვაო, ცოცხალს იჭერენო. 

ამის შემდეგ დაიწყო ხელმწიფის შვილმა სანადიროდ სიარული და ყოველ კვირას ნადირობდნენ ერთად.

ერთ დღეს ხელმწიფის შვილმა უთხრა დედას:

- დედი, უნდა დავპატიჟო ის ყმაწვილი, დიდაღ დავალებული ვარ მისგან, სულ ის მაძლევს, რაც ნანადირევი მომაქვსო!

- დაპატიჟე, თუკი გესიამოვნებაო! -- უთხრა დედამ. 

ვაჟი კიდევ რომ წავიდა სანადიროდ, ის ქალიც დაპატიჟა. 

ქალი ცხენს დაეკითხა: - ხელმწიფის შვილი მეპატიჟება და წავიდე თუ არაო?

- წასვლით წადი, მაგრამ ვიცი, ღვინოს დაგაძალებს და შენ კი სულ არ შეგიძლია სმა. რამდენი დალიო, შენს გულში იფიქრე: მზევარდას მუცელში-თქო. მე დავითვრები და შენ არა, მხოლოდ დამხურე კარგად, რომ არ გავცივდეო. - უთხრა ცხენმა.

ქალი წავიდა და ცხენიც თან წაიყვანა. მივიღნენ შინ, დედამ რა ნახა, შვილს უთხრა:

- შვილო, ქალი არისო!

ვაჟმა უთხრა:

- როგორ შეიძლება, ქალი იყოს, გაფრენილ ხოხობს ფეხდაფეხ იჭერსო!

მოამზადებინა საუკეთესო სადილი, მოიწვია დიდებულნი და კარგი დრო გაატარეს, ძლიერ ბევრი ღვინო დალიეს. თუმცა ქალი სვამდა, მაგრამ არ დაითვრა, თავის გულში ამბობდა ყოველი ჭიქის დალევაზე: „მზევარდას მუცელშიო“ და არ მოეკიდა. 

სადილი ვახშმად გადაიქცა. გავიდა ქალი თავისი ცხენის სანახავად. ცხენს სულ ოფლი სდიოდა და უთხრა:

- კარგად დამხურე, არ გავცივდე, თორემ მოვკვდებიო.

დახურა კარგად, მისცა საჭმელი თავისი ხელით და წავიდა დასაძინებლად. მეორე დღეს, რომ გაიღვიძეს, ვაჟმა უთხრა დედას:

- აკი თქვი, ქალიაო, რამდენი ღვინო დალია და არ დაითროო!

- მაინც ქალიაო! - უთხრა დედამ. 

სამი დღე გაატარეს ამ ყოფით, თუმცა ქალი არა დგებოდა, მაგრამ ვაჟმა არ გაუშვა. მეოთხე დღეს ცხენმა უთხრა:

- მე კი აღარ შემიძლია ღვინის დალევა, ჩემზე ნუღარ იტყვი და თუ შეგიძლია, შენ დალიეო.

რას იზამდა, ვაჟის ხათრით კიდევ დარჩა ქალი, მაგრამ ერთი ჭიქა რომ დალია, იქვე დაეძინა, ქუდი მოვარდა და თმები ჩამოეშალა. მშვენიერი სანახავი იყო ამ დროს.

- აკი გითხარ, შვილო, ქალია-მეთქი, - უთხრა დედამ ხელმწიფის შვილს.

- ქალი არის და უფრო კარგი, ცოლად შევირთავ, ღმერთმა მომცაო.

დაიწყეს მზადება და ქალმაც, რასაკვირგელია, უარი არა თქვა. დაიწერეს ჯვარი, გადაიხადეს ქორწილი და ცხოვრობდნენ ბედნიერად,

ისე უყვარდა ვაჟს, რომ მეტი აღარ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც ნადირობის სურვილმა გაიტაცა, დააპირა ცხრა მთას იქით სანადიროდ წასვლა და ქალს უთხრა:

- შენი ცხენი უნდა მათხოვოო!

ქალი დაეკითხა ცხენს:

- შენს თავსა მთხოვს, ცხრა მთას იქით სანადიროდ მიდის და ვათხოვო თუ არაო?

- ათხოვებ - ინანებ, არ ათხოვებ - ინანებ, რას იზამ, ათხოვე, მაგრამ ავშარას ნუ გაატანო! - უთხრა ცხენმა.

ქალი წავიდა და უთხრა ვაჟს:

- ცხენს გათხოვებ, მაგრამ ავშარას კი ვერაო.

- ვის გაუგონია უავშაროდ ცხენის თხოვებაო?! - გაიკვირვა ვაჟმა.

წავიდა ქალი და ცხენს უთხრა:

- არა შვრება უავშაროდაო.

- ავშარა ათხოვე, ბორკილს მაინც ნუ ათხოვებო, - უთხრა ცხენმა.

წავიდა ქალი და უთხრა ვაჟს:

- ავშარას გათხოვებ და ბორკილს კი ვერაო.

ვაჟმა უთხრა:

- არ შეიძლება, ცხენს ყოველივე თავისი სამკაული ზედ უნდა ჰქონდესო.

რაღას იზამდა, ცხენი ყოველივე თავისი შეკაზმულობით მისცა. ქალი ფეხმძიმედ იყო და ვაჟმა დაუბარა დედას:

- ყოგელ კვირას შიკრიკი გამომიგზავნე, ცოლის ამბავი შემატყობინე, რა ეყოლება, ისიც მაცნობეო!

გამოემშვიდობა დედასაც, ცოლსაც და წავიდა. ცხრა მთას იქით გადავიდა და ერთ დედაბერთან დაიდო ბინა. დღისით სანადიროდ მიდიოდა და ღამე შინ ბრუნდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს დედამ მისწერა:

- შვილო, მშვიდობით მოილოგინა შენმა ცოლმა, ვაჟი ეყოლა ოქროსქოჩრიანი, მოდი და ნახეო!

მიიღო დედაბერმა შიკრიკი, გამოართვა წერილი, წაიკითხა და გადაწერა იმავე ხელზე:

- შვილო, ცოლი მოგირჩა, ძაღლის ლეკვი ეყოლა, მოდი და ნახეო.

ვაჟი მივიდა საღამოთი. დედაბერმა თავისი ნაწერი გადასცა. ვაჟმა წაიკითხა და რა გაიგო, ცოლი მშვიდობით მორჩაო, ღმერთს მადლობა შესწირა, დედას კი მისწერა: ძაღლის ლეკვი ეყოლა თუ რაც, ჩემს მოსვლამდის დედაცა და შვილიც კარგად შემინახეო. 

როცა მეორე დღეს ვაჟი სანადიროდ წავიდა, დედაბერმა გადაწერა ეს წერილიც და გაატანა შიკრიკს:

"ოქროსქოჩრიანი ვაჟი ეყოლა თუ რაც, ჩემს მოსვლამდის დედაცა და შვილიც საკირეში ჩაყარე და დაწვიო! “

მოუვიდა დედას ეს წერილი და გაუკვირდა, აქ გიჟდებოდა ცოლისათვის და იქ რა დაემართაო. კიდევ მოსწერა: „შვილო, აკი ძლიერ გიყვარდა ცოლი და მშვენიერი, ოქროსთმიანი ვაჟიცა გყავს, რად უნდა დავწვა, მოდი,

ნახეო .“ 

შიკრიკმა მიიტანა დედაბერთან. დედაბერმა წაიკითხა და კიდევ გადაწერა: „შვილო, ძაღლის ლეკვი გეყოლა, შენი თვალით ნახეო .“ 

მოვიდა ვაჟი საღამოთი და დაახვედრა თავისი ნაწერი. ვაჟმა კიდევ დაწერა: „დედავ, აკი მოგწერე, ძაღლის ლეკვი ეყოლა თუ რაც, ჩემს მოსვლამდის კარგად შეინახე დედაცა და შვილიც .“ მეორე დღეს წავიდა სანადიროდ.

დედაბერმა გადაწერა: „ოქროსქოჩრიანი ვაჟია თუ რაც, ჩემს მოსვლამდის დედაცა და შვილიც საკირეში დაწვიო! “

რა ქნას დედამ? ვაისაც ეშინია და ვალალისაც. დაწვას, არ ემეტება არც რძალი და არც შვილიშვილი, არა და - შვილი მოვა და რა პასუხი მისცეს?

დააწყობინა ისევ საკირეში ბლომად ხმელი შეშა და მოუკიდეს ცეცხლი.

- მე კი ვერ ვუყურებო, - თქვა დედამ და გაატანა თავიანთ ჯარისკაცებს, - რომ გახურდეს, ჩაყარეთო! კარგად რომ გახურდა საკირე, აიღეს და დედაცა და შვილიც ჩაყარეს შიგ, თვითონ კი საჩქაროდ გაშორდნენ იქაურობას, რადგანაც ძალიან ებრალებოდათ, მოვარდა იმ წამსვე ცხენი, დაავლო პირი და დედაცა და შვილიც ნაპირს გადმოყარა.

- აკი გითხარ, ავშარსა და ბორკილს ნუ ათხოვებ-მეთქი. რომ შევიტყვე, ავშარა გავწყვიტე და გამოვიქეცი - წელის ძვალი გამიტყდა, შუა გზას რომ მოველ, ბორკილიც გავწყვიტე და წელიც სულ მომწყდა. მე ვეღარ ვიცოცხლებ, ვიცი ჩქარა მოვკვდები, ჩემს ძვლებს ნუ გადააგდებ, აიღე და დიდ მინდორს გარშემო ღობე შემოავლე, შიგ შედი და დაიძინე, როცა გაიღვიძებ, გალავანი გექნება გარშემო და სახლებიო. ეს უთხრა თუ არა,

მოკვდა კიდეც საწყალი ცხენი. 

ქალმა ბევრი ტირილისა და ვაების შემდეგ, - ვიღა მეყოლება პატრონიო, - ცხენი გაატყავა ჯიბის დანით და ძვლები შემოურიგა მინდორს. დაღამდა კიდეც. დაწვა ამ უდაბურ მინდორზე, თავისი პაწია შვილი ჩაიკრა გულში და დაიძინა. 

ადგა მეორე დილით, ნახა, მშვენიერი გალავანი არტყია. ახლა ძვლები კიდევ ჩამოარიგა, რამოდენიმე ოთახებად დაყო და იმ ღამესაც დაიძინა. გაეღვიძა და ნახა, რომ ეზოში მშვენიერი სახლები დგას. დაიდვა ბინა და დაიწყო ცხოვრება. ნადირობდა და ირჩენდა თავს. შვილიც ეზრდებოდა. ვინც წლით იზრდება, ის დღით

იზრდებოდა იმდენს, გაივსო ბადრ მთვარესავით, მშვენიერი გაიზარდა.

ხელმწიფის შვილმა გაიგო, ცხენს აუწყვეტიაო, მაშინვე დაბრუნდა შინ და იკითხა:

- ჩემი ცოლ-შვილი სად არისო?

- დავწვიო, - უპასუხა დედამ.

- როგორ თუ დაწვი, რა დაგიშავესო? - ჰკითხა შვილმა.

დედამ მოუტანა წერილები, აი, მწერდი და დავწვიო.

ვაჟმა თავისი ნაწერი იცნო, სიტყვები კი - ვერა. გაუკვირდა, შენა მწერდი, ძაღლის ლეკვი ეყოლა შენ ცოლსაო, აქ კი ოქროსთმიანი ვაჟიო. გაუკვირდა დედასაც:

- რას ამბობ შვილო, მე გწერდი ოქროსთმიანი ვაჟი გეყოლა, მოდი და ნახე-მეთქი. გაიგეს, რომ დამნაშავე ბოროტი დედაბრის ენა იყო. წაიშინეს თავში, იტირეს, იგლოვეს, მაგრამ რაღას უშველიდნენ.

გაიარა დიდმა ხანმა. დედამ ურჩია შვილს, სანადიროდ წადი, გულს გადააყოლებო. დაუჯერა დედას, ადგა და თავიანთი მამულის ბოლოზე წავიდა. მიადგა ქალის სასახლეს და გაუკვირდა, ეგ ნეტავი ვის აუშენებიაო!

შემოუარა გალავანს გარშემო, კარებს შეხედა, დაინახა მშვენიერი ქალი და პატარა ოქროსთმიანი ვაჟი. ძლიერ მოეწონა, ყმაწვილს დაუძახა და ჰკითხა:

- ვინა გყავს, პატარავ, აქა, ვისთანა ცხოვრობო?

ბავშვმა უთხრა:

- ჩემი დედა და მე ვართო.

ხელმწიფის შვილმა აღარ მოიშორა ეს ბავშვი, თან აიყოლია ნადირობაში, ერთი ხოხობი მისცა ბავშვს და დააბარა:

- თუ შეიძლება, დედაშენმა შეგვიწვას და გამოიტანე, ერთად ვგჭამოთო!

ბავშვი გაიქცა, დედას ხოხობი მიურბენინა და დაბარებული გადასცა.

ქალმა იცოდა, რომ თავისი ქმარი იყო, დაინახა თუ არა, ბავშვი განგებ გაუშვა სათამაშოდ. როდესაც შეწვა, უთხრა:

- წადი, შვილო, სთხოვე, აქ მობრძანდეს და აქ მიირთვასო.

გაიქცა ბავშვი, ხელმწიფის შვილი სიხარულით გამოჰყვა; რადგანაც შემთხვევა ეძლეოდა ამბის გაგებისა, თუ ვინა ცხოვრობდა ამ სასახლეში.

ქალმა ზრდილობიანად მიიღო სტუმარი. ვაჟმა ვერ იცნო და გაუმეორა კითხვა:

- ვინა ცხოვრობს აქ, ან რამდენი, ან საიდანაო. წინათ აქ არც ეს სახლი, არც ეს გალავანი ყოფილაო, თუმცა აგერ სამი-ოთხი წელიწადია აქეთ აღარ გადმომივლია, რადგან მიზეზი მქონდა, არ გამომევლო, ჩემი ცოლშვილი ამ მინდორში დამეღუპაო.

ქალმა თავიდან უამბო თავგადასავალი, თუ დედ-მამას როგორ მიეცა, როგორ აღზარდეს, როგორი ცხენი ჰყავდა, გლახას როგორ გააყოლეს, მინდორში ცხენთან როგორ ცხოვრობდა, ან ხელმწიფის შვილმა როგორ ითხოვა, ქმრის სანადიროდ ყოფნის დროს შვილი ეყოლა და, როცა ეს ამბავი ქმარს შეატყობინა, რა პასუხი მიიღო, როგორ ჩაყარა დედამთილმა საკირეში, მერმე ცხენმა დედაცა და შვილიც როგორ გადაარჩინა, როგორ

მოკვდა ცხენი, იმისი ძვლებით როგორ ააშენა სახლი და რა გაჭირვებით ცხოვრობს პაწია შვილით.

ეს ამბავი რომ მოისმინა, ხელმწიფის შვილი წამოხტა, მოეხვია ცოლსა და შვილს დაკოცნა და დაიწყეს ტირილი.

სთხოვა, დაევიწყებინა მისი მიზეზით მიყენებული უსიამოვნება, მითუმეტეს, რომ მე დამნაშავე არა ვყოფილვარ, სულ იმ ბებრის საქმე იყოო.

ცხენმა რომ დაიჭიხვინა და ავშარა აწყვიტა, ვიგრძენ უბედურება რამ იქნება-მეთქი, იმას კი რა მომაფიქრებდა, რაც მომხდარა. როდესაც მოველ შინ, დედაჩემმა ყველაფერი მიამბო და წერილებიც მაჩვენა, გავგზავნე კაცი

იმ ბებრის სახლში და სულ მტვრად ვაქციეო. 

გახარებულმა ხელმწიფის შვილმა დედასთან გაგზაგნა კაცი, ჩემი ცოლ-შვილი ვიპოვე უვნებელი და

შენც აქ მობრძანდიო. 

მაშინვე დედაც მოიყვანეს. რძლისა და შვილიშვილის ნახვით დიდად გაიხარა, გაგზავნა კაცები, რაც საცხოვრებელი ჰქონდათ, სულ აქ მოატანინა, გააშენა ქალაქი, დაასახლა თავისი სახელმწიფო

და ცხოვრობდნენ ბედნიერად. 

მარტო ცხენზეღა დარდობდნენ, რომ აღარა ჰყავდათ მოამაგე ცხოველი.

ჭირი იქა, ლხინი აქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა. 

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ