მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 999 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ერთ ხელმწიფეს მშვენიერი ქალი ჰყავდა. მთხოვნელებს ეუბნებოდა: ავი ზნე მაქვსო!..

ზნიანი ქალი აბა ვის რად უნდოდა და ყველა უკან მიდიოდა.

ამ ქალის ამბავი ერთმა ყმაწვილმა გაიგო და სათხოვრად მივიდა. 

ქალმა უთხრა:

– მოგთხოვდები, მაგრამ ერთი ავი ზნე მაქვსო!

- რა ზნეო? - ჰკითხა ყმაწვილმა.

- ქალბატონობა მომივლის ხოლმეო!

ყმაწვილმა უთხრა:

- მეც მაქვს ერთი ზნე, ვაჟბატონობა მომივლისო!

- მაშ, ჩვენი საქმე კარგად ყოფილა, შენც ზნე გაქვს და მეც, მოგთხოვდებიო! - მიუგო ქალმა.

ითხოვა ყმაწვილმა ეს ქალი და შინ წაიყვანა. 

ერთხელ გახურებული მკაა. ყმაწვილმა სამკალში მამითადი წაასხა, გოჭი დაკლა და ცოლს დაუბარა:

- სადილი წამოგვიღეო!

ქალმა ქმარი გაისტუმრა თუ არა, რაც კარგი ტანისამოსი ჰქონდა, ჩაიცვა, დაიხურა, გამოეწყო, დაჯდა და ფერ-უმარილს ისვამს. 

შემოვარდა ძაღლი და მაგიდიდან მოიტაცა გოჭი.

სადილობა უკვე გადავიდა. მამითადს მოშივდა. სადილი არა ჩანს.

ყმაწვილს უთხრეს:

- არ გვინდა გოჭი. ცარიელი პური მაინც გვაჭამეო.

წამოვიდა ყმაწვილი შინ. ნახა, ქალი ფერ-უმარილს ისვამს.

- რა დროს ეგ არის, დედაკაცო, მამითადი დამემშა!

- შენი მამითადი რაში მეკითხება, დღეს ქალბატონობამ მომიარაო! - უპასუხა ქალმა.

- ჰო, რახან ქალბატონობა მოგსვლია, კარგი, გოჭი რაღა იქნა?

- შემოვიდა ცუგუა და გაიტაცა ქუცუა!

- აბა, ნუ გეწყინება, მეც ვაჟბატონობა თუ მომივლისო, - უთხრა ქმარმა. წამოავლო სახრეს ხელი და ისე მაგრად ურტყა, სულ ჯარასავით ატრიალა.

- შენი ჭირიმე, ოღონდ ახლა დამეხსენი და ჩემს დღეში აღარ მომივლის ქალბატონობაო! - ევედრებოდა ქალი.

ამის შემდეგ აღარც ქალს მოსვლია ქალბატონობა და არც ქმარს ვაჟბატონობა.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ