მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1004 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო ერთი საწყალი ქვრივი დედაკაცი. ჰყავდა სამი ობოლი. ცხოვრება უჭირდა: რა უნდა ეჭმია და ესმია ობლებისათვის, ლობიოსა და მჭადის მეტი არაფერი მოეპოვებოდა, იმისი შოვნაც უძნელდებოდა.

ერთ დღეს ქვრივმა ქალმა მოკრიფა ქორფა კიტრები, ჩაყარა გოდორში, მოიკიდა ზურგზე და წავიდა ბაზარში: კიტრებს გავყიდი და ბავშვებს რამეს გუყიდიო.

დაინახა, გზაზე ეგდო ერთი ნადუღით სავსე ქოთანი. ქალს ნადუღის პოვნა ძალიან გაუხარდა: ჩემს ობლებს ღმერთმა საჩუქარი გამოუგზავნაო.

აიღო ქოთანი და წავიდა გახარებული. შორი გზა ჰქონდა გასავლელი და მიიჩქაროდა.

ქვრივი ქალი ჩაფიქრდა. თვალწინ წარმოუდგა მისი გაჭირვებული ცხოვრება, უდროოდ დაკარგული ქმარი, საწყალი ობლები, უკაცო ოჯახი.

ფიქრობს: რა კარგი დღე გამითენდა, კიტრებს გვარიან ფასად გავყიდი, ნადუღშიაც ორ მანეთს ავიღებ, ამ ფულით ერთ დეკეულს ვიყიდი, გავზრდი და მარჩენალი ძროხა მეყოლებაო; ჩემს ობლებს მაშინ არც რძე მოაკლდებათ, არც ყველი და არც ნადუღიო.

ქვრივს ეგონა, ეს ყოველივე ცხადად აუხდა და ძროხის წველას შეუდგა. ამ ფიქრებში წასული ქალი გზას აცდენოდა და პირდაპირ მდინარეს მიდგომოდა. უცებ ფეხი დაუცდა და შიგ მორევში გადავარდა. კიტრები და ნადუღი წყალმა წაართვა, თვითონაც ძლივს გადაარჩინეს მგზავრებმა.

ქვრივი ქალი წყლიდან ამოიყვანეს სულ დასველებული. ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოსულიყო. შემდეგ, ცოტა რომ მოსულიერდა, ისევ შინ დაბრუნდა. მირბოდა საწყალი სახლისკენ და მიტიროდა: ვაი, ჩემო უბედურო ობლებო, მოგიკვდეთ დედათქვენი, როგორ ხელიდან გამოგაცალეთ მარჩენალი ძროხაო!

ასეთია ღარიბი კაცის იღბალი. რა იქნებოდა, საწყალი ქვრივი ქალი წყალში არ გადავარდნილიყო! მაგრამ ხომ გაგიგონია, შენ ხარ ჩემი ბატონი, საწყალ კაცს ქვა აღმართში მიეწევაო!.. 

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ