მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 11730 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ღარიბი გლეხკაცი. ჰყავდა ერთი ოქროსქოჩრიანი პატარა ბიჭი, იმ ბიჭს ნამდვილი სახელიც ერქვა, მაგრამ ყველა კოკროჭინას ეძახდა.

ერთხელ გლეხი ყანაში წავიდა სამუშაოდ. კოკროჭინა გაეტირა, მეც უნდა წამოვიდეო, მამამ უთხრა: იქ წყალი არ არის შვილო, მოგწყურდება, მარტო წყაროზე ვერ წახვალ და გამაცდენო.

- არა, არ მომწყურდებაო - დაიჟინა ბიჭმა

მამამ წაიყვანა. მუშაობს მამა ყანაში, კოკროჭინა კი ტყის პირად ჩიტის ბუდეებს ეძებს. დასცხა, მოსწყურდა, პირი გაუშრა. ითმინა, ითმინა და ბოლოს ვეღარ მოითმინა.

- მამი, წყალი მწყურიაო.

რა უნდა ექნა მამას, საქმეს თავს ხომ ვერ დაანებებდა. აბგიდან მჭადი ამოიღო და კოკროჭინას უთხრა:

- აი ამ მჭადს გავაგორებ და შენ უკან მიჰყევი, სადაც ეს გაჩერდება, წყაროც იქ იქნება. მაღლა არ აიხედო, ისე დალიე და გამოიქეცი უკან.

მიგორავს მჭადი და მისდევს კოკროჭინა. ბოლოს წაიქცა მჭადი და წყაროც გამოჩნდა. მივიდა ბიჭი წყაროსთან, დალია წყალი და აბა რა არის მაღლაო, აიხედა. აიხედა და რას ხედავს ? ვაშლის ხე დგას და თურაშაული წითელი ვაშლებით არის დახუნძლული. კოკროჭინა გახარებული აფოფხდა ხეზე და დაუწყო ვაშლებს კრეფა და ჭამა.

სად იყო და სად არა, გაჩნდა ვაშლის ძირას პატარა, ღრჯოლებიანი, მოკუზული დედაბერი:

- შვილო, შვილო, მადლის გულისათვის ერთი ვაშლი ჩამომიგდეო

კოკროჭინამ ჩამოუგდო, დედაბერმა აიღო ვაშლი, ერთ ლუკმად შესანსლა და ისევ ასძახა:

- ის ვაშლი ტალახში ჩამივარდა, კიდევ ჩამომიგდე...

კოკროჭინამ მეორე ვაშლი ჩამოუგდო, დედაბერმა ისიც შესანსლა და შეეხვეწა:

- ისიც ტალახში ჩამივარდა, შენს გაზრდას, დამიწიე ვაშლის ტოტი, მე თვითონ მოვწყვეტ.

კოკროჭინა დაბლა ტოტზე გავიდა და დაუწია. დედაბერმა მოზიდა ტოტი, სწვდა კოკროჭინას ფეხში, ჩამოათრია ხიდან, ჩასვა გუდაში, მოუკრა თავი და ზურგზე წამოიკიდა.

მიდის, მიკუნკულებს. დაიღალა, გუდა მოიხსნა, თვითონ ბუჩქებში გადაუხვია, კოკროჭინამ იფხაკუნა, იფხაკუნა და ამოძვრა გუდიდან. გუდაში რიყის ქვები ჩაყარა, თავი მოუკრა, გაიქცა და ისევ ვაშლის ხეზე ავიდა.

დაბრუნდა დედაბერი, მოიკიდა გუდა ზურგზე და ისევ კუნკულით გასწია შინისაკენ. მიადგა თავის ქოხის კარს და დაუძახა რძალს:

- პატარძალო, პატარძალო, გამოიტანე გობსაცერი, ოქროსქოჩრიანი ბიჭი მოგიყვანეო.

გამოვიდა ქოხიდან გობსაცრით ალქაჯი, ხტის სიხარულით და აკრაჭუნებს ღრჯოლებს. წამოაპირქვავეს გობზე გუდა, მაგრამ გობი მარტო რიყის ქვით გაივსო.

- სად არის ოქროსქოჩრიანი ბიჭი ? - იკითხა მსუნაგმა ალქაჯმა.

შერცხვენილი დედაბერი ისევ ვაშლის ხისაკენ წაკუნკულდა, მივიდა ვაშლის ხის ძირას და ისევ დაუწყო ხვეწნა კოკროჭინას:

- შვილო, შვილო, გაგეხუმრე. ჩამომიზნიქე ერთი ტოტი, მშიერს ნუ დამტოვებ დედა-შვილობასაო.

არ დაუჯერა კოკროჭინამ, მაგრამ დედაბერმა ისე მოისაწყლა თავი, ისე ევედრა და ეხვეწა, შეებრალა კოკროჭინას, დაუზნიქა ტოტი, დედაბერი სწვდა კოკროჭინას ფეხში, ჩამოათრია ხიდან, ჩასვა გუდაში, მოკრა თავი, წამოიკიდა ზურგზე და დაუსვენებლად მიიყვანა შინ.

წამოაპირქვავა გობზე გუდა და ოქროსქოჩრიანი ბიჭი გაუგორა წინ თავის ალქაჯ პატარძალს. ზრდიდნენ და ასუქებდნენ დედამთილი და პატარძალი ამ ბიჭს.

ერთხელ დედამთილი თავის საკუდიანო საქმეებზე წავიდა და პატარძალს ჩუმად დაუბარა:

- დღეს ეგ ბიჭი დაკალი, შემოდგი ქვაბი კერაზე და მომიხარშე.

კოკროჭინამ ყური მოჰკრა დედაბერის სიტყვებს. დედაბერი წავიდა თუ არა, გახარებული ალქაჯი მაშინვე დანის ლესვას შეუდგა. კოკროჭინამ უთხრა:

- მომეცი ეგ დანა, გალესვაში მოგეხმარები.

რა იცის მსუნაგმა ალქაჯმა, რომ ბიჭმა კუდიანი დედაბერის ნათქვამი გაიგონა. აიღო და მისცა დანა, თვითონ დგას და ნერწყვს ყლაპავს. გაუქნია ბიჭმა ის დანა ალქაჯს და გააგორა კიტრივით. 

კუდიან დედაბერს ერთი შავი კატაც ჰყავდა, საკუდიანო საქმეებში ის ეხმარებოდა, სანამ ის იქნებოდა ცოცხალი, დედაბერი ყველგან გამარჯვებული გამოვიდოდა. ატეხა იმ კატამ კნავილი, ისეთი ხმით ღნაოდა, მეორე სოფელში გავიდოდა მისი ხმა. 

სწვდა კოკროჭინა კატას და ისიც ზედ წააკლა ალქაჯს. ნახა ქვაბი თუხთუხებდა, აკუწა ის კატა და შიგ ჩაყარა. ალქაჯი ტახტის ქვეშ დამალა, თვითონ კი სხვენში აძვრა.

დაბრუნდა დედაბერი, შორიდანვე დაუწყო პატარძალს ძახილი, ხმა არავინ გასცა. იფიქრა მეზობლებშია გადასულიო, შევიდა შინ, ჩაიხედა ქვაბში და სიხარულით შესძახა:

- ოოოო, რა სადილი დაუხვედრებია ჩემს პატარძალს.

ამოიღო ხორცი ქვაბიდან და დაიწყო ჭამა. ამ დროს სხვენიდან კოკროჭინამ ჭვარტლი გადმოყარა ხორცზე. დედაბერს თაგვი ეგონა და ასძახა:

- ფრთხილად თაგუნია თორემ შეგაკნატუნებ.

კიდევ ჩამოცვივდა ჭვარტლი, ახლა თავისი კატა ეგონა.

- ფრთხილად ფისუნია, თორემ შენც შეგახრამუნებ.

ჭვარტლი ისევ ჩამოცვივდა, აიხედა დედაბერმა, პატარა ოქროსქოჩრიანი ბიჭუნა დაინახა და გაშტერდა. შემოეყარა გულს, მიხვდა რა ამბავიც იყო მის თავს. აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ ვერაფერს გახდა, სხვენში ვერ ავიდა. მაშინ ტკბილი სიტყვები სცადა ბიჭის ხელში ჩასაგდებად:

- კოკროჭინა შვილო, მითხარი როგორ ახვედი მანდ ?

- როგორ და გავახურე კეცი, დავკარი საჯდომი ზედ და ამოვხტი.

დედაბერი ეცა მაშინვე კეცს, გაახურა, დაჰკრა საჯდომი. დაწვით კი დაეწვა და გამწარდა, მაგრამ ახტომით სხვენში რას ახტებოდა, ისევ შეეხვეწა კოკროჭინას:

- სიმართლე მითხარი, როგორ ახვედი მანდ ?

- დავდგი საჩეჩელი, დავკარი საჯდომი და ამოვხტი.

დაფაცურდა დედაბერი, დადგა საჩეჩელი. საჩეჩელზე დაჰკრა საჯდომი, მაგრამ ზედ ჩამოეგო, სხვენში კი ვერ ახტა.

მაშინ მესამედ შეეხვეწა დედაბერი:

- მითხარი შე არგასაზრდელო, როგორ ახვედი მანდ, ჰა?

- სიმართლე თუ გინდა ეს არის: გავახურე თონე, გადავაფარე ფარდაგი, ვკარ ბუქნი ზედ და ამოვხტი.

დედაბერი თონესთან მივიდა, გაახურა, გადააფარა ფარდაგი, დახტა ზედ და აგიზგიზებულ თონეში ჩავარდა. ჩაიწვა და ამოიბუგა მისი სახსენებელი.

ოქროსქოჩრიანი კოკროჭინა კი ჩამოვიდა ძირს, მოუსვა რაც ძალი და ღონე ჰქონდა შინისაკენ.

მას შემდეგ მამას ყველაფერს უჯერებდა.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ