მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1091 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო და არა იყო რა, იყო ღარიბი ცოლ-ქმარი. უჭირდათ ცხოვრება, ექვსი შვილი ჰყავდათ შესანახი. ერთ დღეს მოიფიქრა მამამ: წავალ, მოსამსახურედ დავუდგები ვინმესო.

მართლაც, ადგა და წავიდა სხვა სახელმწიფოში. იარა, იარა და მიადგა ერთ დიდ სასახლეს. სასახლიდან გამოვიდა ერთი კარგად ჩასუქებული კაცი. გლეხმა უთხრა:

- მოსამსახურე არ გინდაო?

- მინდაო, - უთხრა ამ კაცმა.

ახლა უნდა მორიგებულიყვნენ, თუ წელიწადში რამდენად იმსახურებდა. ჩასუქებულმა კაცმა ჰკითხა გლეხს:

- ალალი ორი შაური გინდა, თუ არამი თუმანიო?

გლეხი დაფიქრდა და უთხრა:

- ალალი ორ შაური მირჩევნიაო.

ასეც მორიგდნენ. 

გლეხმა სამი წელიწადი იმსახურა იმ კაცთან. სამი წელი რომ გავიდა, გლეხს მოუნდა ცოლ-შვილის ნახვა და შეეხვეწა ბატონს:

- სახლში დამითხოვეო.

ბატონმა გამოუტანა სამი წლის ჯამაგირი ექვსი შაური, მისცა და უთხრა:

- წადი, ხეირი ნახეო!

გლეხი წამოვიდა ტირილით. ფიქრობს გუნებაში: სამი წელიწადი ვემსახურე და ავიღე ექვსი შაური, აბა, რა მივუტანო ცოლ-შვილს, ან რა ვუთხრაო?

ამ წუხილში გადავიდა სხვა სახელმწიფოში. დაინახა, ერთ ადგილას დიდი რიგი დგას. მივიდა გლეხი და დაინახა, არავის არაფერს არ აძლევენ დუქანში. 

გლეხმა იკითხა:

- რა იყო დუქანში გასაყიდიო?

ხალხმა მიუგო:

- აქ არის სარკე გასაყიდი, მხოლოდ ალალ ორ შაურზე ყიდიანო.

გლეხმა დაიძახა:

- მე მაქვს ალალი ორი შაურიო!

შევიდა დუქანში და იყიდა სარკე. ჩააგდო ტომარაში და ისევ წავიდა ტირილით.

იარა, იარა და გადავიდა სხვა სახელმწიფოში. იქაც დიდი რიგი იდგა. მივიდა, იკითხა, რა იყო გასაყიდი. ხალხმა მიუგო, კატა არის გასაყიდი, მხოლოდ ალალ ორ შაურად ყიდიანო. 

შევიდა გლეხი დუქანში, იყიდა კატაც, ჩასვა ტომარაში და ისევ გაუდგა გხას.

ახლა ფიქრობს: ეს სარკე ვიყიდე, ეს კატაც ვიყიდე, დამრჩა ორი შაური. ეს ორი შაური კი ჩემს ცოლ-შვილს რას არგებსო და ისევ ტირილი დაიწყო.

ამ ტირილში გადავიდა კიდევ სხვა სახელმწიფოში. აქაც დაინახა დიდი რიგი. გლეხი მივიდა და იკითხა, რა იყო გასაყიდი. 

ხალხმა მიუგო:

- აქ ჭკუასა ჰყიდიან ალალ ორ შაურადაო.

გლეხმა იფიქრა, ბარემ ამასაც ვიყიდიო. შევიდა დუქანში და ნოქარს უთხრა:

- მე მაქვს ალალი ორ შაური და ჭკუა მასწავლეო!

ნოქარმა უთხრა:

- ვინც რა უნდა შეგეკითხოს, შენ უთხარი: ორივე კარგი და ლამაზია-თქო. ეს არის ჭკუაო.

გლეხმა მისცა ორი შაური და გამობრუნდა.

ახლა ფიქრობს გლეხი: სამი წლის სამსახურით სარკე და კატა ვიყიდე, ჭკუაც ვისწავლე, მაგრამ ამით ჩემს ცოლ-შვილს რა ვარგოო?

გავიდა სხვა სახელმწიფოში. დაინახა რომ აქ მთელი ხალხი ტირის.

გლეხმა იკითხა:

- რა ატირებს ამ ხალხსო?

- ჩვენს სახელმწიფოს წყალი არა აქვს. ერთი წყალი არის მიწაში კასრით ამოსატანი, ვინც მის ამოსატანად ჩავიდა, უკან ვეღარ ამოვიდაო.

გლეხმა იფიქრა: მე ხომ ჭკუა მაქვს, იქნებ ამოვიტანო წყალი და მომცენ რამეო. უთხრა ხალხს:

- მომიტანეთ ჭურჭელი, მე ამოვიტან წყალსაო!

მართლაც, მიუტანეს ჭურჭელი, ჩავიდა გლეხი მიწაში და დაინახა ერთი ბებერი დედაკაცი და ორი ახალგაზრდა ქალი, ერთი ძალიან ლამაზი იყო - მზეთუნახავი, მეორე კი - გონჯი და შავი. ლამაზი ქალი გერი იყო ბებერი დედაკაცისა, შავი კი - შვილი.

ბებერმა დედაკაცმა ჰკითხა:

შვილო, ა, ამ ორ ქალში რომელი უფრო ლამაზიაო?

გლეხმა უთხრა:

- ორივე კარგი და ლამაზიაო.

დედაბერმა აუვსო კასრები და გაატანა.

ხალხმა რომ დაინახა, გლეხი ცოცხალი დაბრუნდა და წყალიც მოიტანაო, ძალიან გაუკვირდათ და გაიქცნენ მეფესთან გასაგებინებლად. მეფემ დაიბარა სასახლეში გლეხი და ჰკითხა, თუ როგორ ამოიტანა წყალი.

გლეხმაც ყველაფერი უამბო. მეფემ იგი დააჯილდოვა ოცდაათი საპალნე ოქრო-ვერცხლით თავის აქლემებიანად, თანაც შეიპატიჟა პურის საჭმელად. 

გლეხმა რომ კარებში თავი შეყო, დაინახა, აქეთ-იქით კაცები იდგნენ და ცოცხები მაღლა ჰქონდათ აწეული. გლეხს ეგონა, უნდა ჩამარტყანო და უკან გადმოხტა. მეფემ დაარწმუნა, თაგვები გვყავს ძალიან გამრავლებული, ჩვენ რომ პურის საჭმელად დავსხდებით, დაგვეხვევიან და პურს გვტაცებენო, ესენი იმიტომ დგანან, თაგვები არ მოუშვან ახლოსო.

გლეხმა უთხრა:

- გაუშვით ეგ კაცები, მე მოვუვლი თაგვებსო.

ამოსვა ტომრიდან კატა. კატა აქეთ ეტაკა, იქით ეტაკა და თაგვები სულ დახოცა. დასხდნენ პურის საჭმელად თავისუფლად, კატამ ერთი თაგვიც არ მიუშვა ახლოს. 

მეფეს მოეწონა კატა და გლეხს ვაჭრობა დაუწყო. დიდი ხნის ვაჭრობის შემდეგ გლეხი დათანხმდა ოც საპალნე ოქროზე. 

გლეხი გულში იძახის: ჩვენს სოფელში ხელმწიფეც აღარ შემედარებაო, ეს ამოდენა სიმდიდრე უნდა წავიღოო. ჩემისთანა მდიდარს თმაგაწეწილი სიარული აღარ შეშვენისო. ამოიღო სარკე, დაიწყო შიგ ცქერა და ქოჩრის გვერდზე ვარცხნა.

თურმე იმ სახელმწიფოში არც სარკე იყო ცნობილი. მეფის ქალიშვილმა თვალი მოჰკრა სარკეს, მივიდა, თვითონაც ჩაიხედა: მიტრიალ-მოტრიალდა, თავისი ტანი რომ დაინახა, გაუკვირდა, მივარდა მამას და უთხრა:

- მამი, სარკე მიყიდეო!

მეფემ ისიც იყიდა, მისცა ათი საპალნე ოქრო. გლეხმა ეს სამოცი საპალნე ოქრო წაიღო თავის ცოლ-შვილში. აიშენა დიდებული სასახლე და ამის შემდეგ ისე ცხოვრობდა, რომ მეფეებიც კი შენატროდნენ.

ჭირი იქა, ლხინი აქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა. 

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ