მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1036 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო ერთი სოგდაგარი. ჰყაგდა სამი ქალიშვილი.

ერთხელ სავაჭროდ მიდიოდა, თავისი ქალიშვილები მოიხმო და ჰკითხა:

- უცხო მხარეს მიგდივარ და რა მოგიტანოთო?

უფროსმა უთხრა:

- ისეთი კაბა მომიტანე მისით ჩამეცმებოდეს და მისით გამეხდებოდესო.

შუათანამ უთხრა:

- ისეთი სარკე მომიტანე, რომ ყველაფერი დამანახოს, რაც დედამიწის ზურგზე და მაღლა ცაში ხდებაო.

უმცროსს უთხრა:

- შენ რაღა მოგიტანოო?

უმცროსმა უპასუხა:

- მოვიფიქრებ და გეტყვიო.

ქალს ერთი ძალიან ჭკვიანი ძიძა ჰყაგვდა და იმას ჰკითხა:

- მამა უცხო მხარეს მიდის და რა დავაბარო, რა მომიტანოს, შენ მასწავლეო!

ძიძამ უთხრა:

- ისეთი ვაშლი მოგიტანოს, რომ ნატვრას გისრულებდესო.

წავიდა ქალი და მამას დააბარა:

- ისეთი გაშლი მიყიდე, გავჭრა, ისეგ გამთელდეს, გაჭრილი შევჭამო და მეფის დედა გაგხდეო. 

- კარგიო, - უპასუხა მამამ და წავიდა. დაბრუნდა ერთი წლის შემდეგ - უფროსებს მოუტანა, რაც დააბარეს, უმცროსს უთხრა:

- შენ რაც დამაბარე, ვერ ვიშოვე. აღმოსავლეთით ყოფილა ერთი ბაღი, გველების ღობე ჰქონია, მცველად პირდაღებული ვეშაპები ჰყოლია და ის ვაშლიც იქა მდგარა. იმ ბაღს ჯერ ადამიანის ძე არ მიჰკარებია და აბა, მე

როგორ მოგიტანდიო!

დაღონდა ქალი, ტირილი დაიწყო. მივიდა ძიძა და ჰკითხა:

- რად ტირი, გენაცვალეო?

- ასეა ჩემი საქმე, მამას ის ვაშლი ვერ უშოვია, ჩემი დების დაბარებული საჩუქრები კი მოუტანიაო.

ძიძამ ანუგეშა: თუ მარჯვედ მოიქცევი, შენ თვითონ იშოვი მაგ ვაშლსაო. წადი აღმოსავლეთისაკენ, ერთ ტრიალ მინდორში თვალს მოჰკრავ პატარა ბაღს. ეს არის სწორედ ის ბაღი, გველების ღობე რომ ავლია და

ორი პირღაღებული ვეშაპი შესასვლელთან რომ უწევსო. 

ბაღში ერთადერთი ის ხე დგას. ესენი იმ ხესა და ნაყოფს დარაჯობენო. შუადღეზე, მზე მაღლა რომ აიწევა და სიცხე ჩამოაჭერს, მაშინ გველებსა და ვეშაპებს ეძინებათო. სწორედ ის დრო შეარჩიე, შევარდი, მოწყვიტე ერთი ვაშლი და უკან არ მიიხედო, ისე გამოიქეციო.

წავიდა ქალი. იარა ერთი დღე, მეორე, მესამე, ერთი თვე. მიაღწია, როგორც იყო, იმ მინდორს. გაიხედ-გამოიხედა და დაინახა საკვირველება:

ერთ ალაგას მრგვალად არის მოვლებული გველების ღობე. შესასვლელთან პირდაღებული გველეშაპები წვანან. შიგნით ერთადერთი ვერცხლის ხე დგას, ზურმუხტის ფოთლები ასხია, მსხვილ-მსხვილი ვაშლები აბია: ერთ მხარეს ლალის ფერის, მეორე მხარეს ალმასის ფერისა.

ამის დანახვაზე ქალმა კინაღამ ჭკუა დაკარგა. გადაწყვიტა: ან ამ ქვემძრომების ლუკმა უნდა გავხდე, ანდა ეს ვაშლი უნდა დავკრიფოო,

შუადღისას მივიდა ახლოს. გაიხედა, მართლაც, სძინავთ გველეშაჰებს, დაუდვიათ მიწაზე თავი და ხვრინავენ. ქალმა ისკუპა და შევარდა ბაღში. მოწყვიტა ერთი ვაშლი და გამოიქცა უკან. მორბის და მოაქვს ვაშლი. უხარია, მაგრამ რაღაც ხმაურობა ესმის: აშლილა მთელი გველეთი, გველეშაპები წივილ-კივილითა და ყვირილით მოსდევენ ქალს.

მოიხედა უკან, რაღა ქნას! მირბის, ღონე ელევა. უკან მისდევს აუარება ქვემძრომი. რაღაც ხძა გაიგონა: გადაუგდე ვაშლი, თუ არა, დაიღუპებიო.

სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ქალმა გადაუგდო ვაშლი და გრძნობამიხდილი იქვე დაეცა. ცოტა ხნის მერე გონს მოვიდა, ადგა, გაიხედ-გამოიხედა, არაფერი არა ჩანს, არც ვაშლია, არც გველეშაპები და გველები მისდევენ. 

დგას ერთ მინდორში, უნდა დაბრუნდეს შინ, მაგრამ გზა დაეკარგა, საით წავიდეს, არ იცის. დაადგა გზას და მიდის. სად მიდის, თვითონაც არ იცის. გაიხედა, თვალი მოჰკრა პატარა საყდარს. მიადგა კარს. კარი დაკეტილია შიგნიდან. არც საჭმელი, არც არაფერი. შემოუარა გარს: უნდა თავი შეაფაროს. დაჯდა იქვე და დაიწყო ტირილი.

რომ დაღამდა, როღაც ხმაური გაიგონა შიგნიდან. შეეშინდა და იქვე დაიმალა. უცებ გაიღო კარი. ერთი ახალგაზრდა ვაჟი გამოვიდა საყდრიდან და ბნელაში მიიმალა. კარი ღია დარჩა.

ქალი შიგ შევიდა და ნახა: ერთ კუთხეში კუბო დგას, მეორეში - ლოგინი. ლოგინის წინ სუფრაა გაშლილი პურ-ღვინით. ქალს ძალიან შია. უნდა პური მოტეხოს, მაგრამ ამ დროს ფეხის ხმა გაიგონა და ლოგინქვეშ შეძვრა.

შემოვიდა ვაჟი. გაიარ-გამოიარა, პირი დაიბანა. დაჯდა და პურის ჭამას შეუდგა. გათენებამ მოაღწია თუ არა, ვაჟმა ახადა კუბოს თავი და შიგ ჩაწვა. 

ქალი გამოვიდა სარდაფიდან. მივიდა კუბოსთან. უნდა ამ ბიჭს პური სთხოვოს. ნახა, რომ ვაჟი უკვე მკვდარია. ქალს შეეშინდა, მივიდა სუფრასთან და იფიქრა: მე თვითონ მოვტეხ პურს და ვჭამო. ყველაფერი ხელუხლებელივით დახვდა. გაუკვირდა ძალიან: ეს კაცი წუხელ პურსა ჭამდა და სუფრა კიდევ სავსეაო. ქალმა ვერ გაბედა პურის ჭამა. შიოდა, მაგრამ არ ახლო ხელი არაფერს.

გააღო კარი და გამოვიდა გარეთ. უნდა წასვლა, მაგრამ სად წავიდეს. ვერაფერს ხედავს, არც გზა არის, არც არაფერი.

იხეტიალა ცოტა ხანს. საღამოს ჟამს ისევ ამ საყდარში შევიდა. მზე რომ ჩავიდა, სინათლე თავისთავად აინთო საყდარში. მიიხედა, კუბოდან კიდევ რაღაცა ხმაური გაიგონა. შეეშინდა, ისევ იმ ლოგინქვეშ შეძვრა და დაიმალა. გამოიჭყიტა და ხედავს, კუბოდან მშვენიერი ვაჟი ამოძვრა, გაიზმორა, გაიარ-გამოიარა, პირი დაიბანა, მივიდა სუფრასთან, დაჯდა, აიღო პური და ჭამას შეუდგა. 

პურის ნამცეცები სუფრის წინ დაცვივდა. ქალმა ხელი გამოჰყო, პაწაწინა ნამცეცები პირში ჩაიდო და სული მოითქვა.

გათენებამ მოაწია თუ არა, ვაჟი ისევ ჩაწვა კუბოში. ქალი არ შეუმჩნია.

მეორე დილას ქალი გამოვიდა ლოგინქვეშიდან. ახლა კი ვეღარ მოითმინა, შიმშილისაგან დასუსტებულმა, მივიდა სუფრასთან, ნახა, ყველაფერი ისევ ხელუხლებელია. გაბედა, როგორც იყო, პური და ხორცი მოჭრა და

შეჭამა, ერთი ჭიქა ღვინოც დაისხა და დალია. 

ამასობაში ისევ დაღამდა. კვლავ შეძვრა ლოგინქვეშ. ვაჟიც ადგა კუბოდან ცოტა ხნის მერე და მიუჯდა სუფრას. დახედა პურს თუ არა, ზეზე წამოვარდა: ეს რა ამბავია ჩემს თავსაო! ოცდაათი წლის განმამლობაში

თაგვი რა არის, ისიც არ მინახავს ამ საყდარშიო.

ერთი მოზრდილი პურის ნაჭერი ისროლა. ქალმა გამოყო ხელი და წაეტანა. ვაჟმა სტაცა ხელში ხელი და გამოათრია. შეხედა, რას ხედავს, მშვენიერი ქალია!

მოეწონა ძალიან. უამბეს ერთმანეთს თავიანთი თაგგადასავალი. ქალმა ვაჟს ჰკითხა:

- რა არის, რომ დღისით მკვდარი ხარ და ღამით ცოცხალიო?

ვაჟმა უამბო:

- მე ვარ ერთი სოფლის ბატონიშვილი. ნადირობა მიყვარდა ძალიან. ერთხელ სანადიროდ წავედი. ერთ ირემს გამოვეკიდე. ირემი თვალიდან არ მეკარგებოდა, დღე და ღამ მივდეგდი. ერთ მაღალ მთაზე ავიდა და იქ გაქრა. მთაზე რომ ავდიოდი, მზის ცხრა თვალი დაჰყურებდა დედამიწას და არემარეს წვავდა. მეც, სიცხისაგან შეწუხებულმა, მზეს მშვილდ-ისარი ვესროლე. მოხვდა თვალში და ცალი თვალი წაუხდინა. იმის მერმე ქვეყნის

ნახევარი სულ ბნელშია გახვეულიო. 

ამისთვის ღმერთმა დამსაჯა: დღე მკვდარი ვარ და ღამე ცოცხალიო. ნათესავებთან ცხოვრება არ შემიძლია, დედ-მამამ ამ მინდორში ამიშენა საყდარი. აქ დაასვენეს ჩემი კუბო და ასე ვცხოვრობ მას შემდეგ. დღეში ერთი პური, ერთი ცხვრის გავა და ერთი დოქი ღვინო მეძლევა. გადმოვასხამ, ღვინოს იმდენივე ემატება, მოვჭრი ხორცს - ხორცი მთელდება, მოვჭრი პურს - პური მთელდებაო... აი, შენ რომ პური მოგიჭრია, ხომ ხედავ, ემჩნევა, არ გამთელებულა! ახლა არ ვიცი, შენ რა უნდა გაჭამოო?

ძალიან შეუყვარდათ ერთმანეთი. ვაჟი გაქრებოდა ღამის სიბნელეში, მოჰქონდა პურის ნატეხები. ხან თვითონ მშიერი რჩებოდა და იმ ქალს აძლევდა თავის ულუფას.

ასე შეინახა ვაჟმა ქალი ექვს თვეს. ქალს დაეტყო ორსულობა. ვაჟმა უთხრა:

- შენი აქ ყოფნა შეუძლებელია. ძალიან მიყვარხარ, მაგრამ აქ ვერ შეგინახავ, უნდა წახვიდეო!

ქალმა ტირილით უთხრა:

- მე შენ თავს ვერ დაგანებებო.

ვაჟმა არ უსმინა. ამოიღო გორგალი, ძაფის ბოლო ხელში მისცა, გორგალი გააგორა მინდორში და უთხრა:

- მიყეგი მაგ გორგალს და ჩემს მშობლებთან მიგიყვანსო. მშობლებს არაფერი უთხრა, ბავშვი გეყოლება, ბავშვს იქვე დატოვებ და ისევ ჩემთან გამოიქცევიო.

გადაეხვია ქალს, აკოცა და გაისტუმრა. წავიდა ქალი, მიჰყვება გორგალს. იგორა გორგალმა და ერთი ციხე- დარბაზის წინ გაჩერდა. ქალიც იქვე ჩამოჯდა. ნახეს მოსამსახურეებმა, ჯერ არ შეუშვეს სახლში, მაგრამ მერე სახლის პატრონმა მოჰკრა თვალი, შეეცოდა ორსული ქალი და შინ შეუშვა. ცხოვრობდა იქ. ერთ დღეს ეყოლა მშვენიერი ვაჟიშვილი. 

კუთხეში აგდია საწყალი, ჩალა უგია და კონკები ახურავს. ღამღამობით ვიღაცა მოდის ამ ქალთან და გარედან უძახის:

- სულო ჩემო, როგორ შენ და როგორ ჩემი ძეო?

- ჩალაზე ვწევართ მე და შენი ძე, კონკები გვახურავს, პურის ქერქი გვიყრია, იმის დასალბობად ერთი კათხა წყალი გვიდგასო.

კაცმა ჩაილაპარაკა: ვაი დედასა ჩემსა! ვაი მამასა ჩემსა! ვაი უფრო გადიასაო!

ეს გაიგონეს მოსამსახურეებმა. წავიდნენ და ბატონს უთხრეს:

- ვიღაც კაცი მოდის ღამით და ამისთანა სიტყვებს ეძახის იმ ქალს, ჩვენ რომ აქ გვყავს სამადლოდაო.

ერთ ღამეს თვითონ ოჯახის პატრონები ჩამოვიდნენ ძირს და დაიმალნენ კუთხეში. ღამით ისევ მოვიდა ეს კაცი და დაიძახა:

- სულო ჩემო, როგორ შენ და როგორ ჩემი ძეო?

იმ ქალმაც დაუძახა:

- ჩალაზე ვწევართ მე და შენი ძე, კონკები გვახურავს, გამხმარი პურის ქერქები წინ გვიყრია, იმის დასალბობად ერთი კათხა წყალი გვიდგასო.

კაცმა გარედან დაუძახა:

- ვაი დედასა ჩემსა! ვაი მამასა ჩემსა! ვაი უფრო გადიასაო! - და გაქრა ღამის სიბნელეში. გამოცვივდნენ გარეთ, მაგრამ ვერაფერი დაინახეს.

ქალს გამოჰკითხეს:

- ვინ არის, რომ გელაპარაკებაო? ქალმა უამბო თავისი თაგგადასავალი. ვაჟის დედ-მამას ეჭვი დაებადა: ეს უთუოდ ჩვენი შვილი იქნებაო.

ქალი დააწვინეს მშვენიერ ოთახში და მომვლელები დააყენეს თავზე.

- ის ვაჟი რომ მოვიდეს, აქ შემოიხმე და არ გაუშვა, გვაჩვენეო.

იმ ღამეს არაფერი. მეორე ღამეს მოვიდა კარს უკან და დაიძახა:

- სულო ჩემო, როგორ შენ და როგორ ჩემი ძეო?

ქალმა რა გაიგონა, აქედან ხმა მისცა:

- შემოდი ოთახშიო!

იმან უთხრა:

- მე შემოსვლა არ შემიძლია. ის კი არა, აქ მოსვლის უფლებაც არა მაქვსო. მითხარი, როგორ ხართო?

ქალი არ მოეშვა:

- არ გეტყვი, შენი თვალითა ნახეო!

კაცმა ვერ გაუძლო ქალის მუდარას. შევიდა. ბავშვს დაუწყო კოცნა, ქალსაც გადაეხვია. კარის უკან დედ-მამა იყო ჩასაფრებული. შემოცვივდნენ მაშინვე, შემოეხვივნენ ვაჟს, იცნეს შვილი, დაუწყეს კოცნა. დედ-მამა ტიროდა. არ უშვებდნენ: ჩვენთან დარჩიო, ეუბნებოდნენ.

ვაჟი არ ნებდებოდა: საცა არის, გათენდება, უნდა წავიდე, თუ არა, აქ მოვკვდებიო.

ამასობაში მამალმაც იყივლა. უკვე თენდებოდა. ვაჟს მუხლები მოეკვეთა და მკვდარი დაეცა. შეიქნა წივილ-კივილი. დედ-მამის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა.

ამ დროს ქალი წამოვარდა: მე უნდა ვიშოვნო ამის მოსარჩენი წამალიო.

ადგა და წავიდა. დედ-მამამ მოსამსახურეები გააყოლა - ოთხი კაცი. ქალი ფიქრობს: უნდა წავიდე მზესთან და იმან უნდა მომცეს მაგის მოსარჩენი წამალიო.

მიდის ქალი. მიჰყვებიან კაცები. თვეობით მიდიან, წლობით მიდიან. მოსამსახურეები გზაში დაეხოცნენ. თვითონ ტანისამოსი დაეხა, დაგლახაკდა. მობრუნების იმედი არა აქვს. გადაწყვიტა, ცოცხალი არ დავბრუნდებიო. მზის ქვეყანას უნდა მიაღწიოს. მზეს უნდა გამოსთხოვოს ვაჟის მოსარჩენი წამალი.

მივიდა მზის სასახლეში, სული ძლივს მიიტანა. მზე შინ არ იყო. მზის დედას გაუკვირდა:

- აქ ჩემი შვილის შიშით ადამიანი არ მოსულა, ყოველივე სულდგმულს წვავს მისი სიახლოვე, შენ როგორღა გაბედე მოსვლაო?

- მე არ მეშინია, - უთხრა ქალმა, - სათხოვარი მაქვს მზესთანო. მოუყვა თავის თავგადასავალს. სთხოვა, მზე მაჩვენეო. მზის დედამ უთხრა:

- მზის ნახვა არ იქნება, სიახლოვეს ყველაფერს დაწვავს, შენს გაჭირვებას მე მოვახსენებო.

მზის დედას ქალი შეეცოდა, რადგანაც თვითონაც დედამიწის შვილი იყო. ქალი დაბანა, ჩააცვა, აჭამა და დამალა.

საღამო ჟამს მოვიდა მზე თავისი ცეცხლისმფრქვეველი თვალებით. დაიძახა მაშინვე:

- ადამიანის სუნი მეცაო!

დედამ უთხრა:

- არაფერთა, შვილო, დღეს ტანისამოსი გამოვიცვალე. ტანი დავიბანე, მე ხომ ადამიანი ვარ, ჩემი სუნი იქნებაო.

ამ სიტყვებმა ნათქვამი გადაავიწყა შვილს. დასხდნენ. ვახშამი მოუტანა დედამ და თანაც სიტყვა შეაპარა:

- მოგიკვდეს, შვილო, დედა! ეგ მეცხრე თვალიც რომ გქონოდა, რა ლამაზი იქნებოდი! მოუკვდეს იმას თავი, ვინც ის თვალი წამოგთხარა! მაშინვე იქ რატომ არ დაწვიო.

- არა, დედი, იმას ეყოფა სატანჯველი: დღისით მკვდარია და ღამით ცოცხალიო! ოცდაათი წელიწადია ადამიანი არ უნახავსო.

- უი, შვილო, ნამეტანი მოგსვლია მაგის დატანჯვაო! - უთხრა დედამ.

- აბა, დედი, ამისთანა საქმე დამემართა, ამდენი ხანია მარტოდმარტოა, ტრიალ მინდორში დგას ერთი საყდარი, იქ კუბოში ასვენია დღისით, ღამე გაიღვიძებს, გაივლ-გამოივლის, დილას ისევ მოკვდებაო. 

დედამ წუწუნი დაიწყო: - უი, შვილო, დიდად დაგიტანჯავსო!

- მეც მეცოდება, მაგრამ შველაც არ შემიძლიაო.

- ნუთუ იმისი მოსარჩენი წამალი არ იქნება ქვეყანაზეო? - უთხრა დედამ, - კმარა სატანჯველიო.

- წამალი როგორ არ არის, მაგრამ ვინ მიუტანსო!

- რა არის, მაინცაო? - ჰკითხა დედამ.

- ერთი წვეთი ჩემი პირის ნაბანი წყლის წასმა და მისი მორჩენა ერთი იქნებაო.

მეორე დღეს დედამ წყალი მიუტანა მზეს. მზემ პირი დაიბანა, რაღაც ეჭვი აიღო და დედას უთხრა:

- ეს წყალი გადაღვარეო! დედამ წყალი გადაღვარა, ცოტა კი მაინც ჩატოვა. მზე ადგა და წავიდა. დედამ ქალი გამოიყვანა. ეს წყალი სურაში ჩაუსხა, საგზალი გაატანა და გაუშვა.

- გზაში თუ გისმე მკვდარი ნახო, ყველას წაუსვი და გააცოცხლეო. - დააბარა.

წავიდა ქალი. მიფრინავს ჩიტივით. თოვლში ჩამხრჩვალ ხალხს ხედავს. მივა, წაუსვამს ამ წყალს და ყველას აცოცხლებს, გააცოცხლა თავისი მოსამსახურეებიც.

ერთი წლის მერმე შინ მოაღწია. ყველას გაუხარდა მისი მოსვლა, მით უმეტეს, წამალი მოჰქონდა ქმრის მოსარჩენად. წაუსვა და გააცოცხლა. იმათ სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა.

დღესაც ბედნიერად ცხოვრობენ. 

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ