მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1453 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ერთი თავადიშვილი გადაეკიდა ერთ ლამაზ ქალს ისე, რომ სადაც გაივლიდა ის ქალი, ეს ვაჟიც დაბარებულივით იქ გაჩნდებოდა ხოლმე და სატრფიალო სიტყვებს გადაჰკრავდა.

ერთ დღესაც, როცა ვაჟი იმ ქალს შორიახლოს მისდევდა და რაღაცას უჩურჩულებდა, შენიშნა ვიღაც მოხუცებულმა გლახამ. მივიდა ვაჟთან, მოწყალება სთხოვა, დალოცა და თან, სხვათაშორის, დაუმატა: ღმერთმა დაგიფაროს ქალის შარისაგანაო. 

ეს სიტყვა ძლიერ ეწყინა ამ ვაჟს და წამოიძახა: რაო! ქალი რა არის, რომ მისი შარი რა იყოსო?!

ვაჟის ამ პასუხმა ქალს გულზე ძალიან უკბინა და თავის გუნებაში თქვა: მაშ, დამაცა, ახლა კი გიჩვენებ სეირსაო.

როცა კარგა გზა გაიარეს, ერთმანეთს გაუსწორდნენ, მაშინ ერთი პირი შეხედა ქალმა ვაჟს და მომხიბლავად გაუღიმა. ამას გაცნობაც მოჰყვა, გაცნობას დაახლოვება და სხვათა შორის, ჰკითხა ვაჟმა:

- როდის მეღირსება თქვენთან ხლება და ტრფობაო?

ქალმა დრო დაუნიშნა და უთხრა: ჩემი ქმარი ამაღამ სხვა ქვეყანაში მიდის და თავისუფლად შეგიძლია მოსვლაო.

მივიდა ვაჟი დანიშნულ დროზე. კარგი სმა-ჭამის დროს კარების რახუნი მოისმა. - აკი თქვი, ქმარი სხვაგან წავაო? - ჰკითხა გაკვირვებით ვაჟმა.

– ეს უეჭველად ჩემი ძმა იქნებაო, - იცრუა ქალმა და დაუმატა: - ადექ! ჩქარა, დაიმალე, თორემ შენც მოგკლავს და მეცაო!

- სად დაგიმალო, მაჩვენე ალაგიო! - ამბობს გაფითრებული ვაჟი.

- სადა და, აი, იქაო, - ახადა ერთ დიდ სკივრს და უთხრა: - ჩაჯექ ამაშიო!

ჩაწვა ვაჟი. ქალმა დაკეტა სკივრი, გასაღები ჯიბეში ჩაიდო, წავიდა, კარი გაუღო ქმარს და შემოიყვანა სიხარულით და ალერსით, სკივრში მყოფის გასაჯავრებლად და ჯავრის ამოსაყრელად.

როცა ვახშამზე დასხდნენ, სხვათა შორის, გაეხუმრა და უთხრა ქმარს:

- მე შენ აღარ მინდიხარო!

- რათა, ქალო, რა მოგეჩვენაო? - ეკითხება ქმარი. - რათა და მყვარობს ერთი ახალგაზრდა თავადიშვილი, დღეს გამომიცხადა სიყვარული და მეც პირობა მივეცი, ის უნდა შევიყვაროო.

- მერმე ვინ არის, სად არისო?! - ეკითხება ქმარი.

- სად არის და აი, იმ დიდ სკივრში! თუ არ გჯერა, აი, გასაღები, გააღე და შენი თვალითა ნახეო, - და გაუწოდა გასაღები.

გაცეცხლებულმა ქმარმა გამოართვა გასაღები თუ არა, ქალმა შესძახა:

- ჰაიდოსთ, მოგიგე, მოგიგეო!

ქმარი გასაღებით ხელში დარჩა გაშტერებული, აქამდის მართალი ახლა სიცრუე ეგონა, მოტყუებულად ჩათვალა თავი.

მეორე დილას ქალმა ვაჟი სკივრიდან ამოსვა, გზა დაულოცა და თან დაუმატა: - ახლა ხომ ნახე ქალის შარიო, წადი და სადაც შენი თქვა, იქ ჩემიცა თქვიო!

ვაჟმა ჩაილაპარაკა: ტყუილად არ უთქვამს გლახას: ქალის შარისაგან ღმერთმა დაგიფაროსო. 

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ