მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2087 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ერთ ხელმწიფეს ორი ვაჟი ჰყავდა. მამას არაფერს უჯერებდნენ, საითაც გაიწევდნენ, იქით მიდიოდნენ. ხელმწიფე დაღონდა. არ იცოდა, როგორ გაეზარდა ურჩი შვილები. დამწუხრებულმა თავისი სასახლე შავად შეღება. 

შვილებმა ჰკითხეს: - ყველას სასახლე წითლად და თეთრად არის შეღებილი. ჩვენი სასახლე რატომ გაგიშავებიაო?

- მე, შვილებო, ჯავრი მაქვს და იმიტომაო.

- ჯავრი რა არის, ნეტავ რას გვეუბნებიო! - უთხრეს შვილებმა.

- როცა ნახავთ, შვილებო, მაშინ გაიგებთო! - უპასუხა მამამ.

ჯავრის გასაგებად ბიჭები სხვა სახელმწიფოში წავიდნენ. სამი დღე და სამი ღამე იარეს და ერთი ხელმწიფის სასახლე დაინახეს. სულ წითლად ლაპლაპებდა ეს სასახლე. მივიდნენ ხელმწიფესთან და ჰკითხეს:

 - ჩვენ ამა და ამ ხელმწიფის შვილები ვართ, მამაჩვენს სასახლე შავად აქვს შეღებილი, თქვენ კი წითლად მოგირთავთ. გვითხარით, რა მიზეზიაო.

- მე ჩემი სახელმწიფო და ცოლ-შვილი ერთგული მყავს, ხალხსაც და ცოლ-შვილსაც ჩემი ესმის, ამიტომ ჯავრი არ ვიცი და სასახლეც აფერადებული მაქვსო.

შვილები უკან დაბრუნდნენ და, რაც ამ ხელმწიფემ უთხრა, მამას უამბეს.

- მე, შვილებო, ხალხიც კარგი მყავს, სახელმწიფოც კარგი მაქვს, მხოლოდ თქვენ გამომადექით ცუდები, ჩემი არა გჯერათ, სადღაც დაიღუპებით, ამას ვდარდობ და სასახლეც ამიტომ შევღებე შავადო.

შვილებმა გადაიხარხარეს. აიღეს მშვილდისრები და სანადიროდ წავიდნენ. მამამ ბევრი უშალა, მაგრამ არ გაუგონეს.

ცხრა მთა და ცხრა მინდორი გადაიარეს. მივიდნენ ერთ დიდ ფარესთან, ეს ფარეხი ცხვრით არის სავსე. ძმები შიგ შევიდნენ. დაინახეს, ცეცხლი ანთია, ზედ ცარიელი შამფური დევს და ტრიალებს. ძმებმა მეცხვარეს უთხრეს:

- ეს რა არის, თავისით როგორ ტრიალებს ცარიელი შამფურიო?

მეცხვარემ უფროს ძმას დაავლო ხელი, ააგო შამფურზე და დაუწყო შეწვა. ეს მეცხვარე ცალთვალა იყო. ფარეხს ერთი კარი ჰქონდა და ისიც ჩაკეტა.

უმცროსმა ძმამ დაინახა, რომ ისიც იღუპებოდა და მეცხვარეს უთხრა:

- ნუ მომკლავ და თვალს აგიხელო!

- ოღონდ ეს თვალი მომირჩინე და არაფერს დაგიშავებო.

- აბა, დაწექი და თვალში წამალს ჩაგიშვებო, - უთხრა ბიჭმა.

მეცხვარე დაწვა და საღი თვალიც მოხუჭა. ბიჭი სწვდა ამ შამფურს, ჩაჰკრა მეცხვარეს და მეორე თვალიც გადმოაგდებინა. დაბრმავდა მეცხვარე. სიმწარისაგან წამოვარდა და ბიჭს დაემუქრა:

- მე კი დამაბრმავე, მაგრამ არც შენ გაგიშვებ ცოცხალს, სად გაიქცევი, კარები დაკეტილია და ახლავე დაგიჭერო!

გამოუდგა ამ ბიჭს, დასდევს, მაგრამ ვერ იჭერს. ბიჭი ხან აქეთ გაერევა ცხვარში, ხან იქით. შეწუხდა მეცხვარე. გააღო ფარეხის კარები, ჩაჯდა კარებში და თქვა: რამდენი ბეწვი აქვს ჩემს ცხვარს დათვლილი მაქვს, სადღა წამიხვალ, ცხვარს რომ გარეთ გავრეკავ, ხელში ჩაგიგდებო.

ცხვარი გარეთ გადის, მეცხვარე ყველას სინჯავს და თვლის. ბიჭი ჯავრში ჩავარდა. თავ-ბედს იწყევლის. ხერხი იხმარა: დაკლა ერთი დიდი ერკემალი, სანამ ცხვარი გავიდოდა, გაატყავა, წამოისხა იმისი ტყავი,

რქები და თავი ხელში დაიჭირა და კარებს მიადგა. მეცხვარემ ხელი გადაუსგა ზურგზე და უთხრა:

- გადი, გადი, ჩემო ერკემალო, ახლა გაშუალდა ჩემი ცხვარიო!

ბიჭმა გადააბიჯა კარებს თუ არა, აიღო ეს რქები და შიგ თავში ჩაარტყა მეცხვარეს. ლაზათიანად შეუკურთხა. მეცხვარემ დაუძახა:

- ხომ გამექეცი, ერთი ბიჭობა მაინც გააკეთე: ამ ნაჯახს მოგცემ, საჩუქრად მიუტანე მამაშენსო.

მეცხვარემ აიღო ნაჯახი და გასტყორცნა. ნაჯახი წავიდა და, სადაც ბიჭი იდგა, იმ ხეზე მიესო თავისთავად. ჯიუტი ბიჭი დასწვდა ნაჯახს, მაგრამ მარჯვენა ხელით ზედ შეეხორცა. ვეღარ შორდება. ნაჯახიც იძახის: „დავიჭირე, დაგიჭირეო! 

ბრმა მეცხვარე გამოექანა ბიჭის დასაჭერად, მიჰყვება ნაჯახის ხმას. ბიჭმა იფიქრა: ნამდვილად შემჭამს ეს წყეულიო. ამოიღო დანა, მოიჭრა მარჯვენა, მიატოვა ნაჯახზე და გაიქცა.

მეცხვარემ დაუძახა:

- მართალია, დამაბრმავე, მაგრამ ვერც შენ წახვედი დაუმახინჯებელიო!  

დაბრუნდა ბიჭი ცალხელა. მამამ ეს რომ დაინახა, თავში წაიშინა:

- აი, შვილო, ეგ იყო ჩემი ჯავრი, ჩემი არ დაიჯერეთ, შენი ძმა სულ დაიღუპა, შენ კი დასახიჩრდიო. ეს მადარდებდა და მაჯავრებდა, ამიტომ შევღებე სასახლე შავადო!

ყველას ასე მოუვა, ვინც მამას არ დაუჯერებს!

ჭირი იქა, ლხინი აქა.

ქატო იქა, ფქვილი აქა.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ