ერთ ხელმწიფეს სამი ზარმაცი ჰყავდა. გაგზავნა ბაღში, იქ იყავითო.
წავიდნენ და ერთი მსხლის ხის ქვეშ წამოწვნენ. ხეს მწიფე მსხალი ესხა.
ერთმა თქვა:
- ნეტავი მსხალი ჩამოვარდეს და პირში ჩამივარდესო!
მეორემ თქვა:
- ნეტავი უყუნწოდ ჩამოვარდეს, რომ ადვილად ჩაგყლაპოო!
მესამემ თქვა:
- ნეტავი თქვენ, არ გეზარებათ, რომ მაგდენს ლაპარაკობთო?