მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1728 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო სამი ძმა, სამივე ერთიმეორეზე უფრო ზარმაცი. დილიდან საღამომდის სამივე იატაკზე იყო გაჟღვართული. თუ ვინმე პირში პურს არ ჩაუდებდა, მშივრები დაიხოცებოდნენ.

ერთ დღეს სახლიდან ყველა წავიდა. შინ მარტო ზარმაცი ძმები დარჩნენ. მეორე ოთახში ბუხრიდან ნაპერწკალი გადმოვარდა და ხანძარი გაჩნდა. შავი ბოლი რომ შევიდა ამ ზარმაცების ოთახში, მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რომ ხანძარი გაჩენილაო. დაიწყო უფროსმა ძმამ ყვირილი:

– დედაა, მამაა, სახლს ცეცხლი გაუჩნდა, ვიწვითო!

შემდეგ უმცროსმა დიწყო ყვირილი:

– ვიწვით, მოგვეშველეთო!

შუათანა ძმა ისეთი ზარმაცი იყო, რომ ყვირილიც შეეზარა და ძმებს შეეხვეწა:

– მოდი, ჩემ მაგივრადაც თქვენ იყვირეთო!

უფროსსა და უმცროს ძმას ხმა რომ ჩაუწყდათ ყვირილით, სწორედ იმ დროს მოუსწრეს მეზობლებმა და ძლივს გადაარჩინეს ზარმაცი ძმები,

ძმები კი გამოიყვანეს, მაგრამ სახლს ვეღარაფერი უშველეს: ფერფლად იქცა.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ