მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 893 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო ერთი ბატონი. გულადი და ამაყი, მოქეიფე და მოჯირითე. ძალიან უყვარდა ცხენით სეირნობა. თავისი იორღა მთელ ქვეყანას ერჩია.

ერთ დღეს შეკაზმა, დაადგა ოქროს უნაგირი, წაიღო ორი დღის საგზალი, წაიყვანა თან ერთი მოჯამაგირე და გაემგზავრა მეზობელი ბატონისაკენ.

ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, ერთ სოფელში დაუღამდათ. ერთ ოჯახში ჩამოხტა ღამის გასათევად. თვითონ ოდაში მიიწვიეს, მოჯამაგირე კი ცხენთან დატოვა. მშვენიერი, გარსკვლაბებით მოჭედილი ღამე იყო.

- ბიჭო, ღმერთი არ გიგიწყრეს, არ დაიძინო, თორემ ცხენს ვინმე მოგვპარავსო! - გააფრთხილა მოჯამაგირე.

- საკუთარ თაგსავით მოვუფრთხილდები, ტკბილად დაიძინეთ, არ შეწუხდეთო, - უპასუხა მოჯამაგირემ.

ბატონი დაწვა დასაძინებლად. ყველას რომ დაეძინა, ბატონი წამოდგა, მივიდა სარკმელთან და გადასძახა მოჯამაგირეს:

- ბიჭო, გძინავს?

- არა, ბატონო, რა დამაძინებს, ვფიქრობ!

- რაზე ფიქრობ, რა გაქვს სადარდებელი?

- ამ დიდებულ ღმერთს ეს ამოდენა ცა რომ გაუჩენია, რატომ ძირს არ ვარდება, ამაზე ვფიქრობ.

- ჰო, კარგია, იფიქრე, ოღონდ არ დაიძინო, ცხენს მოუფრთხილდი!

დამშვიდებულ ბატონს ჩაეძინა. შუაღამისას გამოეღვიძა, მივიდა სარკმელთან და ისევ გადასძახა მოჯამაგირეს:

- ბიჭო, გძინავს?

- არა, ბატონო, რა დამაძინებს, ვფიქრობ!

- რაზე ფიქრობ, რა გაქვს სადარდებელი?

- ამ დიდებულ ღმერთს ცაზე რომ ვარსკვლავები ჩაუმწკრივებია, რატომ დაბლა არ ცვივა, ამაზე ვფიქრობ.

- ჰო, კარგია, იფიქრე, იფიქრე, ოღონდ არ დაგეზინოს და ცხენი არავინ მოგპაროს! - უთხრა ბატონმა და ისევ დაიძინა.

გათენებისას ბატონს კვლავ გამოეღვიძა, მივიდა სარკმელთან და გადასძახა მოჯამაგირეს:

- ბიჭო, გძინავს?

- არა, ბატონო, რა დამაძინებს, ვფიქრობ!

- რაზე ფიქრობ, კიდევ რაღა გაქვს სადარდებელი?

- შენი ცხენი ვიღაცას მოუპარავს და ახლა იმაზე ვფიქრობ, ეს ოქროს უნაგირი როგორა ვზიდოო, - უპასუხა მოჯამაგირემ.

ამის გამგონე ბატონმა შემოირტყა თავზე ხელი, მაგრამ რაღას იზამდა. დილით აჰკიდა ოქროს უნაგირი მოჯამაგირეს და სახლისაკენ წამოგიდა დაღონებულ-გამწარებული.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ