მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1300 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ერთ სოფელში ერთი ზარმაცი კაცი ცხოვრობდა. დღედაღამ იწვა და ეძინა, ცოლ-შვილი კი მშიერი და გაწვალებული ჰყავდა. 

ერთ დღეს ცოლმა უთხრა:

- კაცო, შენ სულ გძინავს და არაფერს აკეთებ, აბა, ასე როგორ იქნება. ხომ ხედავ, აგერ როგორი ზამთარი მოვიდა, სიცივით ხომ არ უნდა დაგვხოცო, შეშის მოტანა მაინც ხომ შეგიძლია, ადექი, ხელი გაანძრიეო!

ზარმაცმა უპასუხა:

- მოიცადე, ქალო, ცოტა კიდევ, აგერ ზაფხული მოვა, ამ ზამთარში წვალებას როგორ დავივიწყებ, ზაფხულში სულ შეშის ზიდვაში ვიქნებიო.

გავიდა ზამთარი, ცოლ-ქმარს სული ძლივსღა შერჩათ. 

ცოლმა ისევ უთხრა ქმარს:

- აი, ახლა შეიძლება შეშის მოტანა და ზამთრისათვის მომარაგება, ხელი გაანძრიე, ნუღარ იგვიანებო!

ზარმაცი ისევ მხართეძოზე წამოწვა.

ცოლმა კვლავ უსაყვედურა:

- რატომ გძინავს, რატომ არ ამზადებ შეშას ზამთრისათვის, ახლა ხომ თოვლი არ არის, თბილაო?

- შენ სულელი ხომ არა ხარ, ქალო, ვერა ხედავ, როგორი სიცხეა, განა ასეთ მზეს თოვლი გაუძლებსო?! - უპასუხა ცოლს და არხეინად დაიძინა.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ