მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2848 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ხელმწიფე. ჰყავდა ვაჟიშვილი, გულადი და ისეთი ლამაზი, რომ მასზე უკეთესი ვაჟი მთელ ქვეყანაზე არ მოიძებნებოდა.

ბიჭი დასაქორწინებელი რომ გახდა, ხელმწიფემ დაიბარა და უთხრა: წადი, შვილო, და, ვინც მოგეწონოს, ის ითხოვეო.

ბიჭმა დაუჯერა მამას და გაუდგა გზას. დედამიწის ზურგი სულ შემოიარა, ბევრი ქალი ნახა, მაგრამ არც ერთი არ მოეწონა. ბოლოს, შეჯდა თავის მფრინავ რაშზე და გაფრინდა აღმოსავლეთით, ბედის მწერლის

საძებრად. ცეცხლის მთა გადაიარა და პირდაპირ სამოთხის კარს მიადგა.

ისეთი სანახაობა გადაეშალა, რომ იქიდან კაცს წამოსვლა აღარ მოუნდებოდა. ბევრი საკვირველება ნახა. აქეთ-იქით გაიარ-გამოიარა და შეხვდა ერთ თეთრწვერა ბერიკაცს.

- ჯერ შენი დრო არ მოსულა და აქ რამ მოგიყვანაო? - ჰკითხა ბერიკაცმა.

- ბედის მწერალს დავეძებ, იქნებ იცნობდეო, - უპასუხა ვაჟმა.

- ბედის მწერალი მე ვარ, რას თხოულობო? - უთხრა ბერიკაცმა.

ვაჟი მუხლებზე მოეხვია ბერიკაცს და ხვეწნით ჰკითხა: 

- დედამიწა შემოვიარე და ქალი არ მომწონებია, მითხარი ჩემი ბედი ვინ არისო!

- შენი ბედი ამა და ამ სოფლის ამა და ამ მენახირის ქალია, ის უნდა შეირთო, - უთხრა ბერიკაცმა.

ვაჟი გაბრაზდა და თქვა:

- ეგ ხომ ტყუილია, მენახირის ქალს მე არ შეგირთავგ, ახლავე წავალ, იმ ქალს მოვკლავ და ეგ იქნებაო!

გამოემშვიდობა ბერიკაცს, შეჯდა თავის რაშზე, გადმოიარა ცეცხლის მთა და პირდაპირ იმ მენახირეს მიადგა კარზე. დაუძახა, გარეთ გამოდიო.

გამოვიდა სახლიდან ერთი საწყალი, კონკებში გახვეული ბერიკაცი, ბიჭს მიესალმა და ჰკითხა:

- რას მიბრძანებ, ხელმწიფის შვილოო?

ვაჟმა უთხრა:

- შენი უფროსი ქალიშვილი მომეცი, ცოლად უნდა შევირთოო!

- ჩემი ქალი რა შენი შესაფერისია, შენ ხელმწიფის შვილი ხარ, ის კი მენახირისა, ეგ როგორ იქნებაო! - გაკვირვებით ჰკითხა ბერიკაცმა.

- არა, ბედის მწერალმა მითხრა, უნდა შევირთოო! - უთხრა ვაჟმა.

მენახირე დათანხმდა. შეიპატიჟა შინ. შუაღამე რომ გახდა, ვაჟი წამოდგა, ქალს მუცელში ჩასცა ხანჯალი და მიაძახა: აი, თუ ჩემი ბედი ხარო?!

ქალმა კივილი მორთო:

- მიშველეთ, მომკლაო!

მენახირემ რის გაიგაგლახით აანთო კვარი და ნახა, შვილს მუცელი ჰქონდა გაფატრული. მამამ მაშინვე შეაბა ურემი, და ქალაქში წაიყვანა ექიმთან. შეხვდა ქალაქის უფროსს, რომელსაც ძალიან მოეწონა მენახირის ქალი და სთხოვა მამას:

- ეგ ქალი მე მომეცი, შვილი არა მყავს, მოვარჩენ, გავზრდი და გავათხოვებო!

მენახირეს რაღა უნდა ექნა. დათანხმდა, გამოემშვიდობა თავის ქალიშვილს და შინ დაბრუნდა. მართლაც, ქალი მოარჩინა ქალაქის უფროსმა, ასწავლა და გაზარდა. სულ აბრეშუმის კაბებს უკერავდა. ეს ქალი ისეთი ლამაზი გახდა, რომ ქვეყანაზე უკეთესი ქალი არ მოიპოვებოდა.

ხელმწიფის შვილი კიდევ დადიოდა საცოლის საძებრად. ბევრი ადგილი შემოევლო და უკანასკნელად ამ ქალაქს მოსდგომოდა. დაღლილ-დაქანცულს წყაროსთან დაესვენა. აბა, ნახე ბედი! სწორედ ამ დროს ეს ქალიც წყაროსთან მოვიდა. მაშინვე იცნო ხელმწიფის შვილი, მაგრამ არაფერი უთხრა.

ვაჟმა ვერ იცნო, მაგრამ ძალიან მოეწონა. მიიკითხ-მოიკითხა, ვინ არის, ვისი ასულიაო. ერთმა ბებერმა უთხრა:

- ჩვენი ქალაქის უფროსის ქალია, მან გაზარდაო.

ვაჟმა იფიქრა: აი, ვინ არის ჩემი შესაფერისი, სხვა რაღად უნდა ვეძებოო. რაღა ბევრი გავაგრძელოთ, შეირთო ცოლად.

ერთხელ ვაჟმა ქალს მუცელზე ჭრილობა შენიშნა.

- ეგ რა არისო? - ჰკითხა.

ქალმა გაიცინა და უპასუხა:

- შენ რომ ხანჯალი დამკარ, ის არის, განა აღარ გახსოვსო? და უამბო თავგადასავალი. 

ვაჟი ახლა კი დარწმუნდა, ბედს ვერავინ გაექცევაო, და ამის შემდეგ ცოლ-ქმარი ბედნიერად ცხოვრობდა.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ