მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3755 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იმ დროს, როცა ადამიანმა ღვინის დამზადება არ იცოდა, ვაზი ტყეში იზრდებოდა და ყურძენს ჩიტები კენკავდნენ.

ერთმა ღარიბმა კაცმა ვაზი შინ წამოიღო და სახლის წინ დარგო. ბევრი მოისხა. ყველა მადიანად შეექცეოდა ყურძენს. მეორე წელიწადს ათი ძირი მიუტანა, მესამეს - ასი და მთელი ვენახი გააშენა.

ერთ შემოდგომაზე ღარიბმა ყურძენი მოკრიფა და დაწურა. ტკბილი წვენი ხალხს მოეწონა. ამოდენ ტკბილ წვენს ხომ არ გადაღვრიდა და კოკებში შეინახა.

ორი თვის შემდეგ გასინჯა და სასიამოვნო გემო ჰქონდა. გაუკვირდა: დაღრეცილი ვაზის ნაყოფმა ასეთი წვენი როგორ მოგვცაო! ღარიბმა კაცმა წვეულება გამართა.

პირველად ბულბული ეწვია. ერთი ჭიქა დალია და დაილოცა:

- ვინც ცოტა დალიოს, ჩემსავით გალობა უყვარდესო!

მეორედ ყვინჩილა ეწვია. ამანაც დალია ერთი ჭიქა და დაილოცა:

- ვინც მეტი დალიოს, ჩემსავით ყოყლოჩინობა უყვარდესო!

მესამედ მელა ეწვია, ერთი ჭიქა გადაკრა და დაილოცა:

- ვინც ბლომად დალიოს, ჩემსავით ქურდულად შეეპაროს და გააწითლოსო.

ბოლოს მსუქანი ტახი ესტუმრა. მანაც დალია ერთი ჭიქა და დაილოცა:

- ვინც უზომოდ დალიოს, ჩემსავით ტალახში გორაობა უყვარდესო!

მას შემდეგ ღვინო ასე მოქმედებს ადამიანზე.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ