მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2024 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ერთი მეცნიერი მენავესთან მივიდა და უთხრა:

- მოდი, ნავში ჩამსვი და გამასეირნეო.

ჩასხდნენ ნავში და გაცურეს. გზაში მეცნიერმა ჰკითხა:

- შენ რამე ცოდნა გაქვს, თუ არა?

- არა, არაფერი ცოდნა არ მიმიღია.

- მაშ, ნახევარი სიცოცხლე დაგიკარგავს, განა მენავეობაზე მეტი არა იცი რა?

- არა, ეს არის ჩემი ხელობა, მეტი არა მისწავლია რა.

- ვერაფერი ბიჭი ყოფილხარ, სირცხვილი!

ამ ლაპარაკში არიან და უცებ მენავემ ნავი მოატრიალა. თუ ვერაფერი ბიჭი ვყოფილვარ, გაჩვენებო. ნავი გადაზნიქა, მეცნიერი ზღვაში გადავარდა.

- ცურვა იციო - ჩასძახა მენავემ.

- არა, არ ვიციო - ამოსძახა შეშინებულმა მეცნერმა.

- აბა მთელი სიცოცხლე დაგკარგავსო - უთხრა მენავემ.

მენავე ზევიდან მოექცა. სწვდა მეცნიერს ქოჩორში, ჩააყოფინა თავი წყალში, შემდეგ ამოიყვანა და ჰკითხა:

- როგორი ბიჭი ვყოფილვარ?

- ერთი შენა ყოფილხარ ქვეყანაზე და მეორე - ღმერთი ცაში! - უთხრა შეშინებულმა მეცნიერმა.

მენავემ კიდევ ჩააყოფინა წყალში თავი, ბლომად აყლაპვინა მლაშე წყალი და კიდევ ამოიყვანა. ისევ ისე ჰკითხა:

- აბა, კარგად გასინჯე, როგორი ბიჭი ვყოფილვარ?

- შენისთანა ამ ქვეყანაზე არავინ ყოფილა, შენ ყოფილხარ ადამიანის მშველელი!

ახლა კი ამოიყვანა მეცნიერი, ჩაისვა ნავში და ნაპირზე გამოიყვანა.

როცა მეცნიერი სამშვიდობოს გავიდა, თქვა: თავის დროზე, თურმე, ყველა ხელობა კარგი ყოფილა, ნეტავ, რას ვერჩოდი იმ კეთილ მენავესო.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ