მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1219 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ერთი ღარიბი კაცი წავიდა ბედის საძებნელად: რადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემი ბედი უნდა ვიპოვოო.

მივიდა ერთ ტრიალ მინდორზე, დაინახა დიდი ხე, სადაც დიდი მგელი იდგა და იტანჯებოდა.

- გამარჯობა, მგელო, შენიო! - უთხრა.

- ღმერთმა გაგიმარჯოსო! - უპასუხა, - სად მიდიხარ, კაცოო?

- ბედის საძებრად მივდივარო, - უპასუხა ღარიბმა კაცმა.

- იმ შენს ბედს ჩემი გაჭირვების მიზეზიც ჰკითხე, კბილი მტკივა და რა არის მისი წამალი, არ ვიციო.

წავიდა ეს კაცი. მივიდა ერთ ხელმწიფესთან. დაინახა, იქ იდგნენ მუშები, დიდძალი ხალხი.

- გამარჯვება თქვენიო! - უთხრა მათ.

- ღმერთმა გაგიმარჯოსო! - უპასუხეს.

- სად მიდიხარ, ბიჭოო! - ჰკითხეს. 

- ბედის საძებრად მივდივარო, - უპასუხა.

- იმ შენს ბედს ჩვენი გაჭირვების მიზეზიც ჰკითხეო! - უთხრეს.

- რა გაგჭირვებიათო?

- ჩვენი გაჭირვება შიმშილიაო.

- მერმე და რა მიზეზითო? 

- პურს დავთესავთ, მოსამკალი რომ გახდება, ცეცხლი წაეკიდება და დაიწვებაო.

ღარიბი კაცი გამოემშვიდობა მათ და წავიდა. ხელმწიფის სასახლეს ჩაუარა. ხელმწიფეს მიესალმა.

ხელმწიფემ ჰკითხა:

- სად მიდიხარო?

- ჩემი ბედის საძებრად მივდივარო.

- იმ შენს ბედს ჩემი გაჭირვებაც გააცანიო.

- რა გაგჭირვებიათო?

- საომრად მივდივართ ისეთ ხელმწიფესთან, რომელსაც ცოტა ჯარი ჰყავს, მე კი ბევრი ჯარი მყავს, მაგრამ ის ყოველთვის მჯობნის, იქნებ გამიგოს, რა მიზეზიაო.

- ძალიან კარგიო, - უთხრა, გასწია და გაუდგა გზას. 

შეხვდა ერთი კაცი. გამარჯობა უთხრა, მაგრამ იმ კაცმა პასუხი არ გასცა. კიდევ გაუმეორა გამარჯობა ორ-სამჯერ, მაგრამ პასუხი მაინც არ გასცა. მივიდა და ხელი მოჰკიდა:

- რა არის, გამარჯობა გითხარ და არ მიპასუხეო!

- რა გინდა, კაცო, რა გიჭირსო?

- ჩემი ბედი მინდა მოვძებნოო. 

- მე ვარ შენი ბედი და რასა მთხოვო? - უთხრა.

- გზაზე დიდი მგელი შემხვდა, კბილი სტკიოდა, მთხოვა, გამეგო, რა არის კბილის ტკივილის წამალიო!

- ვირის ტვინი შეჭამოს და მაშინვე მორჩებაო, - უთხრა ამ კაცმა.

- გზაზე მუშა ხალხი შემხვდა, შემომჩივლეს: დავთესავთ პურს და მოსამკალი რომ, გახდება, გაუჩნდება ცეცხლი და გადაიწვება; გაგვიგე, რა არის ამის მიზეზიო!

- საიდანაც ცეცხლი უჩნდება, იქ მიწაში ოქრო და ვერცხლია დამარხული, ის ხურდება და ცეცხლიც იმისგან ჩნდება. ამოთხარონ მიწა, ამოიღონ ის ოქრო-ვერცხლი და მერე არ გაჩნდება ცეცხლიო.

- ახლა ხელმწიფის გაჭირვების მიზეზიც მითხარი, ასეთ დიდჯარიან ხელმწიფეს როგორ სჯობნის მცირეჯარიანი ხელმწიფეო?

ბედმა უთხრა:

- დიდჯარიანი ხელმწიფე ქალია, პატარაჯარიანი კი - მამაკაცი, ამიტომ სჯობნის დიდჯარიანსო. თუ ის თავის ტანისამოსს გაიხდის, მამაკაცს ჩააცმევს და აომებს, უსათუოდ გაიმარჯვებსო.

- შენთან ჩემმა გაჭირვებამ მომიყვანა. მითხარი, რა ბედი მაქვსო! - ჰკითხა ბოლოს ღარიბმა კაცმა.

- შენი ბედი გზაზე შეგხვდება, თუ მიხვდებიო.

გამობრუნდა ეს კაცი და წამოვიდა. მოვიდა ამ ხელმწიფესთან.

- რა ამბავი მომიტანეო? - ჰკითხა ხელმწიფემ.

- შენ ქალი ხარ, შენს ტანსაცმელს თუ გაიხდი და მამაკაცს ჩააცმევ, აჯობებ იმ ხელმწიფესო.

- მოდი, შენ ჩაიცვი ეს ტანსაცმელი, შენ იომე, შენ იყავი ხელმწიფე და მე შენი ცოლი გავხდებიო!

- არა, მე ვერ დავიცდი, მიმეჩქარებაო.

დაიქირავეს ვიღაც კაცი, ის აომეს. აჯობეს მტერს.

ეს კაცი წამოვიდა. მოვიდა მეორე სახელმწიფოში.

- რა ამბავი მოგვიტანეო? - ჰკითხეს.

- ყანას საიდანაც ცეცხლი უჩნდება, იმ მხარეს ოქრო და ვერცხლია დაფლული, ამოიღეთ და ყანა გადარჩებაო.

- მოდი, შენც შემოგვიერთდიო! - სთხოვეს.

- არა, მე მივდივარ და ეს თქვენ გქონდეთო.

მივიდა ამ დიდ მგელთან.

- რა ამბავი მოიტანეო? - უთხრა მგელმა.

- შენი კბილის ტკივილის წამალი ვირის ტვინი ყოფილა, როგორც კი შეჭამ, მაშინვე მორჩებიო.

- შენ რა გითხრაო?

- რად გინდა, მე რა მითხრაო?

- არა, მაინც მითხარი, რა დაგაბარაო.

- მე მითხრა, თუ მიხვდები, შენს ბედს გზაში შეხვდებიო.

- არაფერს შეხვედრიხარო?

- ჯერ არაო.

- სულ არაო?

დაჯდა და უამბო, თუ რა შეხვდა გზაზე.

მგელმა აქეთ-იქით გაიხედა და თქვა: სად მოვა აქ ამაზე უფრო უჭკუო ვირი, ეს ყოფილა ჩემი კბილის წამალიო, წააქცია ეს კაცი და შეჭამა. 

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ