მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2267 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

წინათ ვაზსა და ბულბულს დიდი მეგობრობა ჰქონდათ. შემოჯდებოდა ბულბული ვაზზე და საამურად გალობდა. უსმენდა ვაზი და ცრემლად იღვრებოდა.

ერთხელ ბულბული ისე გაიტაცა სტვენა-გალობამ, რომ მისი ეშხის ძალით სწრაფად წამოიზარდა ვაზის პწკლები, ისე სწრაფად, რომ მგალობელმა ვერც კი გაიგო, რა განსაცდელში ვარდებოდა.

გალობდა იგი თავდავიწყებით, გალობდა აღგზნებით. მის ფეხებს კი ნელ-ნელა ეხვეოდა ძაფივით წვრილი და მოქნილი ვაზის პწკლები.

მთელ ღამეს თვრებოდა ბულბული, ვაზი კი ტიროდა, ტიროდა და მჭიდროდ ეხვეოდა მგოსნის ფეხებს ახლად ამოფეთქილი თავის მბზინავი თითებით.

განთიადისას, როცა ზეშთაგონებით მოღლილი ბულბული გონს მოეგო და გაფრენა მოინდომა, ტანი ვეღარ აიტანა საბრალომ, მიბმული აღმოჩნდა ვაზზე.

დიდ უბედურებაში ჩავარდა ბულბული. სუსტი ფრთების ფარფატით ებრძოდა მისივე ჰანგებით მოჯადოებულ ვაზის ხლართებს, მაგრამ რას გააწყობდა?

დიდხანს იფართხალა სასოწარკვეთილმა და ბოლოს აღმოხდა სული.

ეს იყო და ეს... მაშ შემდეგ ბულბულის მოდგმამ შეიძულა ვაზი და ვენახი, აღარ ეკარება მათ.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ