მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4710 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთ ქალაქში ერთი მეთევზე; მუდამდღე ის მეთევზე თევზს იჭერდა, ყიდდა ბაზარში და იმითი ირჩენდა თავსაც და არჩენდა ცოლ- შვილსაც.

ერთხელ თევზი ისე გაიაფდა, რომ აღარავინ ყიდულობდა. მეთევზესაც რაღა უნდა ექნა? ვეღარ გაყიდა თევზი.

ბოლოს, აიღო და, რაღაც ჭკუამ უთხრა, სამი თევზი წყალში გაუშვა: ერთს დაუძახა ჭკუა, მეორეს - გონება, მესამეს - ფილთაქვა და გასწია შინ.

გავიდა დრო. თევზი შეცოტავდა, მომხმარებელი ბევრი გამოჩნდა. დამჭერი კი - ცოტა. ჩვენმა მეთევზემაც ცოტა სარფა ნახა.

ერთხელ მეთევზეს მოაგონდა თავისი თევზები. იფიქრა: ახლა ისინი ძალიან დაიზრდებოდნენ, წავალ, დავიჭერ და გავყიდიო!

აიღო ბადე, მივიდა წყლის პირას და დაიძახა:

- ჭკუავ, ნაპირს გამოდი, უნდა დაგიჭიროო!

მოცურდა თევზი ნაპირას და დაუძახა მეთევზეს:

- შენ თუ ჭკუა გქონდა, მე აღარ გამიშვებდიო!

დაღონდა მეთევზე: თევზი წაუვიდა ხელიდან.

მეთევზემ ახლა მეორეს დაუძახა:

- გონებავ, გამოდიო!

- შენ რომ გონებიანი ყოფილიყავი, - უპასუხა თევზმა, - მე წყალში აღარ გამიშვებდიო! - შემოჰკრა ბოლო და გაცურდა ზვირთებში.

მეთევზემ ახლა მესამე თევზს დაუძახა:

- ფილთაქვავ, სადა ხარ, გამოცურდი ნაპირას, უნდა დაგიჭიროო!

- შენ რომ ფილთაქვისოდენა ჭკუა მაინც გქონოდა, - გამოსძახა მესამე თევზმა, - აქ, წყალში კი არ გამიშვებდი, შინ წამიღებდი ცოლ-შვილთანაო!

დარჩა გაწბილებული მეთევზე.

მეორე დღეს ბაზარში ვეღარ გაიარა საწყალმა, რადგანაც წინადღით პირობა მისცა, რომ ხვალ თევზს მოვიტანო, და პირღია კი დარჩა, შერცხვენილი იჯდა შინ და ქექავდა ნაცარს...

ასე იყო წყალში თევზის გამშვები მეთევზის საქმე!

ჭირი იქა, ლხინი აქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ