მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1556 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ერთ მეფეს სასახლის წინ ლამაზი ბაღი ჰქონდა გაშენებული. ბაღი სავსე იყო ყველანაირი ხილითა და ყვავილებით. ამ ბაღის მომვლელად მეფემ ერთი გლეხი დააყენა და დაავალა: ჩემს ბაღში ჩემი შიშით არავინ გაიაროს და თუ გაბედა ვინმემ ჩემი ბაღის მყუდროების დარღვევა, მაშინ მოდი ჩემთან და მითხარიო.

მებაღემ დაიწყო ბაღის მოვლა-გალამაზება და მეფის ბრძანებასაც ასრულებდა: არავის უშვებდა ბაღში მეფის უნებართვოდ.

ერთხელ მებაღე მოვიდა ხელმწიფესთან და მოახსენა:

- დიდებულო ხელმწიფეო, თქვენს საყვარელ ვარდზე ბულბულს ბუდე გაუკეთებია და ბარტყებსაც ზრდისო, რას მიბრძანებ, დავუშალო ბულბულს ბუდე, თუ გავუშვაო?

- გაუშვი, ხელს ნუ ახლებ, მაგრამ იცოდე, რომ არ შერჩება მაგ ბულბულს ჩემს ვარდზე ბუდის გაკეთებაო, - უთხრა მეფემ.

გავიდა რამდენიმე ხანი, მებაღე ერთ დღეს ბაღში დასეირნობდა და თან ხეხილებს ათვალიერებდა. ამ დროს ვარდის ბუჩქს წაადგა და მოინდომა ბულბულის ბარტყების ნახვა: მოდი, შევამოწმებ, დასაფრენები არიან უკვე თუ არაო. გადაწია ბუჩქი და რას ხედავს: დახვევია ბუდეს გარშემო გველი და ის ბარტყები სულ მთლად დაუჭამია. წავიდა მეფესთან მებაღე და უთხრა:

- მეფეო, თქვენს ვარდზე რომ ბულბულმა ბუდე გააკეთა, ბარტყები გველმა შეუჭამაო.

მეფეს გაეცინა და უპასუხა მებაღეს:

- აკი გითხარი, ბულბულს არ შერჩება-მეთქი ჩემს ვარდზე ბუდის გაკეთება. მაგრამ არც იმ გველს შერჩება ბულბულის ბარტყების შეჭმა.

გავიდა ამ ამბის შემდეგ კარგა ხანი. მებაღე ერთ დღეს ნამგლით ბალახს თიბავდა და ასუფთავებდა. უცებ ბალახებში მწოლიარე გველი ნამგლით შუაზე გაჭრა.

მებაღე გაიქცა მეფესთან და მოახსენა.

- მეფეო, თქვენს ბაღში ბალახს ვთიბავდი და ის გველი, ბარტყები რომ დაუჭამა ბულბულს, შუაზე გადავჭერიო.

მეფეს გაეცინა და უთხრა:

- ხომ გითხარი, რომ არ შერჩებოდა გველს ბულბულის ბარტყების შეჭმა, მაგრამ არც შენ შეგრჩება გველის მოკვლაო. გავიდა დრო, მებაღე ძველებურად ბაღს უვლიდა და ასუფთავებდა.

ერთ დღეს შემოესმა ქალების სიცილ-კისკისი. მებაღე იქით წავიდა, საითაც ხმაური იყო. აუზში მეფის ქალები ბანაობდნენ. მებაღე დადგა და ქურდულად ცქერა დაუწყო. ეს შენიშნეს მეფის ქალებმა და მამასთან იჩივლეს, რომ მებაღე მობანავეებს ზედ წამოგვადგა და ქურდულად გვიცქეროდაო.

განრისხდა მეფე და ბრძანა მებაღის დაჭერა. ვეზირებს კი უბრძანა, მებაღე გაეყვანათ. მოედანზე და ჩამოეხრჩოთ. თვითონაც მოედანზე გავიდა. მებაღემ რომ დაინახა, საქმე ცუდად არისო, დაუწყო მუდარა, ერთი სიტყვის თქმის უფლება მომეციო და მერე ჩამომახრჩვეთო. მეფე მოლბა და მისცა უფლება. მაშინ მებაღემ თქვა:

- მეფევ ბატონო, ვარდზე ბულბულმა რომ ბუდე გაიკეთა, თქვენ ბრძანეთ: არ შერჩება ჩემს ვარდზე ბუდის გაკეთებაო. ისიც ხომ გახსოვთ, როგორ შეუჭამა გველმა ბარტყები ბულბულს, აკი არც შერჩა! თიბვის დროს ნამგალში მომყვა და შუაზე გავჭერ. როგორც გველს არ შერჩა ბარტყების შეჭმა, ისე არც მე შემრჩა გველის მოკვლა. თქვენი ბრძანებით მახრჩობენ, მაგრამ, მეფეო, არც თქვენ შეგრჩებათ ჩემი ჩამოხრჩობაოო.

მეფეს გაეცინა და მებაღეს აპატია დანაშაული.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ