მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3886 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი.

იყო ერთი მოხუცი ცოლ-ქმარი. ერთი ბიჭი ჰყავდათ და მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ. ბიჭსაც ძალიან უყვარდა მშობლები, მაგრამ ერთი უცნაურობა სჭიდა: მთელს დღეებს უქმად ატარებდა, კერიასთან იჯდა და ნაცარს ქექავდა, ან ტახტზე იყო წამოგორებული... 

ბიჭის დედ-მამა ძალიან დარდობდა: ჩვენ უკვე მოხუცები ვართ, ალბათ მალე დავიხოცებით და მერე რა ეშველება ჩვენს შვილს, ვინ შეინახავს, ნამდვილად შიმშილით მოკვდებაო.

გადაწყვიტეს, როგორმე, მისთვის შრომა ესწავლებინათ. დაუწყეს ხვეწნა-მუდარა ბიჭს: შვილო, წადი, ვინმეს მოჯამაგირედ დაუდექი, ერთი შენი ნაშოვნი ფული გვაჩვენე, რომ მშვიდად მოვკვდეთო. არ უნდოდა ბიჭს წასვლა, მაგრამ მშობლებს ხათრი ვერ გაუტეხა და წავიდა.

ერთი წელი მწყემსად ემსახურა ერთ მდიდარ გლეხს. ეს გლეხი ძალიან კმაყოფილი იყო ბიჭის მუშაობით. წლის ბოლოს დაპირებული ფულიც გადაუხადა და საჩუქრად ცოტაც დაუმატა კარგი მუშაობისთვის. წამოვიდა ბიჭი ბედნიერი, რომ ფულს მშობლებს მიუტანდა და გაახარებდა. 

თავის სოფელს რომ მიუახლოვდა, ტყისპირას ბავშვების ჩოჩქოლი შეამჩნია. მიუახლოვდა მათ და რას ხედავს: ხეზე კატა ჩამოუკიდიათ და ჯოხებით სცემენ. რას სჩადითო, - ჰკითხა ბიჭმა. ვერ ხედავ, კატასა ვკლავთო, - მიუგეს ბავშვებმა. 

- ეგ კატა მე დამითმეთო. 

- ვითომ რათაო? 

- ფულს გადაგიხდითო. 

- აბა ფული გვაჩვენეო. 

ბიჭმა ამოიღო რაც ფული ჰქონდა და ბავშვებს მისცა. იმათ კი კატა ჩამოხსნეს და ბიჭს მისცეს. აიყვანა საცოდავი ცხოველი ბიჭმა და სახლისკენ გასწია. დედ-მამას ძალიან გაუხარდა შვილის დაბრუნება, ვახშამი გაუწყვეს და საჭმელად დასხდნენ. თანაც სთხოვეს, ყველაფერი მოეყოლა, რაც ამ ერთ წელში გადახდა. 

ბიჭმაც ყველაფერი უამბო. კატის ამბამდე რომ მივიდა, ერთი საცოდავად ამოიოხრეს: ეჰ, ნეტა ფული მოგეტანა სახლშიო და მეტი საყვედური აღარ დასცდენიათ. 

ბიჭი დადარდიანდა. ძალიან უნდოდა მშობლების გახარება. სხვა რა გზა ჰქონდა. მშობლებს გამოემშვიდობა და ისევ ფულის საშოვნელოდ გასწია.                                                                                         

ერთი წელი ერთგულად ემსახურა ისევ იმ გლეხს. გლეხს ისე მოსწონდა ბიჭი, რომ სთხოვა, ნუ წახვალ, დარჩი ჩემთან, მე - მამა და შენ - შვილიო. მაგრამ ბიჭს შინ მოხუცი მშობლები ელოდნენ, აბა, როგორ დარჩებოდა. 

გასამრჯელო აიღო და შინისკენ გასწია. სოფელს რომ მოუახლოვდა, დაინახა რომ ბავშვები ამჯერად ძაღლს კლავენ. შეეცოდა ბიჭს ძაღლი და მისი გადარჩენისათვის ისევ მთელი წლის ჯამაგირი გადაიხადა. დაბრუნდა სახლში ძაღლით და უფულოდ. ამჯერად მშობლებს ერთი საყვედურიც არ დასცდენიათ, მაგრამ კიდევ უფრო დანაღვლიანდნენ.

ორი დღის შემდეგ ბიჭი ისევ გზას დაადგა, იქნებ ფული სახლში ახლა მაინც მივიტანოო. ერთი წელი ისევ ერთგულად იმსახურა და ფულით სავსე ჯიბეებით სახლისკენ გასწია. მაგრამ ბედი არ გინდა? ახლა ბავშვებს გველი მიებათ გრძელ ჯოხზე და კოცონის თავზე ატრიალებდნენ. გველი საცოდავად იკლაკნებოდა. შეეცოდა ბიჭს გველი და მთელი წლის ნაშრომი ამჯერად მის გადასარჩენად გადაიხადა. 

წავიდა ბიჭი სახლისკენ და დარდობს, მშობლებს როგორ დავენახოო და უეცრად, გველი ადმიანის ხმით ეუბნება: შენი ძალიან მადლობელი ვარ სიკვდილს რომ გადამარჩინე, მე გველთა ხელმწიფის ვაჟი ვარ, ახლა ჩემს სასახლეში წავიდეთ, მადლობა უნდა გადაგიხადოო. სასახლეში რომ მივალთ, ჩემი მშობლები უამრავ ძვირფასეულობას შემოგთავაზებენ, მაგრამ შენ ნურაფერს გამოართმევ, უთხარი ენის ქვეშ რომ თვალი გაქვთ, იმის მეტი არაფერი მინდა-თქო.

მივიდნენ გველთა ხელმწიფის სასახლეში. გადაეხვივნენ უფლისწულს მეფე-დედოფალი. უფლისწულმა უამბო, თუ როგორ იხსნა ბიჭმა სიკვდილისაგან. ახლა ბიჭს გადაეხვივნენ, დაუწყეს ხვევნა-კოცნა. უამრავი ოქრო-ვერცხლი და პატიოსანი ქვა შესთავაზეს, მარამ ბიჭი უარზე იყო: ენის ქვეშ რომ ქვა გაქვთ, იმის მეტი არაფერი მინდაო. 

ძალიანაც არ უნდოდათ ამ ქვის მიცემა, მაგრამ უფლისწულმა უსაყვედურა: ჩემი გადამრჩენელისთვის განა რამე უნდა დაიშუროთო? მეტი რა გზა ჰქონდათ, მისცეს ბიჭს ქვა. დაემშვიდობნენ ერთმანეთს და ბიჭმა სახლისკენ  გასწია. მიდის და ფიქრობს: ნეტა ამ ქვას რა თავში ვიხლი, არა სჯობდა, ოქრო-ვერცხლი წამომეღოო? 

ამ ფიქრებში იყო ბიჭი, რომ გაიფიქრა, ერთი ამ გველის ქვას დავხედავო და უბიდან ქვა ამოიღო. როგორც კი ხელი ქვას შეეხო, უეცრად მის წინ მზეთუნახავი ქალი გაჩნდა და ჰკითხა: რას მიბრძანებ, ჩემო ბატონოო. 

დაბნეულმა ბიჭმა ამოილუღლუღა: ერთი მუჭა ოქრო მომიტანეო. იმავე წამს ქალმა ოქროთი გაავსო ბიჭის მუჭი. გახარებული ბიჭი ფრენა-ფრენით მივიდა სახლამდე და მშობლებს მაგიდაზე ოქრო დაუხვავა. 

გაიხარეს მოხუცებმა, აწი თუ გინდა დავიხოცოთ, ჩვენი შვილი თავის გატანას შეძლებსო. ცხოვრობდნენ მშვიდად  და ბედნიერად, ვიდრე ბიჭმა ხელმწიფის ქალზე დაქორწინება არ გადაწყვიტა.                                 

ერთ დღეს ქვეყნის ხელმწიფემ გამოაცხადა: ვინც ამა და ამ ადგილას ისეთ ბაღს გამიშენებს, რომ ზამთარ-ზაფხულს ზოგი ხე ყვაოდეს, ზოგი - მწიფდეს, ნაირფერი ჩიტები ფრენდნენ და ისე გალობდნენ, ჯერ რომ არავის მსგავსი არ მოუსმენიაო... 

გადაეცი, მე გავაშენებ მაგ ბაღსო, - გააგზავნა ბიჭმა დედამისი ხელმწიფესთან... დედა ატირებული დაბრუნდა სახლში. პირობა ასეთი იყო: თუ ბიჭი სამ დღეში გააშენებდა ჯადოსნურ ბაღს, მეფის ასულზე დააქორწინებდნენ, თუ არა და - თავს მოჰკვეთდნენ. 

ბიჭმა დედა დაამშვიდა: იოლი საქმეაო და კერიის პირზე წამოგორდა. მესამე დღეს განთიადზე სახლიდან გავიდა, ნატვრისთვალი უბიდან ამოიღო და ხელში შეათამაშა. მზეთუნახავიც უმალ მის წინ გაჩნდა და ჰკითხა: რას მიბრძანებ, ჩემო ბატონოო. ბიჭმაც უთხრა, რაც უნდოდა და იმავე წამს საოცარი ბაღი გაჩნდა იმ ადგილას, სადაც ხელმწიფეს სურდა...

ბაღში ნაირფერი  ყვავილები ყვაოდნენ და მათრობელ სურნელს აფრქვევდნენ, ხეებს ტოტები ძირს დაეხარათ და გამვლელებს საუცხოო, სურნელოვან ხილს სთავაზობდნენ... ათასგვარი ფრინველი გალობით ატკბობდა არემარეს. და კიდევ ერთი: წყაროსთან უზარმაზარი ალვის ხე ამოსულიყო, წვერი ცისთვის მიეწვდინა... ისეთი ლამაზი იყო... და ერთი უცნაური თვისება ჰქონდა:  ვინც კი მას შეეხებოდა, რა ავადმყოფობაც არ უნდა სჭირვებოდა, იმავე წამს იკურნებოდა. 

ხელმწიფეს ყველაფერი ძალიან მოეწონა, იმდენად, რომ ბაღს ჯარი დაუყენა, რომ შიგ ვერავინ შესულიყო და მისი ნებართვის გარეშე არ განკურნებულიყო. ბაღიც უკვე ჰქონდა, რატომ უნდა გაეტანებინა ამ გლეხუჭასთვის ერთადერთი შვილი? 

მოდი თავს მოვჭრიო, იფიქრა, მაგრამ ბიჭი ყველაფერს მიხვდა, ნატვრისთვალი უბიდან ამოიღო და... ბაღიც, მეფის ასულიც, ულამაზესი სასახლეც, ძაღლიც, კატაც და ბიჭიც შუა ზღვაში ამოზრდილ კუნძულზე აღმოჩდნენ. ხელმწიფე კი დარჩა ხახამშრალი.

ცხოვრობდნენ ბედნიერად. მაგრამ მეფის ასულს მოსწყინდა ასეთი ცხოვრება. მოენატრა მამის სასახლე, თაყვანისმცემლები, წვეულებები, ცეკვა... შეუჩნდა ბიჭს: მითხარი შენი საიდუმლო რაშიაო. ბიჭს ახსოვდა გველთა ხელმწიფის გაფრთხილება, რომ ნატვრისთვალის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვა, მაგრამ ქალმა იმდენად მოაბეზრა თავი, რომ ვეღარ გაუძლო და ყველაფერი უამბო. 

მეორე ღამესვე მეფის ასულმა ბიჭს უბიდან ნატვრისთვალი ამოაცალა. დილით ბიჭმა რომ გამოიღვიძა, აღარც სასახლე დახვდა, აღარც ბაღი და აღარც მეფის ასული. უბეში ჩაიყო ხელი ნატვრისთვალის ამოსაღებად, მაგრამ სადღა იყო ნატვრისთვალი... დაღონებული ჩამოჯდა ზღვის პირას ქვაზე და ატირდა... ძაღლი და კატა ფეხებთან მიუწვნენ... რა უნდა ექნა. არაფრის იმედი აღარ ჰქონდა. ჩაეძინა.

გახსოვს, როგორ გადაგვარჩინა ჩვენმა პატრონმა, როცა ბავშვები გვკლავდნენ? ახლა ჩვენი ჯერია, წავიდეთ და ნატვრისთვალი მოვიტანოთო, - უთხრა კატამ ძაღლს. წავიდეთო, უპასუხა ძაღლმა. კატამ ცურვა არ იცოდა, ამიტომ ძაღლს ზურგზე შეაჯდა და ზღვაშიც შესცურეს. 

მივიდნენ სასახლესთან. ძაღლი შიგნით ვერ შევიდოდა, შეამჩნევდნენ, ამიტომ გარეთ დარჩა, კატა კი სასახლეში შევიდა. როგორ უნდა მოეპარა ნატვრისთვალი? მეფის ასული ერთი წამითაც არ შორდებოდა მას. ღამით კი ცხვირში იდებდა და ისე იძინებდა.  უეცრად თაგვი დაინახა, ისკუპა და თათებში მოიმწყვდია. 

- ოღონდ გამიშვი და მეც რამეში გამოგადგებიო, ამოიწრიპინა საბრალო წრუწუნამ. 

- კარგიო, - უთხრა კატამ, - მეფის ასულს ნატვრისთვალი უნდა წაართვაო. 

- ადვილი საქმეაო, - მიუგო წრუწუნამ. 

რომ დაღამდა და მეფის ასული დასაძინებლად დაწვა, თაგუნა მის საძინებელში შეიპარა, ლოგინზე აძვრა და მეფის ასულს კუდით ცხვირში შეუღიტინა. მეფის ასულმა დააცემინა და ცხვირიდან ნატვრისთვალი გადმოუვარდა. თაგუნამ ნატვრისთვალს პირი სტაცა და კატას მიურბენინა. 

დაემშვიდობნენ ერთმანეთს და კატა ძაღლისკენ გაიქცა. შეაჯდა ზურგზე და ზღვაში შესცურეს. რის ვაივაგლახით კუნძულს მიაღწიეს და ბიჭს ნატვრისთვალი მიუტანეს.

გაიხარა ბიჭმა, აიღო ნატვრისთვალი და იმწამსვე მზეთუნახავი გაჩნდა მის წინ. რას მიბრძანებო? - ჰკითხა ბიჭს. ახლავე სასახლეში გამაჩინე, მეფის ასულთანო. ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ სასახლეში აღმოჩნდა. იქ მეფის ასული წვეულებას მართავდა. გარს თაყვანისმცემლების ჯარი ეხვია. ცეკვავდნენ, კისკისებდნენ... 

ბიჭის დანახვაზე მეფესაც და მის ასულსაც ელდა ეცათ. შეშინებულები მუხლებზე დაეცნენ და ბიჭს პატიება სთხოვეს. 

- კარგიო, უთხრა ბიჭმა, მე თქვენი არაფერი მინდა, როგორც გირჩევნიათ, ისე იცხოვრეთო. ნატვრისთვალს ბაღი ისევ თავის სახლში გადაატანინა და დაიწყო ბედნიერი ცხოვრება ძაღლთან, კატასთან და თავის მშობლებთან ერთად. 

მთელ დღეს ჯოდოსნურ ბაღში ატარებდნენ. უვლიდნენ ბაღს, უსმენდნენ ჩიტების გალობას... ყველაზე მეტად მაინც ალვის ხესთან ყოფნა ერჩივნათ. იქ სხვებიც მოდიოდნენ, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც განკურნება სჭირდებოდა. 

შეეხებოდნენ ჯადოსნურ ალვის ხეს და განკურნებულები ბრუნდებოდნენ შინ. იქ ახლაც ყველაფერი ასეა. ცხოვრობენ ბედნიერად. ალვის ხე ახლაც იქ დგას და კურნავს ყველას, ვინც მასთან მივა...

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ