მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2443 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო ერთი მებადური. ჰყავდა ერთი ვაჟიშვილი. წავიდა სათევზაოდ და თან თავისი ვაჟი წაიყვანა. მივიდა დიდი მდინარესთან და გადაისროლა წყალში ბადე თავისი ვაჟის ბედზე.

თევზი იმდენი მოხვდა ბადეს, რომ ნაპირზე ძლივს გამოათრიეს. უთვალავ თევზში ერთი სისხლივით წითელი და მეტად ლამაზი თევზი ერთია. მებადურმა უთხრა შვილს:

- მე შინ წავალ, ურემს მოვიყვან თევზების წასაღებად. შენ კი აქ ყური კარგად უგდე, მეტადრე უფრთხილდი ამ წითელ თევზსაო.

მებადური შინ რომ წავიდა, ყმაწვილმა ხელში აიყვანა წითელი თევზი და თქვა:

- ცოდვა არ არის ამისთანა მშვენივრი თევზის სიკვდილი! მოდი, ისევ გავუშვებო. ადგა და თევზი წყალში გაუშვა. მაშინ თევზი მიუბრუნდა ყმაწვილს, გამოიძრო ფრთიდან ფხა და უთხრა:

- რადგანაც მაგისთანა სიკეთე მიყავი, აი, ეს ჩემი ფხა შენთვის მომიცია; როცა ძლიან გაგიჭირდეს, მოდი წყლის პირას, ეს ფხა უბიდან ამოიღე, ჩემი სახელი ახსენე, მაშინვე შენთან დავიბადები და უთუოდ გიშველიო.

ყმაწვილმა ფხა გამოართვა და უბეში ჩაიდო. თევზმა მხიარულად აიქნია ბოლო და წყალში შესრიალდა.

მოვიდა მებადური, შეიტყო წითელი თევზის გაშვება, საშინლად გაუჯავრდა შვილსა და უთხრა:

- წადი, დაიკარგე, ჩემს სიცოცხლეში თვალით აღარ დამენახოო!

ყმაწვილი გზას გაუდგა. ერთიც ვნახოთ, დაქანცული ირემი მორბის, უკან ძაღლები და მონადირეები მოსდევენ. შეეცოდა ყმაწვილს ირემი, მოავლო რქაში ხელი და მონადირეებს უთხრა:

- არა გრცხვენიათ, ჩემს გაშინაურებულ ირემს დასდევთ დასაჭერადაო?

მონადირეებს ეგონათ, ირემი მართლაც შინაურიაო, თავი დაანებეს და წავიდნენ. ირემმა გამოიძრო ბალანი, მისცა ყმაწვილს და უთხრა: 

- რახან ასეთი სიკეთე მიყავი, აი, ეს ჩემი ბალანი შენთვის მომიცია, როცა ძალიან გაგიჭირდეს, ამოიღე, ჩემი სახელი ახსენე. იმწამსვე შენთან დავიბადები და გიშველიო.

ყმაწვილმა ბალანი უბეში ჩაიდო და გასწია. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, დაინახა, რომ დაქანცულ წეროს მოსდევს არწივი. შეეცოდა ყმაწვილს წერო, ესროლა კომბალი არწივს და დააფრთხო. როცა წერომ სული მოიბრუნა, გამოიძრო ერთი ფრთა, მისცა ყმაწვილსა და უთხრა:

- თუ გაგიჭირდეს, ამოიღე ეს ფრთა, ჩემი სახელი ახსენე. მაშინვე შენთან დავიბადები და გიშველიო.

ყმაწვილმა ფრთა უბეში ჩაიდო და გასწია.

ბოლოს ნახა, რომ მწევრებს გამოუგდია წინ მელია და საცაა დაიჭერენ. შეეცოდა ყმაწვილს მელია და ჩოხის კალთაში დამალა. როცა მწევრები მოშორდნენ, ყმაწვილმა გაუშვა მელია. მელიამ ბალანი გამოიძრო და უთხრა:

- როცა გაგიჭირდეს, ამოიღე, ჩემი სახელი ახსენე, იმწამსვე შენთან დავიბადები და გიშველიო.

ყმაწვილმა ბალანი უბეში ჩაიდო და გასწია. 

ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მივიდა ყმაწვილი ერთ ციხესთან. ამ ციხეში ცხოვრობდა მზეთუნახავი ქალი. ქმრად ის უნდოდა შერთო, ვინც იმ ქალს ისე დაემალებოდა, რომ ვერ იპოვიდა. გამოეცხადა იმ ქალს ყმაწვილი.

ქალმა უთხრა:

- თუ ისეთ ადგილს დამემალები, რომ ვერ გიპოვო. ცოლად წამოგყვები, და თუ გიპოვე, სამუდამოდ საპყრობილეში ჩაგსვამო.

- კარგი, ოღონდ კი ოთხჯერ დამალვის ნება მომეცი, - სთხოვა ყმაწვილმა.

ქალი დაეთანხმა. ყმაწვილი გავიდა ციხიდან, მივიდა წყლის პირას, ამოიღო ფხა და ახსენა წითელი თევზი. თევზი იმწამსვე ყმაწვილთან დაიბადა, მიესალმა და ჰკითხა:

- რა გაგჭირვებია, ჩემო კარგო მეგობაროო?

 ასე და ასეა ჩემი საქმე უთხრა ყმაწვილმა, - ისეთ ადგილას უნდა დამმალო, ეშმაკმაც ვერ მიპოვოსო.

თევზმა შეისვა ყმაწვილი ზურგზე, ჩაიყვანა ზღვის ძირში, ჩასვა ერთ ამოღრუტნულ ფოსოში და ზევიდან თვითონ გადაეფარა. ქალმა ჩახედა თავის სარკეში, ბევრი იცქირა და ბოლოს ყმაწვილს თვალი მოჰკრა უძირო ზღვაში.

ყმაწვილი კიდევ წავიდა დასამალავად. გავიდა მინდორში, ამოიღო ირმის ბალანი და ახსენა ირემი. ირემი - იმწამსვე ყმაწვილთან გაჩნდა.

- ასე და ასეა ჩემი საქმე, - უთხრა ყმაწვილმა - ისეთ ადგილას უნდა დამმალო, ეშმაკმაც ვერ მიპოვოსო.

ირემმა შეისვა ყმაწვილი ზურგზე, ცხრა მთას იქით გადაიყვანა, ერთ გამოქვაბულში შესვა და თვითონაც ზედ მიეფარა. ქალმა ჩაიხედა თავის სარკეში, ბევრი იცქირა და ბოლოს ძლივს მოჰკრა თვალი დამალულ ყმაწვილს.

ყმაწვილი მესამედ წავიდა დასამალავად. ტრიალ მინდორზე ამოიღო ფრთა და ახსენა წეროს სახელი. წერო მაშინვე ყმაწვილთან დაიბადა.

- ჩემი განსაცდელის დღეც ეს არის, ისეთ ადგილას უნდა დამმალო, ეშმაკმაც ვერ მიპოვოსო, - უთხრა ყმაწვილმა.

წერომ ყმაწვილი ზურგზე შეისვა, წავიდა მაღლა-მაღლა, ლურჯ ცას მიაკრა და თვითონ ქვევიდან აეფარა. ქალმა ამოიღო სარკე, გაიხედა ოთხივ კუთხივ, ვერ იპოვა და შეფიქრიანდა. ბოლოს მაღლა აიხედა სარკით და დაინახა ცაზე მიკრული ყმაწვილი. გაუკვირდა, ეს რა ქაჯი ვინმე ყოფილა, თქვენი ჭირიმეო.

მეორე დღეს ყმაწვილი გავიდა ისევ მინდვრად, ამოიღო მელიის ბალანი და ახსენა მელია. მელია მაშინვე ყმაწვილთან დაიბადა.

- ასე და ასეა ჩემი საქმე, - უთხრა ყმაწვილმა, - ისეთ ალაგას უნდა დამმალო, ამ ქალმა ვერ მიპოვოს, თორემ ბნელ საპყრობილეში დამალპობსო.

- ნუ გეშინია, - უთხრა მელიამ - ოღონდ ორი კვირის ვადა სთხოვე ქალსა და ისეთ ადგილას დაგმალავ, თუნდა ძებნითაც მოკვდეს, ვერ გიპოვოსო.

ყმაწვილმა გამოსთხოვა ქალს ორი კვირის ვადა. მელია წავიდა, ერთი მთის ძირიდან დაიწყო მიწის თხრა და სორო მიიტანა სწორედ იმ ტახტქვეშ, რომელზედაც ქალი იჯდა. შეაძვრინა შიგ ყმაწვილი, ატარა სორო-სორო და სწორედ ქალის ტახტქვეშ ამოაყოფინა თავი.

ქალმა ჩაიხედა სარკეში ხან აღმოსავლეთისაკენ, ხან დასავლეთისაკენ, ხან სამხრეთისაკენ, ხან ჩრდილოეთისაკენ, იცქირა, ხან ცაში, ხან ზღვაში ეძება, მაგრამ ტყუილად, ყმაწვილს თვალი ვერსად მოჰკრა.

- სადა ხარ, - დაიძახა ბოლოს, - გამოჩნდი, ვეღარ დაგინახეო.

ყმაწვილმა ქვევიდან ხმა გასცა და ტახტიდან გამოძვრა.

ყმაწვილი დარჩა გამარჯვებული. შეირთო ქალი ცოლად და ცხოვრობდნენ ბედნიერად.

ქატო იქა, ფქვილი აქა,

ჭირი იქა, ლხინი აქა.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ