მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3737 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

I თავი

 

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. იყო ერთი ხელმწიფე და ჰყავდა ცოლი და ერთი გოგონა, სახელად ქალთამზე. გოგონა საოცრად ლამაზი იყო, მზესავით ანათებდა და ეს სახელიც ამიტომ დაარქვეს.

მოულოდნელად დედოფალი გარდაიცვალა და დარჩა ობლად ქალთამზე. ხელმწიფემ სხვა ცოლი მოიყვანა. დედინაცვალი ლამაზი ქალი იყო, მაგრამ ქალთამზე სჯობნიდა. დედინაცვალს შური კლავდა, სულ იმის ცდაში იყო, როგორმე ლამაზი გერი დაეღუპა.

დედინაცვალს ერთი ჯადოსნური სარკე ჰქონდა, ყოველდღე ჩაიხედავდა შიგ და ჰკითხავდა:

- ჩემო სარკევ, საჭვრეტელო, სხვაგან კი ნუ გამამხელო, მითხარ, ეშხით, სილამაზით,

შენ მჯობიხარ, თუ მე - შენო? სარკე უპასუხებდა

შენც ლამაზი, მეც ლამაზი, ტანი - ბროლი, უსურვაზი, შენ მჯობინი, მეც მჯობინი, ქალთამზე კი - ასლამაზი.

დედინაცვალს უარესად - ცეცხლი მოეკიდებოდა. ბოლოს ვეღარ გაუძლო შურს და ერთ დღეს ხელმწიფეს უთხრა:

- თუ შენს ქალთამზეს არ მომაშორებ სახლიდან, მე შენთან გამჩერებელი აღარ ვარო

ხელმწიფე ძალიან დაღონდა, მაგრამ ლამაზი ცოლიც არ ეთმობოდა. დაუძახა ქალთამზეს, მოეფერა, მოუალერსა და ნაზირ-ვეზირებს გადასცა, - თავიდან მოიშორეთო. ნაზირ-ვეზირებმა წაიყვანეს ხელმწიფის ასული და ერთ ტრიალ მინდორში გაუშვეს.

დარჩა საბრალო გოგონა მარტოკა ტრიალ მინდორში და წავიდა. ბედის საძებნელად. იარა, იარა და ტყეში ერთ მდიდრულად მორთულ სასახლეს მიადგა. თურმე ამ სასახლეში მაშრიყის ხელმწიფის შვილები - ცხრა ძმანი ცხოვრობდნენ და ყოველდღე სანადიროდ დადიოდნენ. ახლაც სანადიროდ იყვნენ, მაგრამ სახლის კარი ლია იყო. შევიდა შიგ ქალთამზე, სახლი დაგავა, დასარეცხი დარეცხა, დასაწმენდი დაწმინდა. ყველაფერი დააკრიალი, საჭმელი მოხარშა და სახლის სიღრმეში, ბნელ კუნჭულში დაიმალა.

საღამოზე მოვიდნენ ხელმნიფის შვილები და ყველაფერი რომ გაკეთებული დახვდათ, ძალიან გაუკვირდათ. თქვეს, მოდი, ხვალ უდარაჯოთ და გავიგოთ, ვინ არის ჩვენი კეთილისმყოფელიო.

ადგნენ დილას ხელმნიფის შვილები და ვითომ სანადიროდ მივდივართო, სახლიდან. თოფ-იარაღით აღჭურვილები გამოვიდნენ. იქვე, სახლის გვერდით, ტყეში გავიდნენ და ხეებს ამოეფარნენ. ქალმა იფიქრა, ახლა კი შორს იქნებიანო, გამოვიდა სამალავიდან და ისევ სახლის დაგვა-დაკრიალებას შეუდგა. ძმები ფეხაკრეფით მიუახლოვდნენ სახლს და კარებში უცბად შეცვივდნენ. ქალთამზეს შიშისგან ცოცხი გაუვარდა და კანკალი დააწყებინა.

- ნუ გეშინია, უთხრეს ხელმწიფის შვილებში, ჩვენ ცხრა ძმანი ვართ, მაგრამ და არა გვყავს. ეტყობა, ღმერთმა გამოგვიგზავნა შენი თავი, რომ და გვყოლოდა. დარჩი ჩვენთან, ღვიძლ დასავით შეგინახავთ და შენც ღვიძლ ძმებად მიგვიღეო.

დარჩა ქალთამზე ხელმწიფის შვილებთან. ძმებმა მართლაც ღვიძლ დასავით შეიყვარეს. სულ უალერსებოდნენ, ეფერებოდნენ, ყოველდღე მოჰქონდათ ახალ-ახალი კაბები, სამკაულები და თავს ევლებოდნენ. ნანადირევიდან ყველაზე უკეთეს ნაჭრებს შეურჩევდნენ და სანამ ჭამას არ დაინყებდა, თვითონ პირს არ დააკარებდნენ.

პატივმა და კარგმა მოპყრობამ ქალი უფრო გაალამაზა და ნამდვილ ტყის ფერიას დაამგვანა. მოკლედ რომ ვთქვათ, იმაზე ბედნიერი ქალი ქვეყნად აღარ იყო.

 

II თავი

 

ერთ დღეს დედინიცვალმა აიღო თავისი ჯადოსნური სარკე, ჩაიხედა შიგ და ჰკითხა:

- ჩემო სარკე, საჭვრეტელო, 

სხვაგან კი ნუ გამამხელო,

მითხარ, ეშხით, სილამაზით.

შენ მჯობიხარ, თუ მე - შენო? 

სარკემ უპასუხა:

- მეც ლამაზი, შენც ლამაზი, 

ტანი - ლერწამ-უსურვაზი,

შენც მჯობინი, მეც მჯობინი, 

ქალთამზე კი - ასლამაზი.

დედინაცვალი გველნაკბენივით შეხტა.

- რაო? ქალთამზეო? ის გომბიო სახლიდან გავაგდებინე და ტყე-ღრეში ნათრევი და ჩამომჭკნარი როგორღა მჯობიაო?

შენ ეგრე გგონია, მაგრამ სულ ტყუილად. მაშრიყის ხელმნიფის შვილებს

ცხრა ვაჟკაცს დად უზის და ვარდივით იფურჩქნებაო, - მიუგო სარკემ.

დედოფალმა თქვა, სანამ ის მოქიშპე ცოცხალი იქნება, ვერ მოვისვენებო და სადღაც ერთი კუდიანი გამონახა, მისცა ერთი მოწამლული და ერთიც საღი ვაშლი და უთხრა:

ნადი მაშრიყის ხელმწიფის შვილების სახლში, იქ ერთი ქალი დაგხვდება და ეს მოწამლული ვაშლი იმას შეაჭამე, საღი კი შენ შეჭამეო.

მივიდა დედაბერი ქალთამზესთან. კარზე დაუკაკუნა.

- შვილო, შორი გზის მგზავრი ვარ და ცოტა ხანს დამასვენეო.

ქალთამზე სიხარულით შეგება და კარგადაც გაუმასპინძლდა. სადილის შემდეგ კუდიანმა დედაბერმა ამოილი ვაშლები, საღი თვითონ დაიჭირა, მოწამლული ქალთამზეს გაუნოდა და უთხრა:

- შვილო, სამაგიეროს სხვა ვერაფრით გადაგიხდი, ამ ერთი ვაშლის მეტი არაფერი გამაჩნია და ეს მაინც მიირთვიო.

ქალთამზემ ხათრი ვერ გაუტეხა, ვაშლი გამოართვა და მოკბიჩა...

საწამლავმა იმოქმედა და ქალი გულწასული გადავარდა. ბებერს ეგონა, ეგ არის, მოკვდაო და უკანმოუხედავად მოძურწა.

საბედნიეროდ, ძმები ჩქარა მოვიდნენ. თავზარი დაეცათ: ნახეს მოკბეჩილი ვაშლი და ყველაფერს მიხვდნენ. იმ დღეს სნორედ ერთი მგელიც ჰყავდათ მონადირებული. მისი ნაღველი დას პირში ჩააწვეთეს. ქალთამზემ თვალები გაახილა და ძმებს ყველაფერი უამბო. ძმები ძალიან შეწუხდნენ და გააფრთხილეს, ამის შემდეგ შინ აღარავინ შემოუშვაო.

დაბრუნდა კუდიანი დედაბერი და დედოფალს. ახარა, შენი მოქიშპე საიქიოში განისვენებსო. დედოფალში გულუხვად დაასაჩუქრა ბებერი და თვითონაც გული დაიმშვიდა.

 

III თავი

 

გავიდა რამდენიმე ხანი და დედოფალი ისევ აიღო თავისი სარკე, ჩაიხედა შიგ, და ჰკითხა:

- ჩემო სარკე, საჭვრეტელო, 

სხვაგან კი ნუ გამამხელო,

მითხარ, ეშხით, სილამაზით.

შენ მჯობიხარ, თუ მე - შენო? 

სარკემ უპასუხა:

- მეც ლამაზი, შენც ლამაზი, 

ტანი - ლერწამ-უსურვაზი,

შენც მჯობინი, მეც მჯობინი, 

ქალთამზე კი - ასლამაზი.

- რაო?! - შეჰკივლა დედოფალმა, - ვინ ქალთამზე, რა ქალთამზე, ის ხომ მკვდარია და როგორღა მჯობიაო?

- ტყუილად გგონია, რომ მკვდარია, - უთხრა სარკემ, - ახლაც მაშრიყის ხელმწიფის შვილების სახლშია, ცხრა ძმა უფლისწული თავს ევლება და პირზე მზე და მთვარე გადასდისო.

გაცოფდა დედოფალი, დაიბარა ის კუდიანი დედაბერი, - აკი მითხარი, შე ქოფაკო. ქალთამზე მოვკალიო? - მისდგა და ერთი გემრიელიდ მიბერტყა, წაართვა, რაც საჩუქრად მისცა და კინწისკვრით გააგდო. ახლა სხვა ბებერი გამონახა. უფრო კუდიანი და ალქაჯი. იმას ორი ყურძნის მტევანი მისცა, ერთი მოწამლული და ერთი საღი და უთხრა:

- წაიღე ეს მტევნები და მაშრიყის ხელმწიფის შვილების სახლში მიიტანე, იქ ერთი ქალი დაგხვდება, მოწამლული მტევანი იმას აჭამე, საღი თვითონ შეჭამე. თუ ამას შემისრულებ, უხვად დაგასაჩუქრებო. 

წავიდა ჯადოქარი დედაბერი და წაიღო მტევნები. ბევრი იარა თუ ცოტა, ბოლოს მიაგნო მაშრიყის ხელმწიფის შვილების სახლს და შევიდა. ძმები ისევ სანადიროდ იყვნენ და ქალთამზე მარტო იყო, ხელსახოცს ქარგავდა და ნელა ღიღინებდა.

- შვილო, შორი გზიდან მოვდივარ და ცოტა ხანს დამასვენეო, - უთხრა დედაბერმა საცოდავი ხმით.

ქალთამზეს შეეცოდა დედაბერი და მაშინვე საჭმელი გამოურბენინა. დედაბერმა გემრიელად ისადილა და ყურძნის მტევნები ამოიღო, საღი თვითონ დაიტოვა და მოწამლული ქალთამზეს გაუწოდა.

- შვილო, ამის მეტი არაფერი მაქვს და მიირთვი, სამაგიეროს ამით მაინც გადაგიხდიო.

ქალთამზეს აღარც კი ახსოვდა წინანდელი ამბავი. გამოართვა და შეჭამა. გემო უცბად ვერ გაუგო და რამდენიმე მარცვალი ჩაყლაპა. უცებ თვალთ დაუბნელდა და უსულოდ დეცა. ბებერმა საჩქაროდ მოძურწა, ემანდ, ხელმწიფის შვილებმა არ მომისწრონო.

საღამოთი მოვიდნენ ძმები და თავიანთი და რომ მკვდარი დახვდათ, მორთეს ზარი და ტირილი. მათი მწუხარების ხმა ცაში ადიოდა. რაღას უშველიდნენ, ერთი წყაროს პირას დაასვენეს, ძმები დილა-საღამოს გადიოდნენ კუბოსთან და თავიანთ საყვარელ დას გულამოსკვნით დასტიროდნენ.

 

IV თავი

 

ერთ დღეს ამ ადგილებში მაღრიბის ხელმწიფის შვილმა გამოიარა, სანადიროდ მიდიოდა და წინ მწევარ-მეძებრები მიუძღოდა. მწევარ-მეძებრები უცბად შედგნენ და წკმუილი გააბეს. ხელმწიფის შვილმა მხლებლებს უბრძანა, გაიგეთ, ძაღლებს რა აწუხებთო. 

წავიდნენ მხლებლები და ამბავი მოუტანეს: აქ ერთი ანკარა წყარო ყოფილა, წყაროს პირას კუბო ასვენია და იმაზე წკმუტუნებენო.

წავიდა თვითონ ხელმწიფის შვილი და ნახა, რომ კუბოში ძვირფასად მორთული ქალი წევს. ხელმწიფის შვილს ისე მოეწონა ქალთამზეს სახე, რომ კუბო თან წაიღო. მიიტანა შინ, დაასვენა ცალკე ოთახში და თქვა, სანამ უკვდავების წამალს არ ვიშოვი და ამ ქალს არ გავაცოცხლებ, არ მოვისვენებო.

ადგა და წავიდა. ბევრი იარა, მთელი ქვეყანა შემოიარა, მაგრამ უკვდავების წამალს ვერსად მიაგნო. ბოლოს დაღონებული ერთი ხის ძირას დაჯდა და ტირილი დაიწყო. უცბად ხის ფესვებიდან ერთი პაწაწინა წრუწუნა გამოძვრა და ხელმწიფის შვილს გაეთამაშა. ხელმწიფის შვილი ცრემლად იღვრება, ეს წრუწუნა კი ხან აქეთ გადაუხტება, ხან იქით და ათასნაირად ემანჭება. 

მოუვიდა გული ხელმწიფის შვილს, დაჰკრა ფეხი და სული გააფრთხობინა. გამოვარდა თაგვის დედა და ბიჭს წყევლა დაუწყო: რა დაგიშავა ამ პაწაწინამ, რომ სასიკვდილოდ გაიმეტეო. მერე იქვე მიირბინ-მოირბინა, რაღაც ბალახი მოგლიჯა, მიუსვ- მოუსვა თავის მკვდარ შვილს, გააცოცხლა და სოროსაკენ კინწისკვრით გაიგდო.

ბიჭმა დაიმახსოვრა ის ბალახი, მივიდა, თვითონაც მოგლიჯა ერთი ღერო, წაიღო შინ და ქალთამზეს მიუსვ-მოუსვა. ქალთამზე მაშინვე გაცოცხლდა, წამოდგა და თქვა: - სად არიან ჩემი ძმები ან მე ვისთან ვარო?

- ჩემთან ხარ და ჩემთან დარჩებიო, - უთხრა ხელმწიფის შვილმა და უამბო, როგორ იპოვა კუბო, როგორ გადმოასვენა თავის სახლში და მერე როგორ გააცოცხლა. ბოლოს კიდევ უთხრა, ცოლად მინდიხარ და უარს ნუ მეტყვიო.

ქალთამზესაც მოეწონა ხელმწიფის შვილი და დასთანხმდა. დაიწერეს ჯვარი და დაიწყეს ერთად ცხოვრება.

ქმარიცა და დედამთილ-მამამთილიც თავს ევლებოდნენ. წლის თავზე ოქროსქოჩრიანი ვაჟი გაუჩნდა და კიდევ უფრო შეიყვარეს. ერთი სიტყვით, ისეთ ბედში ჩავარდა, რომ თავის ყოფას თვითონ დანატროდა.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ