მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2288 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ცხოვრობდა ერთი ღარიბი დედა-შვილი. წამოიზარდა ეს ბავშვი და ისეთი კარგი გახდა, ავი თვალით არ ინახვებოდა. იმათ ქვეყანას სამთავიანი დევი შეეჩვია, ხშირად აოხრებდა. საუკეთესო ვაჟკაცები გაწყვიტა და ბოლოს სოფლის წყაროსაც დაეპატრონა.

წამოიზარდა ეს ბიჭი და ერთ დღეს ხედავს, დედამისი მამისეულ აბჯარს ხსნის კედლიდან; ეძალება და ვერა ძრავს. 

- ეგ რად გინდა, დედიო, - ჰკითხა ბიჭმა. 

- ისე, ვნახო, როგორ დამმშვენდებაო. 

- არა, დედაშვილობას, მართალი მითხარიო.

- წვეთი წყალი აღარ გვიდგას, ცომი ვერ მომიზელია, დევმა წყარო დაწყვიტა, წყდება უწყლოდ სოფელიო.

- მომეცი ეგ აბჯარი და მე წავალ წყაროზე! - უთხრა ვაჟმა.

არ უშვებდა დედა - ჯერ პატარა ხარო. მაინც ჩაიცვა ბიჭმა ჯაჭვის პერანგი, გაჰკ- რა ხელი და გახია. - არა, ეგ არ გამომადგებაო. 

გააკეთებინა მჭედელს ფოლადის აბჯარი. აისხა იარაღი და წავიდა. მივიდა წყაროსთან, ავსებს კოკას. სად იყო, სად არა, წამოვიდა სამთავიანი დევი; ისეთი საზარელი რამ იყო, რომ მიწას გრიალი გაჰქონდა.

- აბა, დამიდექი, რომელი ხარო, - დაუძახა ვაჟს.

- მოვსულვარ და, შენს ჭირადაო, - მიუგო ვაჟმა.

შეიბნენ. მოიქნია დევმა ბიჭი და ძვრა ვერ უყო. ახლა ბიჭმა მოიქნია დევი, სოლივით ჩაასო მიწაში, მოსჭრა სამივე თავი და გაუხსნა სოფელს წყარო. გაუხარდა ხალხს, მანამდის კვერცხის ნაჭუჭებით ინაწილებდნენ წყალს. ყველა ამ ვაჟსა ლოცავდა: სადაც წყალი მოინატრო, წინ დაგიხვდესო!

წამოვიდა ვაჟი, მაგრამ სახლში აღარ გაჩერდა: უნდა ვნახო, ქვეყნიერებაზე რა ამბავია, ვის რა უჭირსო. 

ბევრი იარა თუ ცო- ტა იარა, ერთ ტრიალ მინდორზე გავიდა. ხედავს, ისეა გადატრუსული, აღარც ერთი სულდგმული არ დარჩენილა, მიწა გვალვისაგან ნაპრალებად დამსკდარა.

ძლივს ერთი ბერიკაცი შემოხვდა. 

- რამ დაგაღონა, პაპავ?

- ეჰ, შვილო, რაღა რამ დამაღონა, ღრუბელთბატონი ჩვენს ქვეყანას გადაემტერა, რამდენი ხანია, წვიმა თვალით აღარ გვინახავს, მოსავალი გაგვიცდა, ხალხი გაწყდა შიმშილით. ერთი შვილიშვილიღა დამრჩა, ყმაწვილი ქალი და ისიც ახლა ღრუბელთა ბატონმა მომტაცაო.

- მე წავალ ღრუბელთბატონთანო! - უთხრა ვაჟმა.

- ადამიანიშვილი იმას ვერ მოერევა, ისე ჩამოაბნელებს მიდამოს, რომ კაცი ვერ გაიგებს, საიდან მიეპარება, - ამოიოხრა ბერიკაცმა.

არ დაიშალა ბიჭმა, მაშინ მოხუცმა უთხრა:

- თავლაში ერთი კოჭლი ცხენი მიბია, ის მაინც წაიყვანე, გამოგადგებაო.

გამოუყვანა ცხენი, ისეთი გამხდარი იყო, შიმშილით ფერდი ფერდზე ჰქონდა მიკრული. ცხენმა უთხრა ვაჟსა: სამი დღე ჩემს ნებაზე გამიშვი და მერე გამოგადგებიო. გაუშვა ვაჟმა. მესამე დღეს მოვიდა ეს ცხენი, გასუქებულა, ბალანი უბზინავს. უთხრა ვაჟს: 

- რაც ძალი და ღონე გაქვს, გადამარტყი ცხრა პირი მათრახიო. 

ვაჟმა გადაჰკრა და წაიბორძიკა ცხენმა. არა, ჯერ ერთი დღე კიდევ დამკლებიაო. ვაჟმა კიდევ გაუშვა საბალახოდ. მეორე დღეს მობრუნდა ცხენი, იმის შეხედვას არაფერი სჯობს, ძუა-ფაფარზე სულ ვარსკვლავები ასხია.

- ახლა შემაჯექ და წავიდეთ ღრუბელთ-ქალაქშიო .

გაფრინდა რაში, ავარდა ზეცაში დ ასცდა ღრუბლებს. ღრუბლებში ერთი მრგვალი კოშკი იდგა, იქ ჩამოსვა ვაჟი. 

უარა ვაჟმა და კარი ვერსად უნახა, ჰკრა წიხლი და შეამტვრია კედელი. ხედავს, კოშკში ერთი ყმაწვილი ქალი ზის და ტირის.

- აქ რამ მოგიყვანა, - უთხრა ვაჟს, - საცაა ღრუბელთბატონი მოვა ჩემს შესაჭმელად და შენც მოგკლავსო!

- ფიქრი ნუ გაქვს, მეც იმას ვეძებო. უცბათ ატყდა ჭექა-ქუხილი, წამოვიდა ვაშლისოდენა სეტყვა და ჩამობნელდა.

- მე ოქროს თმები მაქვს მანდილში შეკეცილი და ეგება გაგინათოსო, - უთხრა ქალმა. ჩამოიშალა ნაწნავები და განათდა იქაურობა.

- ახლა აღარა მიჭირს რაო, - თქვა ვაჟმა. 

ახლოვდება ღრუბელთბატონი, ცეცხლის ისრებს იტყორცნება და ქუხილით აყ- რუებს არემარეს. გადაუხტა ვაჟი და შეიბნენ. ჩამოაბნელებს ღრუბელთბატონი და ვაჟს ზურგიდან მოექცევა. მიუნათებს ქალი და ღონე ეძლევა ვაჟს. 

დიდხანს იბრძოლეს. ბოლოს სძლია ვაჟმა, მოიქნია ღრუბელთბატონი და კოშკს ზედ მიანარცხა - ორივე მტვრად აქცია.

აირივნენ ღრუბლები და გაქრა ის ღრუბელთქალაქიც. გამოიხედა მზემ და გაუცინა ვაჟს: ღრუბლები რაკი დაიმორჩილე, დღეიდან შენთვის მზეჭაბუკი მიწოდებიაო.

მოახტა მზეჭაბუკი თავის რაშს, წამოიყვანა ის ოქროსნაწნავებიანი ქალი, დაბრუნდა შინ მშვიდობით და დიდი ქორწილიც გადაიხადა.

ჭირი - იქა, ლხინი - აქა

ქატო - იქა, ფქვილი - აქა.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ