მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2316 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო სამი ძმა, ორი ყოჩაღი, მესამე ჩოფანო, გლახა. 

უფროსმა ძმებმა ცოლები რომ შეირთეს, ერთად ვერ მოთავსდნენ და ქონება შუაზე გაიყვეს. ჩოფანო ძმა კი უწილოდ დატოვეს. ამ გლახამაც მოითხოვა მამისეული ქონების წილი, მაგრამ ძმებმა უთხრეს: შენ ცოლს არავინ მოგათხოვებს, ქონება რად გინდა, ხან ერთთან იმუშავე, ხან მეორესთან და ჩვენ გიპატრონებთო.

ჩოფანომ ეს რომ გაიგონა, ერთი სიკვდილი მოკვდა, მაგრამ კარგად იცოდა, ჩხუბით ძმებთან ვერაფერს გახდებოდა.

ბოლოს, წაიღო მამის დატოვებული ლეკური ხმალი და იქაურობას გაშორდა. გაუდგა გზას. ცოტა იარა, თუ ბეგრი იარა, მივიდა ერთ სოფელში. მონახა მდიდარი კაცი და მოჯამაგირედ დაუდგა. სამი თვე ემსახურა.

აღებული ჯამაგირით ხმალს ქარქაში გაუკეთა, რკინაზე ოქროს ასოებით წააწერინა „მძლეთამძლე“, გადაიკიდა მხარზე ხმალი და ისევ გაუდგა გზას, საით მიდის, არ იცის.

დადიოდა თემშარაზე სოფელ-სოფელ და უშნოდ მიაკონწიალებდა ხმალს. გამველელ-გამომვლელი ეჭენეულად ადევდნებდნენ თვალს, ბავშვები ყოველთვის დასდევდნენ უკან და დასცინოდნენ.

ჩოფანოს მოსწყინდა თემშარაზე ხეტიალი. გზიდან გადაუხვია და ტყის პირად, ხის ძირში მიწვა, ვითომ ცოტას დავისვენებო.

ტყიდან ორი შეიარაღებული ვაჟკაცი გამოვიდა და მისკენ წამოვიდა. ჩოფანომ თავი მოიმძინარა.

გაჟკაცებმა ეჭვნეულად დაუწყეს ყურება. რაღაც თვალში არ მოუვიდათ, მივიდნენ და სიცილით გვერდში მიუსხდნენ.

ერთმა მძინარემ ქარქაშიდან ხმალი ამოაძრო. ნახეს, რკინა ლაპლაპებს, ზედ აწერია „ მძლეთამძლე .“ ახლა კი შეშინდნენ. ეგონათ, არც ისე სახუმარო კაცთან ჰქონდათ საქმე. ხმალი ისევ ჩუმად ჩაუგეს ქარქაშში: ეს ვიღაცაა, ალბათ, გამოცდილი გაჟკაცია და იქნებ ჩვენი ამხანაგობაც ინებოსო! დიდი მორიდებით დაუწყეს გაღვიძება.

ჩოფანოს ყველაფერი ესმის, გული გაიმაგრა და, ვითომ მაგრად ეძინაო, თვალები ამოიჟღლიმა, ადგა და მოსულებს მიესალმა.

იმათაც „ღმერთმა გადღეგრძელოსო! " - უთხრეს და მუსაიფი გაუბეს. ჩოფანოც მოჰყვა თავისი ვაჟკაცობისა და ხმლის ამბავს. ახლა მომწყინდა ამდენი ომი, სისხლის ღვრა და ხელმწიფესთან უნდა გამოვცხადდეო, - გაათავა ტრაბახი ჩოფანომ.

კაცებს გაუკვირდათ ჩოფანოს გმირობა და ამათაც უამბეს თავიანთი თავგადასავალი.

- ჩვენო, - უთხრეს, - აქ ორნი ვართ, მაგრამ ექვსი ამხანაგი გვყავს, თუ არ გაგვიბრაზდები, მეცხრე ამხანაგი შენ იყავიო!

ჩოფანოც დაეთანხმა. ესენი, თურმე, განთქმული ყაჩაღები არიან და ცხოვრობენ შორს, სადღაც ლურსკუმა ტყეში. წაიყვანეს ჩოფანო ტყეში უფროსის სანახავად. ჩოფანოს ვაჟკაცობის ამბავი ამხანაგებს ერთი ხუთად გადასცეს. უფროსმა მაინც არ დაიჯერა და ჩოფანოს გამოცდა განიზრახა, დაავალა ყაჩაღებს: - ამაღამ ღორის სადარაჯოდ წახვალთ და ამ ახალ ამხანაგსაც თან წაიყვანთო!

ჩოფანო შიშმა აიტანა, მაგრამ თითქოს არ შეიმჩნია. საღამოს გაჰყვა ამხანაგებს ტყეში. თითქოს ძალიან გახარებულია, გულში კი ფიქრობს, იქნებ სადმე გავასწრო და გავიპაროო. ამხანაგებმა თოფი შესთავაზეს. მან კი ისინი სასაცილოდ აიგდო: აბა, ეს ხმალი ტყუილუბრალოდა მაქვსო! ნამდვილად არ იცოდა თოფი საიდან ისროდა.

ღორები რკოზე ყოფილიყვნენ მიჩვეული. ჯერ თურმე კარგად დაძღებოდნენ, მერე დრუნჩებით ორმოებს თხრიდნენ. უცებ ერთი ღორის ნაკვალევი შენიშნეს: ნამდვილად ეს არის, კამეჩის ტოლას რომ ამბობენო, - თქვეს ყაჩაღებმა, - თურმე იმსისქე ტყავი აქვს, ტყვია ვერ ატანს, ერთი ეშვის მოქნევით კისრის სიმსხო ხეებს გლეჯსო.

ჩოფანო აქ დატოვეს, ისინიც იქვე ახლოს, ხის ძირში ჩასაფრდნენ.

წახდა საწყალი ჩოფანო! აღარც გაპარვა ეწყობა ამ შუაგულ ტყიდან და აღარც არაფერი. მადლობა უფალს, ღორის ბედზე გავჩენილვარ და რა ვქნაო - გაიფიქრა გუნებაში. მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრა, ავიდა მუხაზე: თუ მაინცა და მაინც ღორი აქ მომადგა, რაღაცას გადავუგდებ, შეეშინდება და გაიქცევა, ბრალს ვერავინ დამდებსო.

უცებ მოისმა შრიალი, ღორმა მუხის ქვეშ თვალები შემოაბრიალა, ზევითაც შეანათა. ჩოფანოს გული შეუწუხდა, მთლად აკანკალდა, დაუცდა ფეხი ტოტზე, ჩამოვარდა და იმ ღორს ზედ ზურგზე დაეცა. ღორმა გაქცევა არ იკადრა და ადგილზე დატრიალდა, ჩოფანომ მაგრად ჩაავლო ჯაგარში და არ იცის, რა ქნას.

ეს დაინახეს ამხანაგებმა, მოვარდნენ ლომებივით, დაუშინეს თოფები და ღორი იქვე წააქციეს. ჩოფანო კი ახლა მოვიდა გონს, ნახა, საქმე გათავებულიყო და ეშმაკობა იხმარა, მორთო ყვირილი:

- თქვე ასეთებო და ისეთებო, ღორი დავიჭირე, ცოცხლად მინდოდა წამეყვანა და თქვენ ხელში ჩამაკალითო!

ყაჩაღებმა ბოდიში მოიხადეს.

წაიღეს ამოდენა ღორი და წავიდნენ უფროსთან. ყველას გაუკვირდა ახალი ამხანაგის გმირობა. ღორს თავი მოსჭრეს, გაუგზავნეს ხელმწიფეს და შეუთვალეს:

- ჩვენს დევნას თავი დაანებე, თორემ ინანებ, ახლა ისეთი მეცხრე ამხანაგი შევიძინეთ, რომ ეს ტახი ცალი ხელით დაიჭირაო.

ღორის დაჭერის ამბავი მთელმა ქვეყანამ შეიტყო და ყველა ჩოფანოს აქებდა. ზოგი ამბობდა - დევკაციაო, ზოგიც - ტყვიას ხელით იჭერსო.

ყველას პირზე მძლეთამძლე ეკერა. ხელმწიფე და მისი ვეზირები შეშინდნენ და ყაჩაღების დევნას თაგი დაანებეს.

გავიდა ხანი. ამ ხელმწიფეს ომი გამოუცხადა მეზობელმა ხელმწიფემ. დადეს პირობა: ყოველ წელიწადს მოვაწყოთ ორთაბრძოლა და ვისი ფალავანიც მოკვდეს, იმან გამარჯვებულს რამდენიმე სოფელი მისცეს თავისი ხალხითა და ქონებითო.

ყოველ წელიწადს მარცხდებოდა ეს ხელმწიფე. უკვე ხუთი წელიწადი გავიდა და ერთხელაც ვერ გაიმარჯვა. მოწინააღმდეგე ხელმწიფეს ერთი ისეთი გმირი ჰყავდა, ვინც კი მიეკარებოდა, ყველას თავს აგდებინებდა, ვინ მოსთვლის, რამდენ ვაჟკაცს წააცალა თავი იმ წყეულმა!ხელმწიფე ძალიან შეშინდა, საუკეთესო ვაჟკაცები მტერმა გაუჟლიტა, თვითონ მარტო რას იზამდა.

ბევრი იფიქრეს და ითათბირეს, ხელმწიფემ შეყარა ვეზირები და რჩევა სთხოვა. უფროსმა ვეზირმა სიტყვა აიღო და ბრძანა:

– ჩვენც გვყავს ერთი ვაჟკაცი, აი, ის მძლეთამძლე, ვეშაპივით ტახი რომ ხელდახელ დაიჭირა, თუ იმას არ ვთხოვეთ, სხვა ვერავინ გვიშველის და მთელ ქვეყანას დაგღუპავთო!

ეს აზრი ყველამ მოიწონა. ხელმწიფეც დაითანხმეს. მძლეთამძლეს შუაკაცები გაუგზავნეს. დაუდეს პირობა: თუ მტრის ფალავანს მოკლავდა, ხელმწიფე მის ამხანაგებს გაათავისუფლებდა, თავის ერთ ქალს ცოლად მიათხოვებდა, კარგად დაასაჩუქრებდა და ტახტსაც დაულოცავდა.

შუაკაცებმა აღარ დააყოვნეს, წავიდნენ და ინახულეს მძლეთამძლე და მისი ამხანაგები. ყაჩაღები სიხარულით კინაღამ გაფრინდნენ. საქმე მძლეთამძლე იყო. ის ღრმად ჩაფიქრდა. საწყალს გულში ისეთი შიში ჩაუვარდა, ისეთი, რომ დამუნჯდა. „აქამდი კი ვიყავი ცოცხალი. ავად იყო, თუ კარგად, სულს მაინც ვათრევდი, ახლა კი ბეჯითად ვხედავ, დაილია ჩემი დღე და მოსწრებაო,“ - ფიქრობდა.

ბოლოს მაინც დაეთანხმა: უარის თქმა სულ თავის მოჭრა გამოვა, ისეთი ვაჟკაცის ხელით რომ მოვკვდე, სირცხვილი არ იქნება, ამხანაგებს ხომ გავათავისუფლებო. აიღო თავი და შუაკაცებს განუცხადა: - კარგი, თანახმა ვარ, გავყვები ორთაბრძოლაში, მაგრამ მრცხვენია, ერთ კაცს როგორ შევებრძოლო, ნეტავ სამი მაინც გამოუშვანო!

ამის გამგონეებმა სიხარულით ტაში შემოკრეს. ხელი მოჰკიდეს მძლეთამძლეს და ხელმწიფეს წარუდგინეს. ეს ამბავი მთელ ქვეყანას მოედო. ყველა მძლეთამძლეზე ლაპარაკობდა: ერთი კი არა, სამი გამოუწვევიაო; ხმალს არც კი ვიხმარ, ხელით წავაგლეჯ კისერსო! ზოგი ამბობდა: მძლეთამძლე, კაცო, ხეს რომ დაეჯახოს, მოგლეჯს, კაცი რას დაუმაგრდებაო!

ამ მითქმა-მოთქმამ იმ ვაჟკაცის ყურამდისაც მიაღწია. საწყალს გული წინდაწინ გაუსკდა: დაილია ჩემი დღეებიო, ფიქრობდა.

მოვიდა უკანასკნელი დღეც. მინდორზე ხალხი ვეღარ ეტევა. ყველა მძლეთამძლეს შეჰყურებს: რა პატარა ტანის კაცი ყოფილა, მაგრამ ხერხიანი იქნებაო, - ამბობდნენ.

ფალავნები შემოვიდნენ. საწყალი ჩოფანო იმ ვაჟკაცთან სკვინჩის ოდენაც არ ჩანდა, მაგრამ გულს მაინც არ იტეხდა: მოვკვდები და ისაა, ანაბრინი ჩემს საქმესო! – ფიქრობდა თავისთვის. 

ვაჟკაცმა ახედ-დახედა მძლეთამძლეს და ჩაეცინა ულვაშებში: ამას ერთ დარტყმაზე წავაცლი კისერს, მაგრამ, ალბათ, პირშავს, ეშმაკური ხერხები ეცოდინება და სჯობს, ჯერ მას ვაცალო, აბა, რას იზამს, თუ გავუგე ეშმაკობა, მე მკითხოს, რა დღეს დავაყენებო. 

ხალხი უცებ გაციმცამდა. ფალავნებს ანიშნეს და ერთმანეთისაკენ წაიწიეს. მძლეთამძლეს გულმა ვეღარ გაუძლო. თვალით ხედავს სიკვდილს. ხმლის ამოღებაც კი დაავიწყდა. დახუჭა თვალები, დაღუნა თავი და ისე მიდის წინ: ბარემ წამაჭრას თავი, დროზე მაინც მოვრჩე ამ უბედურებასო, - იფიქრა. 

ჩოფანო რომ ასე კისერწაწეული დაინახა, იმ ვაჟკაცმა იფიქრა, რაღაც ხერხს მიკეთებსო, მანაც წაიგრძელა კისერი და დაესო ერთ ადგილზე. ჩოფანო ყოველ წუთს ელოდა თავის წაჭრას, მაგრამ, როცა დაგვიანდა, ჩუმად გაახილა მარცხენა თვალი. შეხედა, რას ხედავს! მის მოწინააღმდეგეს წაუგრძელებია კისერი დასაკლავ ქათამსავით, დაუხუჭავს თვალები და არის ასე გაჩერებული. 

ახლა კი ჩოფანომ იფიქრა, - დრო ვიშოვნე, ნე გეშინია, დაჰკარი, შე გლახაო! თავბრუდასხმულმა აშხუნა ხმალი, აღარც კი ახსოვს, როგორ მოუქნია, ვაჟკაცის თავი აქეთ გაგორდა, ტანი იქით წაიქცა. 

შეიქმნა დიდი ამბავი და გაწევ-გამოწევა. მოავლეს ხელი მძლეთამძლეს და ხელმწიფეს მოურბენინეს. გახარებულმა ხელმწიფემ იმავე დღეს დასწერა ჯვარი თავის ქალიშვილზე და ტახტიც დაულოცა.

ჩოფანო ხელმწიფე გახდა. მისი ამხანაგები ვეზირებად დაიყენა, მოიხმო ძმებიც და დაიწყეს ბედნიერი ცხოვრება.

ასე გათავდა ჩოფანოს ამბავი. 

ჭირი - იქა, ლხინი - აქა,

ქატო იქა, - ფქვილი აქა.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ