მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1950 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ხელმწიფის შვილი. ჰქონდა ერთი ბაღი. ბაღში მწვანილის ორი კვალი ჰქონდა გავლებული. ერთ კვალში ეთესა პრასა და მეორეში კამა. 

ხელმწიფის შვილი ისე არა ჭამდა პურს, რომ არ ჩამოსულიყო და იმ კვლებთან არ დამჯდარიყო.

ერთხელ ხელმწიფის შვილი ჩვეულებისამებრ ბაღში დადიოდა. კვლებში ერთი ქაღალდი ეგდო; დაწერილი იყო, მაგრამ ვერ წაიკითხა. აიღო და სხვას მისცა. 

ქაღალდი ქალად იქცა. ისეთი ლამაზი იყო, რომ იმაზე მშვენიერს კაცის თვალი ვეღარაფერს ნახავდა.

ნახა ერთხელ ხელმწიფის შვილმა ეს ქალი, ძალიან მოეწონა და ცოლად შერთვა ინება. 

ქალს ჰკითხა:

- რა გვარი ხარო?

ქალმა უპასუხა:

- გვარი მაქვს პრასისა, კამის სარტყელი მარტყია, ერთი საწყალი ქალი ვარო!

ადგა ხელმწიფის შვილი, ანანას თავი დაანება და სხვა ცოლი შეირთო, რადგან ის ვითომ უხეირო გვარისააო.

ანანას კი უყვარს ხელმწიფის შვილი, უყვარს საშინლად.

დაიბარა მთიდან ირმები ანანამ, დაწველა, ჩაასხა ქვაბში, ჩაჯდა შიგ თვითონ, დუღს რძე და იბანება შიგ ანანა.

ხელმწიფის შვილმა დაინახა, რომ ანანა რძეში იბანება, ცოლს უთხრა:

- ჩვენი ანანა იცი, რასა შვრება? მთიდან ირმები დაიბარა, დაწველა, ჩაასხა ქვაბში, ღუღს რძე და შიგ ანანა ებანებაო.

ცოლმა უთხრა: 

- განა მე ვერ ვიქ მაგასო!

დაიბარა ფურები, რადგან ირმები არა ჰყავდა, დაწველა, ჩაასხა რძე ქვაბში, აადუღა და ჩავიდა საბანებლად. ებანა და მოიხარშა შიგ.

დარჩა ქვრივად ხელმწიფის შვილი. წავიდა ანანასთან ხელმწიფის შვილი და ჰკითხა:

 - რა გაქვს გვარიო?

ქალმა ისევ ის უპასუხა:

- გვარი მაქვს პრასისა, კამის სარტყელი მარტყიაო!

დაიწუნა ისეც ის გვარი ხელმწიფის შვილმა და სხვა ცოლი შეირთო.

წავიდა ანანა, დაჯდა მაღლა სართულზე, აიტანა ტარი და დაუწყო აბრეშუმს რთვა. უცებ კვირისტავი ჩამოუვარდა ძირს. მოიჭრა ანანამ ცხვირი, ჩაგზავნა და ამოატანინა კვირისტავი და ცხვირიც ისევ მოება.

ნახა ეს ხელმწიფის შვილმა. წავიდა და ცოლს უთხრა:

- ჩვენი ანანა საკვირველი ქალია: მაღლა სართულში ავიდა, აბრეშუმს ართავდა, კვირისტავი ჩამოუვარდა ძირს, მოიჭრა ცხვირი, ჩამოაგდო და აატანინა კვირისტავი. მერმე ცხვირი ისევ მოებაო!

- ეგ რას გაგკვირვებია, - უთხრა ცოლმა, - განა მე ვერა გიქ მაგასაო?

ავიდა ბანზე. აიტანა ტარი და დაუწყო აბრეშუმს რთვა. კვირისტავი ჩამოაგდო, მოიჭრა ცხვირი და ჩამოაგდო. ცხვირმა კვირისტავი ვერ აუტანა, აღარც მოება. უდინა სისხლმა, უდინა და მოკვდა.

დაქვრივდა ისევ ხელმწიფის შვილი. წავიდა და ანანას ჰკითხა:

- რა გვარი გაქვსო?

- გვარი მაქვს პრასისა და კამის სარტყელი მარტყიაო! - უპასუხა ქალმა.

ხელმწიფის შვილმა კიდევ დაიწუნა გვარი და წავიდა მთაში, მეღორე ნახა, უთხრა მეღორეს:

- ერთი ღორი მომყიდე, სისხლი მე და ხორცი თქვენ!

დააკვლევინა ღორი, უბრძანა: - მაგ სისხლში მომთხუპნეთ, წამიღეთ მერმე და ანანას წინ დამდეთო!

დაკლეს მეღორეებმა ღორი, სისხლი ადინეს, სისხლში მოთხუპნეს ხელმწიფის შვილი, წაიღეს და ანანას წინ დადეს.

დაინახა სისხლში მოსვრილი ხელმწიფის შვილი ანანამ და შესძახა:

მზეო - დედავ, მამავ - მთვარევ,

ვარსკვლავებო ჩემო მზეო!

ჩამოუშვით ოქროს სკამი,

აღარ არის ხელმწიფეო!

გაათავა თუ არა ეს სიტყვები, გაიხსნა ცა და იქიდან ჩამოეშვა ოქროს სკამი.

ადგა ხელმწიფის შვილი და მოეხვია ანანას. დაუწყეს ერთმანეთს კოცნა და სურვილება. გახდნენ ცოლი და ქმარი და დასხდნენ ოქროს სკამზე. 

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ