მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3566 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ერთ გლეხკაცს ორი ქალიშვილი ჰყავდა. ერთი მხვნელ-მთესველს მისცა ცოლად, მეორე - თიხის ჭურჭლის ოსტატს.

გავიდა ხანი და ცოლმა უთხრა გლეხს:

- წადი, ნახე, შენი შვილები როგორ ცხოვრობენ, რა უჭირთ და რა ულხინთო!

გლეხი მართლაც წავიდა. მიადგა მხვნელ-მთესველი სიძის კარს. მოიკითხეს ერთმანეთი. გლეხმა ჰკითხა სიძეს:

- შენს მოსავალს რა პირი უჩანსო? 

- აბა, რა გითხრა, თუ ამ ერთ კვირაში წვიმა არ მოვიდა, სულ დავიღუპებიო. 

გლეხი ახლა მეორე სიძესთან მივიდა. იმასაც ჰკითხა:

- როგორ არის შენი საქმე, ჭურჭელი ბლომად გაგიკეთებია, ხომ მაგრად შეხვდები ამ ზამთარსო?

- აბა, რა გითხრა, - უპასუხა სიძემ, - თუ ამ ერთ კვირაში სულ მზიანი დღეები იქნება, კარგა გამოვაშრობ ჭურჭელს, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს, და თუ წვიმა გატყვრა - დავიღუპებიო.

დაბრუნდა გლეხი შინ. ცოლმა ჰკითხა:

- როგორ არიან ჩვენი შვილებიო? 

- ამ ერთ კვირაში ან ერთი დაგვეღუპება, ან მეორეო, - უპასუხა გლეხმა. 

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ